თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2019, 17:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2253,
კომენტარები: 15
კონტეს "იუნაიტედის" გაწრთვნა სურს
ანტონიო კონტემ, შესაძლოა, ოლე გუნარი ჩაანაცვლოს.
კონტეს
ანტონიო კონტეთი "რომა" და "ინტერი" ინტერესდებიან, თუმცა მან პირველ ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დააყენა.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, "ჩელსის" ყოფილ მწრთვნელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება და "იუნაიტედის" ჩაბარება სურს. შეგახსენებთ, რომ კონტე ჯერ კიდევ დაობს "ჩელსის" ხელმძღვანელობასთან კომპენსაციის არასწორად ჩარიცხვის გამო.

თუმცა აღნიშნული დავა მას ხელს არ უშლია და 49 წლის მწრთვნელი მზადაა, რომ უარი უთხრას იტალიელებს და ინგლისში დაბრუნდეს.

"Gazzetta dello Sport"-ის განცხადებით, კონტესთვის "იუნაიტედის" ჩაბარება დიდი გამოწვევაა და ახლა მისი კარიერისთვის მრავალფეროვნების შეძენას სწორედ "წითლების" გაწრთვნით ეცდება.

ოლე გუნარი ბოლო ათ მატჩში ზედიზედ შვიდში დამარცხდა და ამჟამად კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ "წითლებმა" ოთხეულამდე სხვაობა საგრძნობლად შეამცირეს, სავარაუდოდ, ისინი ოთხეულში შესვლას ვერ შეძლებენ.

ოლე გუნარის სეზონის ცუდი დასასრულის გამო, ნორვეგიელის მომავალი კლუბში პრესამ საეჭვოდ აქცია. მის რეალურ შემცვლელად კი ანტონიო კონტე მოიაზრება.


წყარო: Metro.co.uk
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
1 მაი 2019 21:55
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
გუშინ სოლსკიაერს გაუფორმეს 3 წლიანი კონტრაქტი, დღეს კონტეზე წერენ, "იუნაიტედია" თუ საბავშვო ბაღი. შანსი არაა ოლეს გარდა ვინმე იყოს გუნდის მწვრთნელი მინიმუმ მომავალი სეზონის დასრულებამდე. ეს ყველაფერი უბრალოდ პიარის პონტში დაწერილი ჭორებია, ვერ მისდის ბოლო თამაშები მწვრთნელს და პრესასაც მეტი რა უნდა სალაყბო თემა მიეცათ.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
1 მაი 2019 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჭორია დიდი ალბათობით, არამგონია ხელმძღვანელობა კონტეს განიხილავდეს.
0
№13
ავტორი: ikeoni
1 მაი 2019 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
შანსი არაა ამის მოსვლის და არც გვინდა ოლეს უნდა მისცენ ფული და მოვიდნენ იგროკებიიიი..//
0
№14
ავტორი: GIOMU
2 მაი 2019 04:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფუი ეშმაკს, არანაირად!!!!!!!
0
№15
ავტორი: Benny
2 მაი 2019 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
პირველ რიგში ვუდვორდი უნდა მოშორდეს აქაურობას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top