თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 19:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 11
"ისინი ფულს ლაპარაკში იღებენ, მე - თამაშში"
პოლ პოგბას პასუხი როი კინს.
ფრანგი არც თუ ისე კარგ ფორმაშია, რაც კრიტიკოსების ალაპარაკებას იწვევს. ბოლო დროს ის როი კინის ყურადღების ობიექტში მოექცა. პოგბამ "სიტისთან" დამარცხების შემდეგ მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს გულშემატკივრების უპატივცემულობაა, რის გამოსწორებასაც აუცილებლად ეცდება, რაზეც კინმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მისი სიტყვების უკან არაფერი დგას. მე არც კი ვფიქრობ, რომ მას თავად მაინც სჯეროდა ის, რასაც ამბობდა. ის ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის და ეს უდავოა."

პოლ პოგბას განცხადებით, მას ფულს ლაპარაკში არ უხდიან, ასე რომ არაფერზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

"არანაირი პრობლემა არ არსებობს. ისინი ფულს კამერის წინ ლაპარაკში იღებენ. მე მხოლოდ მოედანზე და თამაშზე ვარ კონცენტრირებული. რაც უნდათ ის თქვან, ისინი ამაში იღებენ ფულს. მე ლაპარაკში ფულს არ მიხდიან. მე ფულს მოედანზე სათამაშოდ და ჩემი გუნდისთვის საბრძოლველად მიხდიან. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მეტი არაფრის."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდი სიტუაციაა ყოველ მხრივ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top