თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2019, 11:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 11
"გარეთმა "ოლდ ტრაფორდზე" ფიქრი უნდა დაიწყოს"
ტედი შერინგემი ბეილს "რეალ მადრიდისგან" თავის დაღწევას ურჩევს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდის ტედი შერინგემის აზრით, უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა "ოლდ ტრაფორდზე" ფიქრი უნდა დაიწყოს. შერინგემის განცხადებით, ბეილი "რეალის" დარწმუნებასა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენას ვერ შეძლებს.

"ზიდანი პირდაპირ გამოვიდა და ფაქტობრივად თქვა: "მე ბეილის მოშორება მინდა". თუ მწრთვნელი მას მესამე ცვლილებადაც არ განიხილავს, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ბეილის წასვლა სურს."

"გარეთ ბეილი, ალბათ, "იუნაიტედის" ბევრი ფეხბურთელის მსგავსად კუთხეში მიჯდება, სიგარას გააბოლებს და იტყვის: "კარგი, მაშინ ფული მომეცით და წავალ, რადგან მე თქვენთან ხანრგძლივი კონტრაქტი მაკავშირებს."

"მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ მიდგომით ამ ბრძოლას გარეთ ბეილი მოიგებს. მე რომ მასთან დაკავშირების შანსი მქონდეს პირდაპირ ვეტყოდი: "დააღწიე მაგ ადგილს თავი. დაანებე თავი 30 მილიონზე ფიქრს, რომელსაც ორ წელში მარტივად გამოიმუშავებ. ეს კლუბი შენ ბედნიერებას არ მოგიტანს, აქ ვერ შეგიყვარებენ და აქ ფეხბურთით ვერ ისიამოვნებ!"

"ვფიქრობ, რომ მან ინგლისში დაბრუნებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს და ჩვენი ინტერესიც განიხილოს,"
- განაცხადა ტედი შერინგემმა.


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
1 ივნისი 2019 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: ლუკა ბერაია
კარგით რა, რისი ბეილი?... ტიპი ხრუსტალია, სეზონში 10 თამაში თუ ჩაატარა მაგარი იქნება. ყველაფერთან ერთად აღარაა ის, რაც ადრე იყო ტოტენჰემში.

ხურსტალს შეურაცყოფას აყენებ ხრუსტალი შიძლება დავრდეს და არ გატყდეს და ეს უბრალოდ დაეცემა და 3 თვეს ტოვებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top