თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2019, 17:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 11
"რონალდუს დაბრუნება ბრწყინვალე იქნება"
ინგლისელი პორტუგალიელის შეძენას ითხოვს.
ჯესი ლინგარდმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის კრიშტიანო რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას და ძალიან მოხარული იქნება, თუ პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდება.

რონალდუმ "იუნაიტედში" ექვსი წელი გაატარა, რა პერიოდშიც 292 მატჩი ჩაატარა და 118 გოლის გატანაც მოახერხა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის გაძლიერებას ზაფხულში ეცდება. რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა ცოტა არარეალურია, მაგრამ ლინგარდი მაინც იმედოვნებს, რომ მასთან თამაშის შანსი მიეცემა.

"ძალიან მინდა, რომ "იუნაიტედმა" რონალდუ შეიძინოს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში უკვე ბოლო ათწლეულია."

"ის აქ აქამდეც თამაშობდა და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდისთვის ბევრი სარგებლის მომტანი იქნება."

"მე მის ყურებაში გავიზარდე და მახსოვს, თუ რამდენად დაუჯერებელი იყო ის, როგორ ატარებდა "იუნაიტედის" მაისურს, ასე რომ ჩემთვის პირადად საოცარი შეგრძნება იქნებოდა რონალდუსთან თამაში."

რონალდუმ "იუნაიტედი" 2009 წელს დატოვა 80 მილიონი ფუნტის სანაცბლოდ და ესპანური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 450 გოლით.

ამის შემდეგ კი პორტუგალიელი 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "იუვენტუსში" გადაბარგდა, სადაც უკვე 27 გოლი გაიტანა და "ბებერ ქალბატონებს" ტიტულის მოგებაში დაეხმარა.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
3 მაი 2019 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ამისნაირი სჰკვიანი ფეხბურტელები რო გვყავს იმიტოა გუნდი ამ დგესჰი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top