თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2019, 13:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2039,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" პოგბას ფასი დაადო
"წითლები" 160 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
პოლ პოგბა მზადაა კლუბის დასატოვებლად და ზაფხულში "რეალ მადრიდში" გადასაბარგებლად, მაგრამ ფრანგს, შეიძლება, იმედები გაუცრუვდეს, რადგან "იუნაიტედი" ნახევარცმველში 160 მილიონ ფუნტს ითხოვს, რომლის გადახდასაც "სამეფო კლუბი" არ აპირებს.

"ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ პოლ პოგბამ "რეალ მადრიდში" თამაშის სურვილი გამოთქვა და ოლე გუნარმა მისი დასარჩენად დარწმუნება ვერაფრით ვერ შეძლო.

ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედი" უკვე მეოთხედ დარჩა ოთხეულის მიღმა და ეს იმედები "წითლებმა" "ჰადერსფილდთან" გაუმარჯვებლობის შემდეგ თავადვე გაინადგურეს. იმის გარდა, რომ პოგბას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კარიერული წინსვლის გამო სურს, ფრანგი ვერც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ბონუსს მიიღებს, რაც საერთო ჯამში 1,875 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ პოგბა არ იყიდება, მაგრამ ბოლო დროს დატრიალებული მოვლენებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პოლი კლუბს აუცილებლად დატოვებს. თუმცა თუ "წითლებს" ფრანგის გაყიდვა სურთ, ჯერ გასაყიდი თანხა უნდა შეცვალონ.


წყარო: Telegraph
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
8 მაი 2019 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას ისეთი ფასი დაადეს არავინ არ იყიდის და შემდეგ სეზონში ისევ უმოტივაციო პოგბას სიარული ყურება მოგვიწევს :(((((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top