თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2019, 13:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2587,
კომენტარები: 22
"იუნაიტედი" გასაყიდი ფეხბურთელების სიას აფართოებს
ბელგიელი, "მანჩესტერული" კარიერის დასასრულის წინაშე დგას.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" უჩვეულოდ ცხელი იქნება. კლუბი ტრნსფერზე ერთდროულად რამოდენიმე ფეხბურთელის დაყენებას გეგმავს.

გუნდის მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ცვლილებების შესახებ თავად დაანონსა. ფაქტი ერთია, ინგლისური გრანდის შემადგენლობა გადახალისებას აუცილებლად საჭიროებს.

ანტონიო ვალენსია, მარკოს როხო, მატეო დარმიანი, ხუან მატა, ანდერ ერარა - ეს იმ ფხბურთელების სახელები და გვარებია, რომლებიც დიდი ალბათობით "წითელი ეშმაკების" ღირსებას მომავალი სეზონიდან ვეღარ დაიცავენ, გლეიზერების კლუბს აღნიშნული ფეხბურთელების გასხვისება გადაწყვეტილი აქვთ.

The Telegraph - ის ცნობით, "წითლების" სტაფში კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, "იუნაიტედი" ტრანსფერზე, ცენტრალურ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუსაც დააყენებს.

25 წლის შემტევით არაერთი კლუბი ინტერესდება. ლუკაკუს გადაბირებას მიუნჰენის "ბაიერნი", ფრანგული პსჟ და ლუჩიანო სპალეტის "ინტერი" შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის 29 შეხვედრაში ლუკაკუმ მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო.


უნდა გაყიდოს თუ არა კლუბმა ლუკაკუ?

დიახ
არა

ჭორები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
20 აპრილი 2019 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: Svani
შენთვის ხეა ჩემო მეგობარო, ჩემთვის არა.

მარტო ჩემთვისაც არ ყოფილა
აეხილათ თვალები გუნდში და გაუშვებენ წელს სავარაუდოთ დ
0
№12
ავტორი: datasta25
20 აპრილი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ოლეზე იყო ლარაპაკი და იტოგში, თუ ოლე აპირებს ახალიფ ერგიუსონი იყოს ეგ ნიშნავს იმას რომ გუნდი დაიღუპებამ, ეს არარის ფერგის დრო, სხვა ფეხბურთია, სხვა რამ არის საჭირო, ეგ რო ცოდნოდა ფერგის რაც საჭირო იყო მეტ ჩლიგას დადებდა მარა ეხა მაგის დრო არარის, მთავარია ოლე მიხვდეს რო სხვა მწვრთნელია თვითონ და თავისი გზა აქვს, ბრიტანელების მოყვანა გუნდში და მანჩესტერის დნმ და ეგეთი თეორიების ადგილი აღარ არის, ყველა რაღაც მიზნისთვის თამაშობს და არცერთი გუნდისთვის არცერთი ფეხბურთელი თავს არიკლავს.

ლუკაკუს რაც შეეხება, გაყიდეთ რეში 100 მილიონად, დააყენეთ ცენტრში ლუკაკუ, ფლანგებზე ნორმალური ხალხი მოუყვანეთ და ლუკაკუ იქნება ლიგის ბომბარდირი. არ ვიცი მე ძაან მომწონს ეს კაცი, ძალიან მაგარი ფინიშერია, ეს წაგებები დიდი ხნით ადრე დაიწყებოდა ლუკაკუ როარ ყოფილიყო, 2-3 თამაში თვითონ მოიგონა და ისეთი გოლები გაიტანა და გადაგვარჩინა ქულების დაკარგვას, პსჟ-სთან ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც ბარსასთან, განსხვავება ისიყო რო ლუკაკუმ შეცდომები გამოიყენა, რეშმა ვერა.
0
№13
ავტორი: giorgi_mg
20 აპრილი 2019 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არ არის ეს კაცი გასაშვები, სტული უნდა შეცვალოს გუნდმა, ბურთის დამჭერები და პასის მიმცემებია მოსაყვანი და შედეგწბიც ავტომატურად მოვა.
100 ლიმონის გადახდა კულიბალიში მაგიტომ მიმაჩნია არასწორად რომ შემტევებია მოსაყვანი, თორე ჩვენი მველების იმედად ნამდვილად არ ვარ და რათქმაუნდა კულიბალი ორი თავით აღემატება ყველა მცველს ვინც გვყავს. საჭიროა ეგ თანხები დაიხარჯოს ბურთის დამჭერ და ჭკვიან ფეხბურთელებში.

ციტატა: datasta25
ოლეზე იყო ლარაპაკი და იტოგში, თუ ოლე აპირებს ახალიფ ერგიუსონი იყოს ეგ ნიშნავს იმას რომ გუნდი დაიღუპებამ, ეს არარის ფერგის დრო, სხვა ფეხბურთია, სხვა რამ არის საჭირო, ეგ რო ცოდნოდა ფერგის რაც საჭირო იყო მეტ ჩლიგას დადებდა მარა ეხა მაგის დრო არარის, მთავარია ოლე მიხვდეს რო სხვა მწვრთნელია თვითონ და თავისი გზა აქვს, ბრიტანელების მოყვანა გუნდში და მანჩესტერის დნმ და ეგეთი თეორიების ადგილი აღარ არის, ყველა რაღაც მიზნისთვის თამაშობს და არცერთი გუნდისთვის არცერთი ფეხბურთელი თავს არიკლავს.

ლუკაკუს რაც შეეხება, გაყიდეთ რეში 100 მილიონად, დააყენეთ ცენტრში ლუკაკუ, ფლანგებზე ნორმალური ხალხი მოუყვანეთ და ლუკაკუ იქნება ლიგის ბომბარდირი. არ ვიცი მე ძაან მომწონს ეს კაცი, ძალიან მაგარი ფინიშერია, ეს წაგებები დიდი ხნით ადრე დაიწყებოდა ლუკაკუ როარ ყოფილიყო, 2-3 თამაში თვითონ მოიგონა და ისეთი გოლები გაიტანა და გადაგვარჩინა ქულების დაკარგვას, პსჟ-სთან ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც ბარსასთან, განსხვავება ისიყო რო ლუკაკუმ შეცდომები გამოიყენა, რეშმა ვერა.

100% დავამატებ რომ თუ მხოლოდ ის თანხა იხარჯება რაც ითქვა მცველს შემტევი ჯობია, მაგრამ ტუ გაყიდულიდან შემოსულს უმატებენ მაშინ მცველსაც თუ იყიდიან მით უკეთესი
0
№14
ავტორი: 100%Red
20 აპრილი 2019 16:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ბერნარდო სილვა რა კლასნია, რამდენი ბურთი მიიღო იმდენი მოაქიაქა ტოტეს მარცხენა ფლანგი
მაგარი ტექნიკურია
0
№15
ავტორი: MANCHESTERA99
20 აპრილი 2019 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
გაყიდვაზე გეთანხმები მაგრამ დანარჩენში არააა!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
№16
ავტორი: stepno
20 აპრილი 2019 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე მგონია ლუკაკუმ თავისი თამაში ვერ აჩვენაა რადგან არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები გუნდში რომლებიც დაეხმარებოდნენ ლუკაკუს. მოკლედ გასაყიდი არაა ცენტრალური დავდამხმელის კვალობაზე ძალიან სწრაფია და მაგარ ჯანზეა და რავიციი როგორ ვერ უნდა გამოვიყენოთ ეს კაციი. სხვა ყველა კლუბი გამოიყენებდა ალბათ ვიღაცამ მაგრად დაგვთარსა რაა
0
№17
ავტორი: Since1999
20 აპრილი 2019 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ხო ლუკაკუ გაყიდეთ და ზეუნიჭო იანგი ლინგარდი დატოვეთ. ჩემის აზრით თუ რეფორმაზეა საუბარი, პირველ რიგში ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა საერთოდ და ამის შემდეგ დაიწყონ მოქმედებები. გუნდიდან გასაშვები გვარების ჩამოთვლა უფრო შორს წაგვიყვანს, ვიდრე დასარჩენი ფეხბურთელების. ოლეს ვგულშემატკივრობ მთელი გულით, მაგრამ სუსტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმედია ვცდები, დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ნამდვილად თვალში საცემია, სულ აკადემიის მოთამაშეებზე აკეთებს აქცენტს, ეს კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბებული გაქვს. ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არაა, სულ ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვდივართ. საბოლოოდ ვიტყვი, რომ რომელუ არ უნდა გაიყიდოს.
0
№18
ავტორი: Lolasha
20 აპრილი 2019 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ლუკაკუც დატოვონ და ლუკა იოვიჩი იყიდონ... და რას ვერ ვხვდები იცით? 4-4-2 ტაქტიკით რატო არ ათამაშებს სოლკიაერი გუნდს... მით უმეტეს ფერგისთან ამდენი წელი თამაშობდა. საუკეთესო ტაქტიკაა მანჩესტერისთვის. წესიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ნადირობა მიდის ჩვენ კიდე ეშლი იანგის იმედზე ვართ. ნდომბელე იყიდონ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. კარგი მარჯვენა მცველი, თუნდაც ჯიბრილ სიდიბე, უბრალოდ ტრამვიანია. დავიდ ნერეშის თამაში ყოველთვის მომწონდა გადახედეთ მაგის წინა წლის ჰაილაითებს საოცრებებს აკეთებდა. რას აკეთებენ სკაუტები ვერ ვხვდები ვის აკვირდებიან საერთოდ. იყიდონ კულიბალი, დე ლიხტი 2 წლის წინ ევროპის ლიგის ფინალში დარინავდა - რატო არ ვიყიდეთ მაშინ სანამ მთელი მსოფლიო გაიგებდა ვინ იყო. ვან დე ბეეკი იყიდონ ძალიან მაგარი ბიჭია, ზიეჩიც ასევე. ლინდელოფმა რომ ითამაშოს მარჯვენა მცველად უკეთესია მემგონი ბარსელონასთან არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება... ძაან ბევრ თემას შევეხე და ძაან ავირიე მაგრამ იმედი მაქვს ხვდებით რისი თქმაც მინდა
0
№19
ავტორი: mishiko1
20 აპრილი 2019 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ლუკაკუ მძიმე ფორვარდია საჯარიმოს თავდამსხმელია გაყიდვას რომ ფიქრობენ ჯერ უკეთესი მოიყვანონ ვინმე, ერთერთ საიტზე ამოვიკითხე ინტერი ლუკაკუზე შემოთავაზებას აპირებს გაცვლა იკარდიში ან 85 მილიონი ევრო, ასევე რაშფირდში ბარსა 100 მილიონს იხდის, ჩემი აზრით ლუკაკუს გაშვებას რაშფორდის გაშვება სჯობია მაინც მგონია დიდხანს გუნდში გამჩერებელი არაა ბარსასკენ უჭირავს თვალი, ახალი გუნდია გასაკეთებელი და დიდი თანხა დასახარჯი უფულოდ გინდი არ კრთდება.
0
№20
21 აპრილი 2019 00:39
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ლუკაკუ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც მომენტს თვითონ ვერ შექმნის. არ არის ეს კაცი შემოქმედი და რა გავაკეთოთ ახლა, ზატო მიეცი პასი და 10 მომენტიდან 9-ს შეასრულებს. ბელგიაში რასაც აკეთებს მაგის ნახევარს ვერ აკეთებს იუნაიტედში და ეგ იმიტომ რომ მომენტის შემქმნელი არ არის არავინ, თორემ თუ შეუქმნი და პასს მისცემ, ეს უეჭველი გამოიყენებს.

მომენტი და დაღეჭვაც არ არის საჭირო, ელემენტარული რომ მეორე სართულზე ჩაუწოდო ძაან ხიფათი შეიქმნება ნებისმიერ კართან. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ჩვენ ეშლი იანგები და ლინგარდები გვყავს, რომლებმაც ჩაწოდება და პასის გაკეთებაც არ იციან, თორემ ბელგიაში სახეს იძრობს ლუკაკუ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top