თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 18:44
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 11
იანგი: 'სწრაფი გოლი რომ გაგვეტანა, არავინ იცის რა მოხდებოდა"
ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ.
იანგი: 'სწრაფი გოლი რომ გაგვეტანა, არავინ იცის რა მოხდებოდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ეშლი იანგმა კატალონიის "ბარსელონასთან" გამართული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქე გუნდმა აშკარად უკეთესი თამაში აჩვენა.

"მატჩი მშვენივრად დავიწყეთ და 10-15 წუთი ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. სწრაფი გოლის გატანის შანსი გვქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. თუ "ბარსელონასთან" 2 ან 3 კარგ მომენტს შექმნი, მათ კი გოლად არ გარდასახავ, ლოგიკურია ყველაფერი გართულდება."

"სწრაფი გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლებელია თამაში რადიკალურად სხვაგვარად წარმართულიყო. სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ, რის გამოც შემდეგ ეტაპზე "იუანიტედის" ნაცვლად კატალონიელები გავიდნენ."

"დიახ, რათქმაუნდა ვაღიარებ, "ბარსელონამ" დომინირება მოახერხა და ისინი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. როდესაც პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ორ ბურთს გაგიტანენ, შემდეგ ძალიან რთულდება მატჩის შემობრუნება. მაგრამ, სწრაფი გოლი რომ გაგვეტანა, არავინ იცის რა მოხდებოდა..."
, - განაცხადა ეშლი იანგმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MUTD13
18 აპრილი 2019 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
სანამ ეს გვეყოლება კაპიტანი თან :D
მერე ჯონსი,მატიჩი,ლინგარდი,სმოლინ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top