თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2019, 17:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2501,
კომენტარები: 18
ზაჰა "იუნაიტედში" დაბრუნებას გეგმავს
"კრისტალ პალასმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა მოითხოვა.
ზაჰა
"კრისტალ პალასის" კოტ'დივუარელი ვინგერი ვილფრიდ ზაჰა შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" კვლავ იხილოს, ფეხბურთელს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო სიაში ზაჰაც იმყოფება, თუმცა "არწივებისთვის" ედ ვუდვორდის მენეჯმენტიდან ამ დრომდე არავის მიუმართავს და ვილფრიდის შესაძლო ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ განხილვის პროცესშია.

26 წლის ზაჰას მიმართ ინტერესს ასევე გამოხატავენ ლონდონის "არსენალი" და დორტმუნდის "ბორუსია".

აქედან გამომდინარე "სელჰერსთ პარკის" მესვეურები კოტ'დივუარელის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვენ, რომელიც სავარაუდოდ გარკვეული მიზეზებისდა გამო 70 მილიონ ფუნტამდე შემცირდება.
ჭორები
18 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
18 მაი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს თუ მოდის ესეიგი ლუკაკუ მიდის და მარაიალს და რეშფორდს განიხილავენ ფორვარდებათ? 100 არ იქნება 60 თაც კარგად გაყიდიან მაგრამ ლუკაკუზე დაიწერა 50-60 მილონათ უნდათ გაყიდვაო და შიგნით ხო არ ექავებათ?
0
№12
ავტორი: giorgi_mg
19 მაი 2019 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სიტიმ ტრიპლეტიც მოიგო და ვუყუროთ მომდევნო 5-10 წელი როდის ახალი ფერგი გამოჩნდება და გვიშველის

სიტიმ ტრიპლეტიც მოიგო და ვუყუროთ მომდევნო 5-10 წელი როდის ახალი ფერგი გამოჩნდება და გვიშველის
0
№13
ავტორი: ManchesterU
19 მაი 2019 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ამაზე კარგი ვინგერი ვინ გვყავს ერთი რო არ გინდათ ? სწრაფი ტეხნიკური მშვენიერი პასი აქვს ბოლო მომენტში, ფეხზე მყარად დგას, ბურთი ძალიან მაგრად ამოაქვს შეტევაში და კარგი დარტყმა აქვს მეტი ვინგერისგან რას ითხოვთ ? მე მივესალმები ამ ტრანსფერს ოღონდ შემტევ იუნაიტედში და არა დაცვით გუნდში ))) 100 ლიმონი კი გეთანხმებით ძვირია ამ კალიბრის იგროკი ალბათ 60 70 ლიმონი უნდა ღირდეს ამას კარგი შემსრულებელი თავდასხმაში და მახავთ რა შედეგსაც დადებს )))
0
№14
ავტორი: GIOMU
19 მაი 2019 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამ სანტრანსფერო ფანჯარაზე ვფიქრობ ვუდვორდის ბედიც გადაწყდება, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად იაქტიურებს და კარგ ტრანსფერებს გააკეთებს.
0
№15
ავტორი: JuanMata
19 მაი 2019 13:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პალასმა ზაჰა თუ გაყიდა, აღებული ფულის 20% მანჩესტერს ეკუთვნის.
ჰოდა ჩვენ თუ ვიყიდეთ 20%-იანი ფასდაკლება არ გვექნება? wink
0
№16
ავტორი: Lalana
19 მაი 2019 14:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
პალასმა ზაჰა თუ გაყიდა, აღებული ფულის 20% მანჩესტერს ეკუთვნის.
ჰოდა ჩვენ თუ ვიყიდეთ 20%-იანი ფასდაკლება არ გვექნება? wink

ანუ გამოდის რომ თუ ას მილიონს გადავიხდით ოც მილიონს ისინი დაგვიბრუნებენ და გამოვა რომ ოთხმოცის გადახდა მოგვიწევს??

0
№17
ავტორი: JuanMata
19 მაი 2019 17:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
პალასმა ზაჰა თუ გაყიდა, აღებული ფულის 20% მანჩესტერს ეკუთვნის.
ჰოდა ჩვენ თუ ვიყიდეთ 20%-იანი ფასდაკლება არ გვექნება? wink

ანუ გამოდის რომ თუ ას მილიონს გადავიხდით ოც მილიონს ისინი დაგვიბრუნებენ და გამოვა რომ ოთხმოცის გადახდა მოგვიწევს??

ჰო ეგრე გამოდის ალბათ, ტვიტერზე წავიკითხე, არსენალიც ინტერესდება ზაჰათი და 80 მილიონს იხდიანო, აქედან მანჩესტერი 16 მილიონს მიიღებსო.
მაგრამ ისე ზაჰაში 80 მილიონიც ძაან ბევრია. კარგი ფეხბურთელია, დაუღალავად დარბის წინ და უკან და გვჭირდება ეგეთი მოთამაშეები, მაგრამ ძაან გაწელილი თანხაა.
0
№18
ავტორი: Lalana
19 მაი 2019 17:55

გეთანხმები,ის დონე ნამდვილად არ არის რომ ამაში 100-80 მილიონი გადაიხადოს გუნდმა.მშვენიერი შემტევია,ბევრ მატჩში თვითონვე გაუთრევია კრისტალპალასი,მაგრამ როგორც ადრე ავღნიშნე გრინზმანის გამოსასყიდი თანხაა 120 მილიონი და ამისთვის 100ის მიცემა სიგიჟეა და მეტი არაფერი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top