თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2019, 23:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 13
"ევერტონი" მზად არის
"მერსისაიდელებმა" ედ ვუდვორდს ფეხბურთელის სანაცვლოდ სასურველი თანხა დაუსახელეს.
"წითელი ეშმაკების" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა უჩვეულოზე ცხელი, რომ იქნება ამაზე ოლე გუნარ სოლსკიაერის სატრანსფერო სიაც მოწმობს. ნორვეგიელ სპეციალისტს ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება სურს.

არახალია ის ფაქტიც, რომ "ოლდ ტრაფორდელებს" "ევერტონის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რიშარლისონი სურთ, ედ ვუდვორდს ფეხბურთელის გადაბირება გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, როგორც ჩანს 22 - წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესი "იუნაიტედის" მხრიდან კვლავ დიდია.

The Sun - ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცნობილია "ევერტონის" პოზიცია აღნიშნულ, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, "იუნაიტედის" მხრიდან უკვე გაიგზავნა წინადადება "მერსისაიდელების" შტაბში იმის შესახებ, თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი ფეხბურთელის გადაბირება, "კამფეტებს" კი რიშარლისონის სანაცვლოდ 115 მილიონი ევროს მიღება სურთ.

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში რიშარლისონმა "ევერტონის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, საკუთარ ანგარიშს კი 13 გოლი და 1 სგოლე გადაცემა შესძინა.
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 მაი 2019 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მეღადავებით ბიჭოო რა 115?? პრინციპში კი მაგრად მკიდია 215 გადაუხდიათ ლიჟბი გაძლიერდენ მაგრამ ტეხავს რაა
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
26 მაი 2019 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტაა 115
0
№13
27 მაი 2019 01:46
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მოიყვანონ, ძალიან მაგარი ბიჭია ^^... და ხო, არვიცი ეს 115 მილიონი სიმართლე არის თუ არა, მაგრამ მეც წავიკითხე ამ ტრანსფერზე და მანდ ფასი 50 მილიონი ფუნტი ეწერა... ნუ არვიცი, ძალიან გაბერილი ფასია და თუ დაითრიეს მე მგონია, რომ უფრო ნაკლებადაც დაითრევენ. 115 მილიონი ნამდვილად ძალიან ძვირია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top