თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" ორმაგი სამიზნე ლონდონში
სოლსკიაერი განაპირა მცველების შეძენას ითხოვს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასიდან" ორმაგი ტრანსფერის გაკეთებას აპირებს.

ოლე გუნარ სოლსკიაერს დაცვის ორივე ფლანგის გაძლიერება სურს აარონ ვან-ბისაკასა და პატრიკ ვან აანჰოლტის საშუალებით.

21 წლის ვან-ბისაკა გრანდების სამიზნეთა სიაშია, მაგრამ "არწივებს" პერსპექტიული ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ.

ანტონიო ვალენსიას წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" ეშლი იანგის გრძელვადიან შემცვლელს ეძებენ და მიუხედავად იმისა, რომ შარშან კლუბში დიოგო დალო გადავიდა, "იუნაიტედი" ვან-ბისაკას ტრანსფერში ფულის დახარჯვას არ მოერიდება.

"იუნაიტედის" ინტერესი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელისადმი საკამათო არ არის, მაგრამ ვან აანჰოლტის მიმართა გამოხატული სურვილი მცირე გაუგებრობას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკ შოუს კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, სოლსკიაერი უფრო გამოცდილი ფეხბურთელის ყოლას ამჯობინებს შემადგენლობაში, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე დიდ კონკურენციას გასწევს.

28 წლის ვან აანჰოლტს "სელჰერტს პარკზე" ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. გასულ სეზონში მან 40 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 4 გოლიც გაიტანა.

ვან აანჰოლტის თამაშმა სერია A-ს გრანდების ყურადღებაც მიიპყრო "იუვენტუსისა" და "რომას" სახით, მაგრამ "იუნაიტედი" "არწივების" დუეტის შეძენის უფრო მეტ შანსს ფლობს.

წყარო: thesun
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: nika1983
17 მაი 2019 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
შესაძლებლებიდან ბისაკა ყველაზე კარი ვარია ნტია და შოუს აუცილებლად ჭირდება შემცვლელი მთელი სეზონის განმავლობაში
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 13:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იყიდონ ბარემ მთელი კრისტალ პალასი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top