თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2019, 19:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2032,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" მეკარისთვის ფინანსების გამოყოფას არ აპირებს
დე ხეას წასვლის შემთხვევაში, "იუნაიტედის" პირველი მეკარე რომერო გახდება.
"წითლების" მეკარის დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერხიო რომეროს დააწინაურებს და "წითლების" პირველი მეკარე არგენტინელი გახდება. ხოლო სერხიოს ადგილს "იუნაიტედის" აკადემიელი დინ ჰენდერსონი დაიკავებს, რომელიც ამჟამად კიდევ ერთ სეზონს დაყოფს "შეფილდში".

დე ხეასა და "იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა, რადგან ესპანელი ხელფასის გაზრდას 350 000 ფუნტამდე ითხოვს.

ამასობაში დე ხეას შეძენას პსჟ ცდილობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სათამაშო ზონაშიცაა და ამ კუთხით შეიძლება, რომ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ესპანელისთვის.

"იუნაიტედი" თავდაპირველად დე ხეას ჩანაცვლებას "აიაქსის" ანდრე ონანათი ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ადგილი ძირითადში რომეროს დაუთმოს და თანხა სხვა პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს.

არგენტინელი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წელს გადაბარგდა და საბოლოო ჯამში "იუნაიტედის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა.


წყარო:DailyMail
ჭორები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
25 მაი 2019 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ამ დაცვით. დეხეა იდგება კარში თუ რომერო.არანაირი აზრი არ აქვს.მთავარია დაცვის ოთხივე პოზიცია გაძლიერდეს რომ მეკარის თამაშს აზრი ქონდეს საერთოდ.მარტო დეხეა ეთამაშებოდა ხოლმე 11 კაცს რამდენიმე თამაშში.
0
№12
ავტორი: GIOMU
26 მაი 2019 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
რომერო არაა ცუდი ვარიანტი, შაშუალო დონის მეკარება ზოგჯერ გამონათებებით თუ მეკარეზე გამოყოფილი თანხები მოაკლდება სხვა პოზიციებს მაშინ ჯობია ისევ დაზოგონ ფული მეკარეზე და რომერო იყოს ეს ერთი სეზონიც და მერე უკვე გამოჩნდებოდა რა და როგორ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top