თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2019, 18:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 12
პოლ მერსონის პროგნოზი
პრემიერ ლიგის 35-ე ტური.
პოლ მერსონის პროგნოზი
ხვალ "ოლდ ტრაფორდი" ხმაურიან მეზობლებს უმასპინძლებს. პოლ მერსონის აზრით, ეს შეხვედრა "წითლების" დამარცხებით დასრულდება, თანაც "სიტი" "ეშმაკების" დამარცხებას დიდი ანგარიშით შეძლებს.

"ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ სიტის" ბედი ხვალ წყდება და ისინი აქ ლიგას მარტივად მოიგებენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები, უბრალოდ, საკმარისად კარგები არ არიან. "ევერტონთან" საშინელი მატჩი ჩაატარეს და ფეხბურთელებს თავიანთი თავის უნდა რცხვენოდეთ."

"ამ კვირაში ბევრი მუშაობა მოუწევთ, რაც მაინც მგონია, რომ საკმარისი ვერ იქნება, მაგრამ ეს მაინც უნდა გააკეთონ. "ევერტონთან" ასეთი დამარცხება გამაოგნებელი იყო. მათთვის პატივი უნდა იყოს ასეთი კლუბისთვის თამაში, რასაც მე ვერ ვხედავ."

"სიტის" ცოტა ნერვები მოეშლება, რადგან "იუნაიტედი" ავტობუსს დააყენებს. მათ მინიმუმ ორი გოლის გატანა მოუწევთ, რათა "იუნაიტედმა" ბოლო წამებზე არ გადაუწყვიტოს მატჩის ბედი."

"თუ "სიტი" ამ მატჩის მოგებას შეძლებს, ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ ვინ მოახერხებს მათ შეჩერებას. და თუ მათ ამ შემადგენლობით "იუნაიტედის" შემდეგ დარჩენილი სამი მატჩის მოგება ვერ შეძლეს, მაშინ არც ტიტულს იმსახურებენ."

პოლის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-4 "მანჩესტერ სიტი".


წყარო: SkySports
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
24 აპრილი 2019 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
metis girsebi vart ragundi miyavt dagnartze
0
№12
ავტორი: levionok
24 აპრილი 2019 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
თავიდანვე მიდიოდა აქ ლაპარაკი სიტის რო მივცეთ და ვერ გავალთ ლიგაზე და ასე შემდეგ ამასობაში წავედით ვულვზთან ამოვყირავდით უცებ წავედით და ევერტონტან ჩავიჩეხეთ თურმე ყოფილა სესაძლებელი ერთიც და მეორეც? ყოფილა მაგრამ ამათ ცენზურას განზრევა არ უნდათ 8 კმ ით მეტი ირბინა გუნდმა რომელიც თავიდანვე წინ გავიდა ხალხო 8 კილომეტრი 80 სტადიონით მეტი გაირბინეს ეს სირცხვილია მანჩესტერი კი არა ხხვრის ფარა იყო გამოსული ცხვარი მეტს გადის 90 წუთში ვიდრე ამათმა გაიარეს,ხო გაიარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! დღეს კი სიტიზე მინიმუმ 5-7 კმ ით მეტი უნდა ირბინონ სავარაუდოდ იმაზე 15 კილომეტრით მეტი ვიდრე ეს ევერტონთან იყო, ახლა რა ვიფიქროთ ნამუსის ააკითხია? შეეძლოთ და არ ირბინეს? თუ უბრალოდ არ შეეძლოთ? აი ეს მაინტერესებს მე თუ შეეძლოთ და არ ირბინეს უთქმელად ყველა გასაყრელია და აკადებია გახდეს პირველი გუნდი თუნდაც გავარდეს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top