თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2019, 14:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 13
გუნდის სიახლეები "ჩელსისთან" მატჩის წინ
დე ხეას ადგილი ძირითადში და სიახლეები ერერასა და მაკტომინეის ტრავმის შესახებ.
გუნდის სიახლეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლეგუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ ანდერ ერერა "ჩელსისთან" მატჩისთვის მზად იქნება.

ესპანელმა აპრილის ყველა მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა "უოტფორდთან" მატჩის დროს მიიღო.

"სეზონის ბოლომდე სამი მატჩი დარჩა და ანდერი დამოუკიდებლად ვარჯიშობდა. ის ძალიან მოტივირებულია."

"სავარაუდოდ, მას კვირას იხილავთ. ვფიქრობ, ის საკმარისად კარგად გრძნობს თავს ამ მატჩისთვის. გარანტიას ვერ გაძლევთ, რადგან წინ ორი დღეა, მაგრამ ბოლო ორი დღე ჩვენთან ერთად ივარჯიშა. ასე რომ შანსები დიდია."


ოლეს ჟურნალისტებმა დავიდ დე ხეას შესახებაც დაუსვეს კითხვები. აინტერესებდათ, ხომ არ აპირებდა ესპანელის ამოგდებას და რომეროთი ჩანაცვლებას, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:

"არა, რა თქმა უნდა, არა. მე ამაზე არც კი მიფიქრია. დავიდს ძალიან ვენდობი და ისიც მენდობა. ის ბოლო ექვსი შვიდი წელია ჩვენს გუნდში საუკეთესოა. უბრალოდ გამაოგნებელია მისი თამაშის ხარისხი, საოცრებებს აკეთებს. ესეთი მომენტები ყველა ფეხბურთელის კარიერის ნაწილია. დავიდი კარგად იქნება, ამაზე არ იდარდოთ."

"რაც შეეხება სკოტს, მან ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა. დღეს კიდევ ერთი დღე აქვს და ვნახოთ, როგორ იქნება. სავარაუდოდ, კვირას ისიც დაგვიბრუბდება,"
- განაცხადა სოლსკიერმა.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: datasta25
27 აპრილი 2019 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: stepno
გამორიცხულია როდესმე მილანი დაგვემართოს :)) მილიარდებს დახარჯავენ და ეგრე არ დაეცემა მანჩესტერი არ არსებობს

რაღაც ვეღარ ვატყობ გლეიზერებს დიდ სურვილს
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2019 02:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერერა უნდა დატოვონ, არ შეიძლება ასე უბრალოდ მაგის გაშვება.
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
27 აპრილი 2019 02:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ძალიანაც ნუ იჯავრებთ დეხეა რეში და პოგბას წასვლას,თუ რათქმაუნდა შესაბამისად ენერგიულ და მშრომელ ახალგაზრდებს მოიყვანენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top