თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2019, 18:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2364,
კომენტარები: 16
ოლე გუნარი კაპიტნის სამკლაურს პოლ პოგბას გადასცემს
ოლე გუნარი პოგბას შენარჩუნებას კაპიტნის სამკლაურით ეცდება.
ოლე გუნარი კაპიტნის სამკლაურს პოლ პოგბას გადასცემს
პოგბას ძალიან უნდა "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ზაფხულში და მან უკვე განუცხადა თავის მეგობრებს, რომ "რეალ მადრიდში" გადაბარგება სურს.

მსოფლიო ჩემპიონი მისმა ახლო მეგობარმა და "იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმაც პატრის ევრამაც წააქეზა და "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ურჩია.

ანტონიო ვალენსიამ, რომელიც კაპიტნის სამკლაურს ატარებდა, "ოლდ ტრაფორდი" უკევ დატოვა. სწორედ ამიტომაც "იუნაიტედს" ახალი კაპიტანი სჭირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი "წითლების" ახალ კანდიდატად პოლ პოგბას მოიაზრებს. დიდი ხანია, რაც პრესა ფრანგის მომავალს "რეალ მადრიდს" უკავშირებს, ნორვეგიელი კი კაპიტნის სამკლაურით ეცდება ნახევარმცველის შენარჩუნებას.

პოგბა ატარებდა ვიცე-კაპიტნის სამკლაურს, რომელიც "იუნაიტედის" ყოფილმა მწრთვნელმა ჟოზე მოურინიომ სექტემბერში ჩამოართვა, რადგან ნახევარმცველის განწყობითა და თამაშისადმი მიდგომით უკმაყოფილო იყო.

გარდა ამისა, როგორც "ESPN" იტყობინება, მიუხედავად "რეალ მადრიდის" დიდი ინტერესისა, "ეშმაკები" პოლ პოგბას არ გაყიდიან. თუმცა დანებებას არც "სამეფო კლუბი" აპირებს და თავიანთი მწრთვნელის ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი სამიზნის შესაძენად ყველაფერს აკეთებენ.


წყარო: Metro
ჭორები
16 კომენტარი
№11
ავტორი: devidi
21 მაი 2019 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
კაც თუ გუნდში ყოფნა არ უნდა გაუშვი თანაც საფიანათ.
ეგ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა რა უნდა და რომელ ფეხბურთელს მიბაძოს გაიპრანჭოს თუ კარგი ფეხბურთი ითამაშოს.
და ვაფშე გააგდონ მაგის ამპარტავანი ყლონცი ...........
0
№12
ავტორი: Malboro463
22 მაი 2019 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არ უნდა ვინმეზე ხვერწნა და მორიდება
ასე თუ გაგრძელებს ამასაც მალე დაენგრევა გუნდი
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
22 მაი 2019 06:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Malboro463
არ უნდა ვინმეზე ხვერწნა და მორიდება
ასე თუ გაგრძელებს ამასაც მალე დაენგრევა გუნდი

ბაზარი არაა.რა კაპიტნის სამკლაური რა რევერანსებს უმღერით თქვე ჩემისებო.ვისაც ეფერეთ ყველა დედა გიტირათ და რით ვერ ისწავლეთ ჭკუა ბუბლიკ.ვინაა პოგბა რო ვერ შეცვალო ვერ ვხვდები.აი პოტენციალი რაც აქვს იმის შესაბამისად რო თამაშობდეს ბაზარი არაა მაგრამ რის გამო უნდა ეხვეწო?იმისთვის რო აწი უფრო დაიკიდოს თამაში?რო სახვეწარი გაქვს კოზირი ფეხბურთელის ხელშია ასე რომ ნაცენზურა ოღონდ სარფიანად
0
№14
ავტორი: giorgiginturi
22 მაი 2019 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არც პოგბა და არც დეხეა არ წავლენ და ასე დაწერენ ათას სისულელეს.. ის ხალხი წავა მართლა ვინც გასაშვებია და საბოლოოდ დაისვენოს კლუბმა თუ ფანებმა ამ ნაგვებიდან, აქ ბევრი წერს გასაშვებიაო, მესმის თქვენი ხედვაც კიი, როგორც პიროვნებამ თავში ავარდნილი მარიაჟი ბავშვია პოგბა ჯერ ისევ, მარა გაუშვა ეს და ამის ნახევარიც არავინაა ბაზარზე?? მოდი დავწყნარდეთ და ახალ სეზონს დაველოდოთ და მართლა ნასკებივით ნუ დავიწყებთ გამოცვლას მწრთვნელის თუ იგროკების.. მესმის თქვენიც და სადღაც დამწყდა გული ერერაზე, მარა ისიც ვთქვათ რომ კლუბის სიყვარულზე მაღლა დგას ,,კლასი,, უბრალოდ ვერ შედგა ერერა იმად, რომ სქოულზის ნახევარი მაინც გვენახა, ვერ გაისწორა მიზანი და რაღავქნათ ეხლა, შევეგუოთ რო 1 ყვითელი ბარათი დავკარგეთ რა
0
№15
22 მაი 2019 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მე პირადათ პოგბას არ გადავჩემდი კაპიტნის სამკლაურს........... გუნდს ჭირდება გამოცდილი და გუნდის ერთგული კაპიტანი, ............ ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, ნემანია მატიჩი, ხუან მატა..... ესენი არიან ღირსეული კაპიტნის სამკლაურის ღირსები !
0
№16
ავტორი: giorgi_mg
22 მაი 2019 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი არასტაბილური და ხასიათის ფეხბურთელის ირგვლივ გუნდის აშენება არ მგონია სწორი იყოს! წელს თუ არა მომავალ წელს წავა და აზრი ან კაპიტნობის ან სხვა?!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი არასტაბილური და ხასიათის ფეხბურთელის ირგვლივ გუნდის აშენება არ მგონია სწორი იყოს! წელს თუ არა მომავალ წელს წავა და აზრი ან კაპიტნობის ან სხვა?!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top