მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელ ნახევარმცველს საულ ნიგესს, ახალი გამოწვევების მიღება და კლუბის დატოვება სურს. სავარაუდოდ, ფეხბურთელი, მის ამჟამინდელ კლუბს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ტრანსფერზე დაყენების სურვილის შესახებ აცნობებს.
24 წლის ესპანელი, ისეთი კლუბების სატრანსფერო სიებშია როგორებიცაა: კატალონიის "ბარსელონა", ინგლისური "მანჩესტერ სიტი" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი".
ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდში, მომავალი სეზონიდან ახალი სახეები აუცილებლად იქნება, სიახლეები ნახევარდაცვის ხაზსაც შეეხება, საულ ნიგესი კი "წითელი ეშმაკების" აზრით ერთ ერთი შესანიშნავი კანდიდატურაა.
დიეგო სიმონეს, ნახევარმცველის გუნდიდან გაშვება არ სურს, თუმცა მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღბა სურს. ეს ის თანხაა რომლის სანაცვლოდაც, "ინდიელები" ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლის უფლებას მისცემენ.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.