თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2019, 19:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2043,
კომენტარები: 17
"გულშემატკივრები პოლს კლავენ"
ევრას აზრით, პოგბა "იუნაიტედს" ზაფხულში დატოვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პატრის ევრა ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" დიდ წმენდას ელის. ფრანგი მიიჩნევს, რომ "ოცნების თეატრი" მისმა თანამემამულემ პოლ პოგბამაც უნდა დატოვოს.

"არ მინდა, რომ ბრალი ყველა ფეხბურთელს დავდო, რადგან ვფიქრობ, რომ აქ არიან ფეხბურთელები, რომლებმაც თავადვე არ იციან, თუ რატომ არიან აქ."

"პოგბა დატოვებს კლუბს, რადგან როცა სადმე თამაშობ ამ ყველაფრისა და ადგილის მიმართ სიყვარული უნდა იგრძნო, ყველაფერი უნდა გაწირო ამისთვის, თავდადებული უნდა იყო. თუ პოლი კიდევ ერთი ან რამდენიმე წელი დარჩება, შეიძლება გულშემატკივრებმა შეიყვარონ, რადგან გამოჩნდება, რომ ის ყველაფერს აკეთებს კლუბისთვის."

"არ ვცდილობ პოლის დაცვას, მაგრამ როდესაც ისეთი ინციდენტები ხდება, როგორც გუშინ, ეს ყველაფერი მას კლავს. გულშემატკივრები მას კლავენ."

"ზოგი ფეხბურთელი აქ მხოლოდ ფულისთვისაა და ამას თამამად ვაცხადებ. მათ არაფერს ვერჩი, მაგრამ მაგალითად როცა სანჩესის კონტრაქტი ვნახე გავიფიქრე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე იძირებოდა."

"მას გადასვლა "მანჩესტერ სიტიმაც" შესთავაზა, თუმცა ნაკლები თანხის სანაცვლოდ და უკეთესი ფეხბურთიც შეიძლებოდა ეთამაშა, მაგრამ მან "იუნაიტედი" აირჩია. საერთოდ არ მსიამოვნებს ამის აღიარება, მაგრამ დღეს "სიტი" უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე "იუნაიტედი".

"მართლა გულით მინდა ვიცოდე, თუ რა არის ნამდვილი მიზეზი "იუნაიტედის" არჩევის? არ მითხრათ, რომ მას ბავშვობაში "იუნაიტედი" უყვარდა."

"მას ან ფული უნდოდა, ან ნომერ პირველობა, 7 ნომერი მაისურის მორგება და ვარსკვლავად ქცევა,"
- განაცხადა ევრამ.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
15 მაი 2019 10:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: shotkin
ვეთანხემბი ევრა და ზოგადად ბევრს ვინც პოგბას ირგვლივ საკითხს ამ კუთხით ეხმაურება, იგივე სქოულზს რომელიც ამობს რომ შეიძლება ვინმე არ იყოთ პოგბათი ბოლომდე კმაყოფილი მაგრამ ის ჯერ კიდევ საუკეთესოა პრემიერ ლიგაში მანცესტერის სემადგენლობაში თავისი მაჩვენებლითო კერზოდ 13 გოლი და 6 ასისტი აი ეს შედეგი აქვს თქვენ ცუდ პოგბას და ეს შედეგი მეტია ვიდრე ნებისმიერი მანჩესტერის თავდამსხმელის მაჩვენებალი)))) და ახალ თუ გაყიდეს პოგბა ასეთ დროსო ძაან პიზდეცი იქნებაო და მიდი და არ დაეთანხმო, ბევრია გასაკრიტიკებელი თუგინდათ პოგბაც მარა აქ ამ საიტზე რო ვუყურებდი მატჩის მერე კომენტარებს ყველა მარტო პოლს აჯვავდა და ეგრეა ალბათ ბრიტანეთშიც ეს იმიტორო ყველამ იცით რო ამ სეამდგენლობის ყველაზე ნიჭიერი და ტალანტი ეს კაცია და მეტს მოელით და გასაგებია მარა არ აქვს ხო ნახევარმცველისთვის ცუდი სედეგი ,,ცუდ ჩატარებულ" სეზონში ხოდა ჩემიაზრით ხალხმა მასიურად პოგბა კიარა ეშლი იანგები და ლინგარდებ უნდა აკრიტიკოს და ამ დონის ხალხი ძაან ამაზრზენია იმის ყურება როცა ყველა ჯოხს პოლზე ტეხავნე მერე წავა ეგეც და უყურეთ ლინგარდის გაჭირვებულ მოძრაობებს შეტევაში , აი ძაან ნაგლად რჩება წლიდან წლამდე ეს ლინგარდი აქ და ნერვები მეშლება რო ვერავინ ამჩნევს ამ კაცის არაფრისმომცემობას და უაზროდ გდებას გუნდში და კიდე ბევრის.

ძალიან დიდი საშინელებაა როცა ლინგარდი ყოველ წელს ამ გუნდის ნაწილად განიხილება.ასევე იანგი ვალენსია კონსი სმოლინგი დარმიანი ბაილიც სანჩესი,მაგრამ მაგ ინტერვიუში ევრა სხვა რაღაცაებსაც ამბობს და ორიგინალში ნახე ჯობია.ზემოთ დავწერე ერთი ფრაზა იმ ინტერვიუდან.ჩემი აზრიც დავწერე არანაირად არ უნდა გაუშვა უბრალოდ კონკირენცია უნდა შეუქმნა თუ შედეგი გინდა მიიღო მისგან აბა ასე ისეირნებს სულ არ მობეზრდება.თუ მობეზრდება ისევ ააბუნტებს გუნდს და ტრენერსაც გადაიყოლებს

ხო სურაად არ მინახავს ფეისზე მონაკვეთი ამოაგდო და ვუსმენდი, მეც მაგ აზრზე ვარ რო ცოტა ღირებული ვინც არის გუნდში ადგე და ქაჯურად მოიშორო ეგრე არაა რა უკეთესი მოგყავს მერე რო? ხოდა ჯობია გამსოავალი მონახონ ყველაფრის შველა შეიძლება და მაგის იმედი მაქვს მეტი არაფერი.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2019 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
წარმეტების გასაღები კონკურენციაშია.უნდა დატოვო ისინი ვისი პოტენციალის გამოყენების იმედი გაქვს მაგრამ ჩააყენო კონკურენციაში.ასეა სიტი ასე ყველა გრანდი ვისაც შედეგი აქვს
0
№13
ავტორი: datasta25
15 მაი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: Dato kutaisi
ავტორს მადლობა სიახლისთვის მაგრამ მაგ ინტერვიუში იყო კიდევ სხვა უფრო მთავარი ფრაზები რაც ნათარგმნი არაა.კერძოდ ევრა ამბობს რომ პოგბა მის ირგვლივ მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო ცუდს ხდისო.ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად სრულად ავსებს იმ აზრს რისი განვითარებაც ევრას სურდა ინტერვიუს დროს. ახლა რაც შეეხება პოგბას.უბრალოდ ვერ ვხვდები რა არის მიზეზი რის გამოც თუნდაც მანჩესტერის ფანობას უნდა უნდოდეს მისი აქ დარჩენა?ეს ის პოგბა არ არის მოურინიოს დროს პოზიციის გამო რო წუწუნებდა და საბოლოოდ მთელი გუბდი ააჯანყა?ეს ის პოლო არაა ოლეს მოსვლოდან პირველი თანაშების გარდა ყველაში რო დასეირნობდა?ეს ის პოლი არაა ცენტრში კონტრ შეტევას სულ რომ ანელებდა ელემენტარული მარტივი გადაწყვეტილებების არ მიღების გამო?ეს ის პოლი არაა ძალიან ბევრ თამაშში მის გვერდით მოთამაშე სკოტი ფრედი ერერა რო ჯობდნენ?მის ტალანტში ეჭვი არც არასოდეს შემპარვია მაგრამ ყველა უნდა ვხვდებოდეთ რომ ამ ლიგის ტაიმაუტის გამოყენება უნდათ გუბდში ახალი ფორმაციის ჩამოსაყალიბებლად.კარდიფის ტრენერის ინტერვიუ იყო გუშინ და სწორად თქვა.მოიესის შემდეგ 400 მილიონი ფუბტი დახარჯა გუნდმა და რა შედეგი მიიღოო.ახლა 15 მილიონად ყიდულობენ ჯეიმსს რაც აშკარა ნიშანია რომ გუნდი უბრუნდება იმ პრინციპს რა პრინციპითაც 2013მდე მუშაობდა,ახალგაზრდა ტალანტებით შეკრული გუბდის ჩამოყალიბებაო.ძნელია არ დაეთანხმო.რაც შეეხება იმას მე გავუშვებდი თუ არა პოგბას,მე არ გავუშვებდი.მე მის ადგილას ახალგაზრდა მონდომებულ ტალანტებს მოვიყვანდი და პოლს კონკურენციაში შევიყვანდი.ვაგრძნობინებდი რომ აქ გარანტირებული არაფერი არ აქვს სეირნობის ხარჯზე.იგივეს ვიტყოდი რეშზე და მარსიალზეც

ვერ დაგეთანხმები მეგობარო, პოგბა არ არის ის ტიპი რო დასეირნობდეს, რატო ჩამოყალიბდა ეგ მსოაზრება რო პოლი დასეირნობს ვერ ვხვდები, ეგ კაცია რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ასისტი გააკეთა სეზონში, ყველაზე მეტი მანძილი დაფარა მოედანზე, ყველაზე მეტი ზუსტი ახლო და ზუსტი შორეული პასი გააკეთა, ყველაზე მეტი დრიბლინგი ქონდა და ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, იტოგში არ ვიცი შორიდან როგორ ჩანს ამრა მე პირადად ციფრების მჯერა, ბოლო ბოლო ნახევარმცველს რო მანჩესტერში ყველაზე მეტი გოლი გააქვს ეგეც გვეუბნება არსებულ სიტუაციაზე ძალიან ბევრს, ევრამაც თქვა, მესმის პოგბას რო ყველაზე მეტი ასისტი აქვსო მარა ვუთხარი პოგბას რატო არ ეკითხება ლინგარს რეშს ლუკაკუს და სხვებს იმას რომ ბევრი გოლი ვერ გააქვთო და 100%იანი არის, დღეს პოგბა გუნდში არის მეათასე პრობლემა, პოგბამდე არის უამრავი საკითხი რომელიც ყველაფერში ხელს გვიშლის, და ხელის შემშლელების რიცხვში როგორც ვთქვი, ჩემი აზრით, პოგბა ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება კონკურენციას, ყველას შეუძლება კონკურენცია შეუქმნა, მაგრამ პოგბას კალიბრის მოთამაშეს ვერ შეუქმნი კონკურენციას, ისევე როგორც მესის რონალდუს შეტევაში, ნახევარდაცვაში პოლს მოდრიჩს და სხვებს, დაცვაში ვან დაიკს კულიბალის, კარებში დეხეას ნოიერს ტერ შტეგენს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ფეხბურთელებს და უამრავ სხვას კონკურენციას ვერ შეუქმნი, თუ შეუქმნი იქნება ხელოვნური კონკურენცია, და ხელლოვნური კონკურენცია თავის იდეას კარგავს.
0
№14
ავტორი: qamari
15 მაი 2019 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
პოგბა უდავოდ ნიჭიერია ,მაგრამ ამ ნიჭს ანიავებს .თითქოს არა მოტივირებულია და სხვა საკითხებს უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე გუნდს ,ამიტომ შეელია ესე მარტივად ფერგი .რაც შეეხება მის დაბრუნებას მანიუში ლოგიკით იმიტომ ჰქნა ,რომ დაემტკიცებინა თავისი ნიჭიერება ,ტიტულებით ,ჯერჯერობით ვერ ჰქნა ,ამიტომ მისი წასვლა ,გაქცევად ჩაითვლება ,რაც მის იმიჯს არ წაადგება
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2019 15:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
Datasta25 ძმა ყველაზე მეტი გატანილი გოლი არაა აქ სწორი მაჩველებელი როცა ამ გოლებიდან 6 პენალტია.მე არ ვაკნინებ მის არც ამ სტატისტიკას პენალტსაც გატანა უნდა მაგრამ რაც შეეხება მის თამაშს.თითქმის ყველა კონტრ შეტევაზე რო ორთაბრძოლებში შედის მე და lalana ვამჩნევთ ამას ნეტა?მაშინ როდესაც ფრედი და სკოტი სწრაფად მოძრაობდნენ რამდენიმე თამაშში და სს ცენტრს ამძიმებდა ესეც არ მოგხვდა თვალში?მე ზოგადად პოგბას დამოკიდდბულება არ მომწონს საქმისადმი.უაზროდ დაკარგული ბურთების სტატისტიკა არ ვიცი სად ვნახო თორე მარფო ბოლო თამაშებში იმდენი ქონდა სეზონზე ეყოფა ერთ ფეხბურთელს.პოგბა პრობლემა რატომაა იცი?როდესაც გუნდის ლიდერად იწოდები და როდესაც გეუბნებიან შენს ირგვლივ ვაშენებთ გუნდსო მეტი პასუხისმგებლობა რო გაკისრია უნდა ხვდებოდე
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2019 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალია ნაწილობრივ
0
№17
ავტორი: xabu
15 მაი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: stepno
შემზიზღდა ეს ფულის მონა სანჩესიი :)) ჩვეულებრივი დიმარია 2 ია რაა. არაფრის მაქნისი ბურთის მიღება არ იცის და ნახევარ მილიონს რაში იღებს თვეშიი?? დედა აღარ ყვას მნაჩესტერს და ერერას თქმის არ იყო დრო დაჭირდება კიარაა შეიძლება რამოდენიმე წელი 10 ან მეტი დაჭირდეს რო ამ ჭაობიდან ამოვიდეს მაბნჩესტერი

თვეში ნახევარ მილიონს შენ იღებ თუ კაია :)) 2 მილიონს იღებს თვეში. 500 ათას ფუნტს 1 კვირაში იღებს! :))) მაგის პროჭ დედას რო ცენზურა მე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top