თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2019, 13:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1776,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: მაიკ ფელანი მწრთვნელის ასისტენტის პოზიციაზე დაინიშნა
მაიკ ფელანი კლუბში სამი წლით დარჩება.
ოფიციალურად: მაიკ ფელანი მწრთვნელის ასისტენტის პოზიციაზე დაინიშნა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ოფიციალურ საიტზე მაიკ ფელანი მწრთვნელის ასისტენტის პოზიციაზე დანიშნა. კონტრაქტის მიხედვით მაიკი ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში დარჩება.

"მე ძალიან მიხარია, რომ მწრთვნელის ასისტენტის პოზიციაზე ვბრუნდები. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია 1989 წლიდან და მხოარული ვარ, რომ კლუბში ამდენად მნიშვნელოვან პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას."

"დეკემბერში დაბრუნების დღიდან დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი ოლესთან, მაიკლთან, კიერანთან, მარკსა და ემილიოსთან. ახლა კი ყველა ახალი სეზონის სამზადისში ვართ ჩაბმულები,"
- განაცხადა მაიკ ფელანმა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა ოლე გუნარმაც:

"მაიკი დიდებული პიროვნებაა და მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. დეკემბრიდან მოყოლებული ის ჩემთვის ფასდაუდებელ სამუშაოს წევს. ფეხბურთელებს უდიდეს გამოცდილებას უზიარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კლუბში ძალიან ბევრ ნაყოფიერ წელს დაჰყოფს."

"ძალიან კარგი სამწრთვნელო შტაბი გვყავს და უკვე დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა გამოწვევაზე. ვფიქრობთ შემდეგ სეზონსა და მომავალზე და ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ იყოს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
11 მაი 2019 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დიდი გენიოსი ეს არ მგონია, მაგრამ უფრო პირდაპირი მგონია ვიდრე კერიკი და ოლე, ასეთი ერთი საჭიროა გუნდში. ზოგადად ახლა შეეცდება ფერგის როლის მორგებას, მისი ხასიათის გადატანას და ა.შ. მთავარია ოლესთან როგორ შეეწყობა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top