თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2019, 12:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3004,
კომენტარები: 13
ოლე გუნარის მთავარი სამიზნე
ედინსონ კავანის პრემიერ ლიგაში თამაში სურს.
ოლე გუნარის მთავარი სამიზნე
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეთა სიაში პსჟ-ს თავდამსხმელი ედინსონ კავანი მოექცა. როგორც პრესა იტყობინება, "წითლებს" ძალიან სურთ ფორვარდის შეძენა.

ოლე გუნარ სოლსკიაერს სოლიდურ თანხას გამოუყოფენ სატრანსფერო ფანჯარაზე, ნორვეგიელი კი ეცდება რომ მაღალი დონის ფეხბურთელები დაიმატოს. როგორც გაირკვა, ედინსონ კავანი მისი სურვილების სიაში ერთ-ერთი პირველია.

ინტერესი უფრო და უფრო იზრდება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რომელუ ლუკაკუ, დიდი ალბათობით, კლუბს ზაფხულში დატოვებს. "ჩელსისთან" გამართული მატჩის შემდეგ ბელგიელმა განაცხადა, რომ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და ჯერ კიდევ "იუნაიტედშია", მაგრამ სამომავლო გეგმებზე სიჩუმეს ინარჩუნებს.

როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, კავანის ძალიან უნდა პრემიერ ლიგაში თამაში და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ურუგვაელი დიდი ხანია ინტერესდება ინგლისში თამაშით და, შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებასაც განიხილავს.


წყარო: M.E.N.
ჭორები, სატრანსფერო ფანჯარა
13 კომენტარი
№11
ავტორი: nika1983
30 აპრილი 2019 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
კავანი და მოხუცთა თავშესაფარი გახსნან ბარე მ პსჟ-და ნ ბამპეს გარდა არა ვინ არ ღირს მანჩესტერში წამოსაყვანად , ისიც მა ნდვე დარჩება ა ნ რეალში წავა
0
№12
ავტორი: Shota Blues
30 აპრილი 2019 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ოლეს მთავარი სამიზნე ? არა მგონია სულშერი ფიქრებით კავანის დასტრიალებდეს. ყალბ ამბებს თესავენ, რავი მგონი ყველა ესე ფიქრობთ... თუ საბოლოოდ მაინც გადაწყდება კავანის გადმოფორმება საერთოდ არ გამეხარდება, იმედი მაქვს ეს არასდროს მოხდება
0
№13
ავტორი: GIOMU
1 მაი 2019 04:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გუნდს ჭირდება გამოცდილი წამყვანი ლიდერები, ასეთი დღეს არავინ გვყავს, თუმცა ცენტრალური ფორვარდი უკვე ასაკში, სისწრაფეები შენელებული რა ვიცი რა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top