თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2019, 18:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2074,
კომენტარები: 17
სპეციალისტის თქმით გუნდს ტიტულისთვის მომავალი სეზონი ვერ ეყოფა
ოლეს აზრით "იუნაიტედს" მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
სპეციალისტის თქმით გუნდს ტიტულისთვის მომავალი სეზონი ვერ ეყოფა
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ თუ მისი გუნდი მომავალ სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებს ეს იქნება სასწაული, რადგან სპეციალისტის აზრით "იუნაიტედს" წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი სეზონი ვერ ეყოფა.

ნორვეგელი ინგლისურ გრანდს გასული წლის დეკემბრის თვეში ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ კლუბმა დადებითი შედეგების ჩვენება შესამჩნევად გააუმჯობესა თუმცა სეზონის დასასრულს "იუნაიტედმა" უკლო, რის შემდეგაც ოთხეულის საგზური პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე დაკარგა.

გულშემატკივრები ცვლილებებსა და სიახლეებს ელიან. ბევრის აზრით "იუნაიტედს" მომავალი სეზონისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება თუმცა ცნობილია სოლსკიაერის მოსაზრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

"საჭიროა ვიყო გულწრფელი. თუ "იუნაიტედი" მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება ეს იქნება სასწაული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატის საუკეთესო კლუბებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. მომავალ წელს ჩამორჩენის აღმოფხვრას შევეცდებით". - ციტირებს Independent - სოლსკიაერის სიტყვებს.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
12 მაი 2019 00:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
წნეხის მოხსნა უნდათ კიდევ ამათ?მერე შეიძლება წამოწვნენ მოედანზე საერთოდ

მინდორი კია და შეიძლება პიკნიკი მოაწყონ და მწვადები შეწვან ბოდიში მაგათთვის ბარბექიუ
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2019 00:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
წნეხის მოხსნა უნდათ კიდევ ამათ?მერე შეიძლება წამოწვნენ მოედანზე საერთოდ

მინდორი კია და შეიძლება პიკნიკი მოაწყონ და მწვადები შეწვან ბოდიში მაგათთვის ბარბექიუ

არა სხვა რამე ვიგულისხმე, როცა მაღალი მიზნებუსთვის და ტიტულებისთვის ბრძოლის სეზონი გვეგონა შარშანდელი და თუნდაც წლევანდელი, სანამ დაიწყებოდა, კი ვნახეთ რაც მივიღეთ. შემდეგ სეზონში კიდე ერთი შეხედვით არაფერი მოლოდინია და იქნება ყფრო კონცენტრირდნენ და გაუჩნდეთ სურვილი რო გამოიჩინონ თავი ამ ჩვენმა ვითომ ვარსკვლავებმა, ვნახოთ კიდე ვინ შემოემატება გუნდს, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
12 მაი 2019 08:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: SANDROGRIGA

მე ვიხუმრე თორე მიგიხვდი რაც დაწერე ძამიკო.სმაილის მიწერა დამავიწყდა უბრალოდ.
ახლა ყველაზე მაგარი იქნება მეექვსეზე უნდა დავრჩეთ და FA cup მოიგოს უოტფორდმა,ხოდა ვაფშე არანაირ ევროტურნირზე არ ვიქნებით.ასეთ მომგებიან მდგომარეობას უბრალოდ ვერ კნატრებდა კარგი მწვრთნელი და გუნდი.80%ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდებისა საკუთარ ჩემპიონატს იგებს.მეტი არაა ჩემი მტერი მარა იქნება მოინდომონ
0
№14
ავტორი: bziki
12 მაი 2019 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Absurdist tolfasia ro evropaze ver gavidet ise ki gaasworebda
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
12 მაი 2019 11:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
Absurdist tolfasia ro evropaze ver gavidet ise ki gaasworebda

მეც მაგ აზრზე ვარ უოტფორდი სიტის მომგები არაა თორე კო ვარ ღირსი
0
№16
ავტორი: PaLoMo
12 მაი 2019 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: bziki
Absurdist tolfasia ro evropaze ver gavidet ise ki gaasworebda

მეც მაგ აზრზე ვარ უოტფორდი სიტის მომგები არაა თორე კო ვარ ღირსი

გავიდეს ეუროპაზე რაუჭირს? ოღონდ ახალგაზრდებს მიცენ იქ შანსი...გრინვუდი ვონგი,გომესი და ასეთეი ბიჭების გამოსაცდელად მშვენიერი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: JuanMata
12 მაი 2019 13:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

ახლა ყველაზე მაგარი იქნება მეექვსეზე უნდა დავრჩეთ და FA cup მოიგოს უოტფორდმა,ხოდა ვაფშე არანაირ ევროტურნირზე არ ვიქნებით.ასეთ მომგებიან მდგომარეობას უბრალოდ ვერ კნატრებდა კარგი მწვრთნელი და გუნდი.80%ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდებისა საკუთარ ჩემპიონატს იგებს.მეტი არაა ჩემი მტერი მარა იქნება მოინდომონ

მაგ შემთხვევაშიც გავდივართ, ოღონდ შესარჩევის თამაში მოგვიწევს. თუ არ ვცდები wink

წინა კომენტარზე გეთანხმები, რაც დაწერე ოლეზე.
ახლა უკვე ამ გადმოსახედიდან, რომ ვუყურებ პირველ თამაშებს, ტაქტიკა მაშინაც იგივე იყო, სწრაფი დასაწყისი, მაღალი პრესინგი და სწრაფი გოლის გატანა, რის შემდეგაც ვიხევდით უკან და კონტრ-შეტევებზე ვასრულებდით დაწყებულს.

მოულოდნელობის ეფექტმა, ან კიდევ სხვა ფაქტორებმა, მოგვცა იმის საშუალება რომ ეს მატჩები მოგვეგო, დაახლოებით 9-10 თამაშის მერე დაუმუღამეს მანჩესტერს და ოლეს, მისი სუსტი წერტილებიც გამოაჩინეს და გავიჭედეთ.

სწრაფი გოლის გარეშე გვიჭირს თამაშში დარჩენა, კონცენტრაცია იკარგება მალე, თამაშის სცენარი აღარაა, ე.წ. გეგმა ბ.
მე არ მინახავს ოლეს გადაწყობილი თამაში, სადაც თუნდაც მეორე ტაიმში რაღაც გარდატეხა შეიტანა, არ ჩანს ოლე ძლიერი ტაქტიკურ მხარეში, ფეხბურთელებს როგორ გაზრდია ეგ არ ვიცი, მაგრამ აი თამაშის წაკითხვას რაც შეეხება, ძალიან გამოუცდელია მაგ მხრივ.

გამოჩნდება მომავალი სეზონის დასაწყისშივე მანჩესტერი რის თამაშს აპირებს და როგორ, ნუ რა თქმა უნდა 5-6 თამაშით ბედს ვერ გადაწყვეტ, მაგრამ რეალურად უკვე ჩანა ხოლმე ამ თამაშის და ტაქტიკის მაქსიმუმი, რას შეიძლება მიაღწიო.

ბურთის დაცვიდან ამოტანა და პოზიციური შეტევის მაგვარი რაღაც მაინც თუ ვერ დავამუღამეთ, მარტო კონტრშეტევებით და გადააგდე გაეკიდეთი, ვერ ითამაშებ თანამედროვე ფეხბურთში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top