თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2019, 15:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3013,
კომენტარები: 17
ჯეიდონ სანჩოს შეტყობინება "იუნაიტედს"
"იუნაიტედმა" სანჩოს შემცვლელი იპოვნა.
ჯეიდონ სანჩოს შეტყობინება
მიუხედავად "დორტმუნდის ბორუსიის" მკაცრი უარისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელ ჯეიდონ სანჩოს არ ეშვება. "წითლები" აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბირებას, თუმცა ინგლისელის ინტერვიუში მკაფიოდ იკითხება, რომ ის მომავალ სეზონში "დორტმუნდში" დარჩება და არსად არ აპირებს წასვლას.

"მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი გამარჯვება და არა მეორე ადგილზე გასვლა იქნება. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ საოცარი სეზონი ჩავატარეთ. დასაწყისში არც ისე ბევრ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ბოლოს მეტი დრო მომეცა, რითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ."

"ყველაფერი ბევრ მუშაობაზეა დამოკიდებული. იმუშავეთ და ყველაფერი იდეალურად იქნება," - განაცხადა ჯეიდონ სანჩომ.

სავარაუდოდ, "იუნაიტედი" სანჩოს ჩანაცვლებას "სუონსის" ვარსკვლავით დანიელ ჯეიმსით შეეცდება. პრესის თანახმად, "წითლებს" ახალგაზრდის შესაძენად 15 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. თუმცა ჯერ ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა.


წყარო: Mirror
ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2019 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სერიოზული არაფერი იწერება და იმედია მალე გაიფორმებენ ვინმეს, ამდენი ტრანსფერია გასაკეთებელი და ჯერ არავინ უყიდიათ.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
19 მაი 2019 21:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Lalana
შევედი Sky Sportის გვერდზე,ვიფიქრე რაიმე სიახლე ხომ არ დაიწერა მანჩესტერთან დაკავშირებით-თქო,მაგრამ რათ გინდა? ყოველი ნიუსი კომპანის ეხება,ერთ მხარეს გაიხედავ კომპანია,მეორე მხარეს გაიხედავ კომპანია,ზემოთ აიხედავ იქაც კომანია და ქვემოთაც ჩაიხედავ მანდაც კომპანია,რა უბედურებაა,სატრანსფერო ბაზარზე ასეთი უიმედო მდგომარეობაა რომ მხოლოდ მაგაზე წერენ?

აუ არ თქვა რა გული შემიწუხდა მთელი დღეა კომპანიზე წერენ მარტო
0
№13
ავტორი: Manstark_United
19 მაი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
იცი რა ვერ გავიგე? დანიელ ჯეიმსზე რომ იძახით რათ გვინდაო.პოგბა გინდათ აბა? თავის დროზე სერ ალექსმაც იცოდა რა კარგი ნიჭის მქონე ფეხბურთელი იყო პოგბა მაგრამ ზუსტად იმიტომ გაუშვა რომ არაკაცი პიროვნებაა. მაგის ადგილი მანჩესტერში არ არის. ყოველ ჩავარდნილ თამაშზე ტრაკს ათამაშებს და ეგეთები ჩვენ არ გვჭირდება.სულ რომ მე17 ადგილზე გავიდეთ მაინც მანჩესტერი გვქვია და დიდი თავმოყვარეობის მქონე კლუბი ვართ ))))
დანიელ ჯეიმსი ახალგაზრდა მოტივირებული ბიჭია.რომლისგანაც არავინ არაფერს დაელოდება და წნეხი ნაკლები ექნება.ვინ იცის იქნებ ისე გაიხსნას რომ მარჯვენა ფლანგი მაგას ჩავაბაროთ.საერთოდ არ ვარ მომხრე შემდგარი ვარსკვლავების ყიდვის.
0
№14
ავტორი: Benny
19 მაი 2019 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
სასტავ სკაიზე დაიწერა მარკუსი ხელს არ აწერსო კონტრაქტსო. ხოდა ცენზურა მაშინ ყველა ვისაც მანჩესტერ იუნატედში ოლდ ტრაფორდზე წითელი ეშმაკების მაისურით და ამ ძლევამოსილი მკვდრეთით აღმსდგარ გუნდში თამაშის სურვილი ვისაც არააქვს. ეს ლეგენდარული კლუბია მე მანჩესტერის ფანი ვარ უკვე დიდი ხანია უბრალოდ ძალიან ხშირად ვერ ვახერხებ კომენტარებში აქტიურობას რიგ-რიგი მიზეზების გამო მაგრამ ყოველდღე ვადევნებ საიტს თვალყურს. მევფიქრობ ოლეს იმედი უნდა გვქონდეს თუ ჩვენი სურვილი გრძელვადიანი მწვრთნელის ყოლაა როგორც დიადი სერ ალექს ფერგიუსონი, და დავამატებ რომ უდიდესი სურვილი მაქვს კლუბი არაბებმა შეიძინონ ასემგონია უფრო განსხვავებული გზით წაიყვანენ კლუბს კლუბის დიდებაზე იფიქრებენ არმითხრათ ახლა ფულის კეთებისთვისაა მათი მიზანი ჩვენი კლუბის შეძენა მაგათ ფული თავზე საყრელად ააქვთ და არამგონია მსგავსი ზრახვები ამოძრავებდეთ. გული მეჭყლიტება როცა ვხედავ როგორ დაცემულია მანჩესტერი ცხოველური სურვილი მაქვს ყველაზე შური ვიძიოთ ყველა გუნდზე ვინც კი ოდნავ მაინც არასერიოზულად შეხედა მანჩესტერელებს
0
№15
ავტორი: ikeoni
19 მაი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
არადა მაგრად მოგვიხდებიდა:((

არადა მაგრად მოგვიხდებიდა:((
0
№16
ავტორი: Lalana
19 მაი 2019 23:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Lalana
შევედი Sky Sportის გვერდზე,ვიფიქრე რაიმე სიახლე ხომ არ დაიწერა მანჩესტერთან დაკავშირებით-თქო,მაგრამ რათ გინდა? ყოველი ნიუსი კომპანის ეხება,ერთ მხარეს გაიხედავ კომპანია,მეორე მხარეს გაიხედავ კომპანია,ზემოთ აიხედავ იქაც კომანია და ქვემოთაც ჩაიხედავ მანდაც კომპანია,რა უბედურებაა,სატრანსფერო ბაზარზე ასეთი უიმედო მდგომარეობაა რომ მხოლოდ მაგაზე წერენ?

აუ არ თქვა რა გული შემიწუხდა მთელი დღეა კომპანიზე წერენ მარტო

ეგრე ვარ მეც,დავიტანჯე მაგის სიახლეების გაცნობით.ტერი რომ წავიდა ამხელა გამოხმაურება მაგას არ ქონია :/
0
№17
ავტორი: Lolasha
20 მაი 2019 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ციტატა: The red devi11
დანიელ ჯეიმაი მცველია და ამას ვერანაირად ვერ შეცვლის ასე რომ რავიცი ჭორია უბრალო ყველაფერი 98% რაც იწერება არის ჭორი და მხოლოდ 2 % მართლდება ხოლმე


ვიდეოებს ვუყურე და ძალიან სწრაფია და ეგეთი ფეხბურთელი გვჭირდება მით უმეტეს ახალგაზრდა და რავი. სანჩო მეც მომწონს. ვნახოთ რა იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top