თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2019, 19:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 12
"თუ ჩვენს სტილში ვითამაშებთ გამარჯვებას შევძლებთ"
ჯესი ლინგარდი მატჩის წინ.
ისევე როგორც ყველა, ჯესი ლინგარდიც რთულ მატჩს ელის "ევერტონის" წინააღმდეგ. ორივე გუნდი რაღაცისთვის იბრძვის, ერთი ჩემპიონთა ლიგის ზონაზე, ხოლო მეორე ევროპის ლიგის ზონაზე მოსახვედრად.

"ვფიქრობ, რომ რთული მატჩი გველის წინ. ორივე გუნდი რაღაცისთვის იბრძვის და დრო ძალიან ცოტაა. ეს მატჩი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის."

"მათ ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ საოცარი შედეგები აჩვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ რთული მატჩი გველის. მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი დონის შესაბამისად ვითამაშებთ, მაშინ გამარჯვებას შევძლებთ."

"მახსოვს ჩემი ბოლო ვიზიტი მათთან, რომელიც ბრწყინვალე გოლით დავასრულე. მახსოვს ის მომენტი, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. იმედია, რომ შაბათ-კვირას იგივეს გამეორებას შევძლებთ."

"ევერტონთან" მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. "გუდისონ პარკი" საოცარი ადგილია, საოცარი ატმოსფეროთი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან. ისინი, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან გვჭირდებიან."


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
21 აპრილი 2019 00:54
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ხო, შენს იმედად ვართ ზუსტად wink :დდდ მატიჩი როგორ დაბრუნდება ეგ მაინტერესებს, ლინგარდი კიდე ამდენს რო ბლატაობს ჯერ ვაფშე სასტარტოში იქნება, ზამენიდან ყურება არ მოუწიოს.
0
№12
ავტორი: Rezimanutd
23 აპრილი 2019 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
აუ გააჯმეინეთ ამ ქვეშაფსია ვაჟიშვილს :დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top