თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2019, 12:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2758,
კომენტარები: 12
სოლსკიაერმა ედ ვუდვორდს სურვილების სია გადასცა
ოთხი ფეხბურთელი ნორვეგიელის სიაში.
სოლსკიაერმა ედ ვუდვორდს სურვილების სია გადასცა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მიზიდვას ეცდება. ნორვეგიელმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში აკადემიელი ფეხბურთელების ხილვა სურს.

ნორვეგიელი "ოლდ ტრაფორდზე" დიდ წმენდასაც გეგმავს. მას ისეთი ფეხბურთელების გაშვება სურს, როგორიცაა ალექსის სანჩესი. ანდერ ერერამ კლუბი უკვე დატოვა, თანაც თავისუფალი აგენტის რანგში. როგორც პრესაში იწერება, თანამემამულის კვალს გაჰყვება ხუან მატაც.

პრესის თანახმად, სოლსკიაერმა ვუდვორდს ოთხკაციანი სია მიაწოდა და საზაფხულო ტრანსფერებზე მათი შეძენა მოითხოვა.

მათგან უპირველესი "სუონსის" ვინგერი დანიელ ჯეიმსი და "ნიუკასლის" ნახევარმცველი შონ ლონგსტეფი გახლავთ. პრესაში დიდი ხანია მათ შესახებ იწერება. გარდა ამისა, ნორვეგიელს "ნორვიჩ სიტის" ახალგაზრდა ბენ გადფრეი სურს. ამასობაში "წითლების" ინტერესის სფეროში ექცევა "სტოკ სიტის" თინეიჯერი მცველიც, ნათან კოლინსიც.

სოლსკიაერი ცდილობს, რომ კლუბმა ოთხივე ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს და მათთან ერთად დაიწყოს წინასასეზონო სამზადისი პირველ ივლისს.


წყარო: Metro
ჭორები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
26 მაი 2019 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გაყარეთ თან ვინც საჭიროა თორე ნებისმიერი ახალი ვინც მოვა ისევ ამ ჩობანებს დაუწებს ყურებას და არამგონია იმათმა შეცვალონ ესენი, უფრო ესენი შეცვლიან იმათ და მივიღებთ იგივე სურათს.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
26 მაი 2019 22:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგონილია დიდი ალბათობით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top