თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2019, 21:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2320,
კომენტარები: 12
ტრიპიე და ვან-ბისაკა - "იუნაიტედის" ორი სამიზნე
მარჯვენა ფლანგის გაძლიერება გუნდის პრიორიტეტად რჩება.
ტრიპიე და ვან-ბისაკა -
კირენ ტრიპიე "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეთა შორისაა, ვინაიდან კლუბი ზაფხულში მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, "ტოტენჰემის" ხელმღვანელ დენილ ლევისთან სატრანსფერო საქმიანობის წარმართვა ადვილი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო პოჩეტინო სასურველი თანხის მიღების წინააღმდეგი არ არის.

საკმაოდ ჯიუტი ლევი ტრიპიეს ტრანსფერში 30 მლნ. ფუნტს მოითხოვს, "იუნაიტედს" კი სჯერა, რომ "კრისტალ პალასის" ამომავალი ვარსკვლავი, აარონ ვან-ბისაკა, რომელიც 7 წლით ახალგაზრდაა, უკეთესი ვარიანტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი 45 მლნ. ფუნტად არის შეფასებული.

როგორც ჩანს, ტრიპიესა და ვან-ბისაკას შორის პირდაპირი ბრძოლა გაიმართება.

"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს პორტუგალიელი ახალგაზრდა დიოგო დალო - რომელიც ჟოზე მოურინიომ 19 მლნ. ფუნტად შეიძინა "პორტუდან" - სათანადო პირველ არჩევნად არ მიაჩნია.

ტრიპიეს სისწრაფე და პრემიერ ლიგასა და ევროპაში მიღებული გამოცდილება "იუნაიტედისთვის" უფრო მეტად მიმზიდველია. მაგრამ მანჩესტერში დაბადებულ მცველს მიმდინარე სეზონში არც ისე წარმატებით გამოსდის თამაში, როგორც ზაფხულში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა.

პირიქით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა ერთა ლიგის ფინალური შეხვედრებისთვის ის არ გამოიძახა და არჩევანი კაილ უოლკერსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე შეაჩერა.

პოჩეტინოს დიდი იმედი არ აქვს, რომ ტრიპიე თამაშის ხარისხს მოუმატებს, თუმცა მას მოქმედი კონტრაქტით კიდევ სამი წელი აკავშირებს "დეზებთან". ფეხბურთელთან დაკავშირებული წყარო კი ტრიპიეს ურჩევს, "ოლდ ტრაფორდს" მიაშუროს, თუ მისი სამსახურით "ტოტენჰემი" აღარ დაინტერესდება.

სოლსკიაერმა "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს აცნობა, რომ სატრანსფერო საქმიანობის დროულად დასრულებას იმედოვნებს, მაგრამ ლევისთან მოლაპარაკებების ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც "იუნაიტედმა", შესაძლოა, თავისი ძალები ვან-ბისაკას შეძენისკენ მიმართოს.

წყარო: mirror
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ძაან ცუდად მიდის საქმე
0
№12
ავტორი: GIOMU
6 ივნისი 2019 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ტრიპიერს იანგი მირჩევნია ისევ დაჟე დალოტი. ძალიან ცუდი სეზონი ქონდა, რეალურად საშუალო დონის ფეხბრუთელი იყო ამ სეზონში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top