თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2019, 21:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1853,
კომენტარები: 12
"იუნაიტედსა" და დე ხეას შორის შეთანხმება ვერ შედგა
დავიდ დე ხეა პსჟ-ში გადასვლას გეგმავს.
"იუნაიტედისა" და დავიდ დე ხეას მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა. ესპანელმა ხელფასის გაზრდა 350 000 ფუნტამდე მოითხოვა, რაზეც ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. თუმცა პარალლურად აღნიშნულ შეთავაზებაზე პსჟ თანახმაა.

პარიზელები მზად არიან, რომ დე ხეას შესაძენად 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და ესპანელის შეძენას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ.

დე ხეა ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება. თუმცა როგორც პრესა იუწყებდა, "წითლებმა" უკვე დაიწყეს ახალი მეკარის ძიება.

დავიდ დე ხეასთვის მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს ისიც, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ესპანელისთვის, კი "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაში მნიშვნელოვანია.

"ოლდ ტრაფორდის" ხელმძღავენლობამ ყველანაირად სცადა დე ხეას შენარჩუნება, მაგრამ ესპანელი კლუბს მიმდინარე ტრანსფერებზე თუ არა 12 თვეში აუცილებლად დატოვებს.

კლუბი ერთმა ესპანელმა უკვე დატოვა. ანდერ ერერა პსჟ-ში უფასოდ გადავიდა და თუ დე ხეა მიმდინარე ტრანსფერებზე არ გაიყიდება, მომავალ წელს მასაც იგივე ბედი ელის.


წყარო: TheSun
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2019 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წამსვლელი ბევრია როგორც ჩანს, მომსვლელები არ ჩანან.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
23 მაი 2019 16:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აშკარაა აქ ხელფასის თემა ნაღდად არაა.თუ ითხოვს აქვს მაგის მოთხოვნის უფლებაც ბოლო ბოლო დამსახურების გამო.რუნი დაგავიწყდათ?ეს არის სამსახურებრივი ურთიერთობა თუ დასაქმებულს პირობები არ აწყობს ან დამსაქმებელს იმდენის გადახდა მაშინ თავთავის გზაზე მიდიან.ცოტა ალოგიკური მეჩვენება ხელფასზე ვერ შეთანხმება რადგანაც ჯერ გუნდს აქვს მაგის პირობები რომ დააკმაყოფილოს და მეორეც რომ თუ ამ მენეჯმენტის დალაგებას იწყებენ მაინცდამაინც იმ რგოლიდან არ უნდა დაიწყო ჯინიანობა რონელიც ერთადერთი იყო სეზონების მანძილზე რაც გშველიდა.ასე რომ არამგონია აქ ხელფასის თემა იყოს მთავარი.მგონია რომ თავად უნდა წასვლა რაშიც ვერანაირად ვერ გაამტყუნებ მაგრამ რეალში ან ბარსაში ან ბოლო ბოლო ბავარიაში რო ეპატიჟებოდნენ კიდე ვიტყოდი შანსები აქ ტიტულებისთქო მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონობა მარტო თუა ამის ეგოს დამმაკმაყოფილებელი,გამოდის ამის ეგოც ძირს დაცემულა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top