21-05-2019, 16:25
ნანახია: 2401,
კომენტარები: 11
ჯეიმსმა "იუნატედთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
უელსელი "იუნაიტედის" პირველი ტრანსფერი იქნება.
"სუონსის" ვინგერმა დენიელ ჯეიმსმა მისი პირადი მოთხოვნები "მანჩესტერ იუნაიტედთან" უკვე შეათანხმა.
თავად კლუბებს ჯერ კიდევ არ აქვთ შეთანხმება მიღწეული, თუმცა "Sky Sports"-ის მიხედვით, ჯეიმსი პირველი შენაძენი იქნება "იუნაიტედისთვის".
როგორც წყარო იტყობინება, "იუნაიტედი" ჯეიმსში 15 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ჯეიმსს "სუონსთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
21 წლის ვინგერი იანვარში ახლოს იყო "ლიდსში" გადასვლასთან, მაგრამ შეთანხმება ბოლო დღეს ვეღარ შედგა.
ჯეიმსი რაინ გიგზმა უელსის ნაკრებში გამოიძახა და ის აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად.
უელსში დებიუტრში მან გოლიცც გაიტანა და "სლოვაკეთთან" თამაშში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც ერგო.
თუმცა "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც უელსელით დაინტერესდა. ჯეიმსის შეძენას დიდი ხანია პრემიერ ლიგის ბევრი კლუბი ცდილობს.
წყარო:
SkySports
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.