ფელიპე კოუტინიო მზადაა, რომ "ბარსელონა" დატოვოს. კატალონიელებს ნახევარმცველის შეძენის მიზნით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუკავშირდნენ.
ბრაზილიელი "ბარსელონას" რეკორდული შენაძენი გახლავთ, თუმცა მან "ნოუ კამპზე" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. სეზონის რთული სტარტის შემდეგ, კოუტინიო გულშემატკივრების კრიტიკის მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე, კი ფელიპემ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ მან თავის უახლოეს მეგობრებს განუცხადა.
"იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" უკვე გამოთქვეს ინტერესი ნახევარმცველის შესახებ. "ბარსელონა" კოუტინიოს გამოყენებას ნეიმარის დასაბრუნებლადაც ცდილობდა. კატალონიელებს ერთი წლით პსჟ-სთან ფეხბურთელის გაცვლა სურდათ.
"ლა ლიგის" ჩემპიონები ნახევარმცველს 88 მილიონ ფუნტს აფასებენ. როგორც პრესა იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადოს.