თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2019, 16:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2176,
კომენტარები: 11
რა უთხრა ფერგიუსონმა გარი ნევილს მატჩის შემდეგ
ფერგიუსონის რეაქცია გარი ნევილის უშედეგო დარტყმებზე.
რა უთხრა ფერგიუსონმა გარი ნევილს მატჩის შემდეგ
სერ ალექს ფერგიუსონმა თამაშის შემდეგ ვერ მოითმინა და გარი ნევილს ფუჭი დარტყმების შემდეგ შენიშვნა მისცა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" ლეგენდები გუშინ "მიუნხენის ბაიერნს" დაუპირისპირდნენ, სადაც "წითლებმა" 5-0 ანგარიშით იმარჯვეს. 2013 წლის შემდეგ ფერგიუსონისთვის ეს პირველი დაბრუნება იყო "ოცნების თეატრში."

ამ სასიამოვნო საღამოს კი გარი ნევილმა რამდენიმეჯერ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა - უშედეგოდ.

მცველმა, რომელმაც "იუნაიტედის" მაისურით 400 მატჩი ჩაატარა, კარიერის განმავლობაში სულ ხუთჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა გაიყვანა და უთხრა:

"შვილო, დარტყმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ არ შეგეძლო! დღეს რა ჯანდაბისთვის გაიგიჟე თავი?"

მატჩის შემდგომ სერ ალექს ფერგიუსონმა საქველმოქმედო საღამოზეც ისაუბრა და მადლიერება გამოხატა ფეხბურთელებისადმი:

"ყველაზე კარგი არის ის, რომ ისინი მოვიდნენ. ზოგი ისევ კარგ ფორმაშია, ზოგი ვერა, მაგრამ ყველა მოვიდა, რაც შთამბეჭდავია."



წყარო: Mirror
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორჯერ ხელსაყრელი სიტუაციიდან დაარტყა ერთი მაინც უნდა გაეტანა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top