თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2019, 16:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2285,
კომენტარები: 11
89 მილიონი ფუნტი ფელიქსისთვის
"წითლებმა" "ბენფიკასთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
89 მილიონი ფუნტი ფელიქსისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, რომ "ბენფიკას" ჯოაო ფელიქსის სანაცვლოდ მისი გათავისუფლების თანხაც გადაუხადოს.

ფელიქსი, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მსოფლიოს უდიდესი კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. პორტუგალიელმა "ბენფიკის" მაისურით 19 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.

წყაროების თანახმად კი, "იუნაიტედმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ბენფიკასთან" და "წითლები" უკვე მზად არიან ახალგაზრდის შესაძენად.

ფელიქსის ფასი 89 მილიონი ფუნტია. "იუნაიტედს" "ატლეტიკო" სერიოზულ კონკურენციას უწევს. ისინი ფულს ძალიან მალე გრიზმანის გაყიდვით აიღებენ და ახალგაზრდის შეძენას შეეცდებიან.

ოლე გუნარ სოლსკიაერს ცხელი ზაფხული ელის, რადგანაც "იუნაიტედში" ბევრი ფეხბურთელი მოვა და ამასთანავე "ოლდ ტრაფორდს" უამრავი ფეხბურთელი დატოვებს. მიუხედავად მტკიცე უარისა, "წითლები" ჯეიდონ სანჩოზეც არ ნებდებიან და ყველანაირად ცდილობენ ახალგაზრდა ინგლისელის გადაბირებას.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, "იუნაიტედს" ზაფხულში პოლ პოგბა და ალექსის სანჩესი დატოვებენ, შესაბამისად, "წითლებს" შეტევის ხაზის გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ.


წყარო: metro.co.uk/
ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
22 მაი 2019 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ცოლი მეიყვანე ცოლიო... ღარადაობა რომ არის, თუ გინდა ბ.ზი მეიყვანე თუ გინდაო, აი ეგრე დაგვემართება ცოტახანში, მოვა ტრანსფერის ბოლო დღე და ისევ ჯეიმსი იქნება ნაყიდი აგერ ნახეთ თუ არა :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top