თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 14:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4598,
კომენტარები: 36
მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის ინფორმაცია.
მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა"


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/4 ფინალი, 1-ლი მატჩი
თარიღი: ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019 წელი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა


მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვალენსია, დარმიანი, სანჩესი, ბაიი
დისკვალიფიკაცია: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: ერერა, მატიჩი, შოუ, ვალენსია, იანგი
კითხვისნიშნისქვეშ: რეშფორდი, ერერა
განაცხადი:



მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა

"ბარსელონა"

ტრავმირებულები: რაფინია
დისკვალიფიკაცია: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: სემედუ, ბუსკეტსი
კითხვისნიშნისქვეშ: დემბელე
განაცხადი: ტერ-შტეგენი, სილესენი, პენია, რობერტო, სემედუ, პიკე, ლენგლე, უმტიტი, ტობიდო, მურილიო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, მელო, ბოატენგი, ვიდალი, ალენია, კოუტინიო, სუარესი, დემბელე, მალკომი, მესი


მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა


დაპირისპირებების ნათელ ისტორიას ახალი მატჩის მოლოდინში ვხვდებით.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამ" 1/8 ფინალური ეტაპი გადალახეს და თითქმის რვა წლის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს უეფა-ს ტურნირზე.

კატალონიელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს 2009 და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი წინა ორივე ორმატჩიანი დუელის მოგებაა.

1/8 ფინალში "იუნაიტედმა" სახარბიელო სიმტკიცე გამოავლინა. 2013 წლის შემდეგ გუნდი პირველად გავიდა მეოთხედფინალში მიუხედავად იმისა, რომ საშინაო მატჩი "პარი სენ-ჟერმენთან" ორბურთიანი სხვაობით წააგო. "ბარსელონამ" კი "ლიონის" ბარიერი გადალახა და მეოთხედფინალში ზედიზედ მე-12-ჯერ გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, წინა სამი სეზონის განმავლობაში "ბარსა" სწორედ ამ ეტაპზე ემშვიდობებოდა ტურნირს.

მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა



წინა შეხვედრები



გუნდები ერთმანეთს ევროტურნირებზე სულ 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. "იუნაიტედმა" სამი გამარჯვება მოიპოვა, "ბარსელონამ" - ოთხი. ბოლო ორი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და ორივე მათგანი კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა.

2009 წელს გადამწყვეტ მატჩში რომში გამარჯვების გოლები სამუელ ეტო'ომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. 2011 წლის ფინალში კი პედრო როდრიგესმა, მესიმ და დავიდ ვილიამ. "იუნაიტედის" მხრიდან თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა.

"ბარსელონას" შემადგენლობაში ორივე ფინალში თამაშობდნენ მესი, პიკე და ბუსკეტსი. "იუნაიტედის" მხრიდან კი პირველივე წუთებიდან ჩაერთო თამაშში ახლანდელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მაიკლ კერიკი. 2011 წელს ინგლისელთა რიგებში ასევე ირიცხებოდა ანტონიო ვალენსია, ხოლო კრის სმოლინგი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.

"იუნაიტედმა" "ბარსელონა" 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხა. ორ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა და ის პოლ სქოულზის ანგარიშზეა. ნახევარმველმა მეტოქის კარი "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ საპასუხო მატჩში აიღო. "კამპ ნოუზე" ჩატარებულ პირველ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გამოიყენა.

"ბარსელონას" წინააღმდეგ "იუნაიტედის" წაუგებელი სერია საშინაო არენაზე 4 მატჩს ითვლის (2მ, 2ფ). მანამდე "იუნაიტედმა" 1983/84 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში დაამარცხა "ბარსელონა", როცა კატალონიაში 0:2 წაგებულ მატჩში მანჩესტერში 3:0 გამარჯვება მოჰყვა.

"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი მარცხი სწორედ "ბარსელონასთან" აქვს განცდილი. "ბლაუგრანამ" მანჩესტერელებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა 1994/95 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე.

"იუნაიტედმა" "ბარსა" 1991 წელს როტერდამში, თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა. "კატალონიელთა ყოფილმა ფორვარდმა, მარკ ჰიუზმა ორი გაუტანა თავის ყოფილ გუნდს და "იუნაიტედმა" 2:1 იმარჯვა.


მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა


ფაქტები გუნდების შესახებ


მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედის" სტატისტიკა ტურნირის მეოთხედფინალში: მ12 წ6

2013/14 წ "ბაიერნი" 2:4 (1:1ს, 1:3გ)

2010/11 მ "ჩელსი" 3:1 (1:0გ, 2:1ს)

2009/10 წ "ბაიერნი" 4:4, (1:2გ, 3:2ს)

2008/09 მ "პორტუ" 3:2 (2:2ს, 1:0გ)

2007/08 მ "რომა" 3:0 (2:0გ, 1:0ს)

2006/07 მ "რომა" 8:3 (1:2გ, 7:1ს)

2002/03 წ "რეალი" 5:6 (1:3გ, 4:3ს)

2001/02 მ "დეპორტივო" 5:2 (2:0გ, 3:2ს)

2000/01 წ "ბაიერნი" 1:3 (0:1ს, 1:2გ)

1999/00 წ "რეალი" 2:3 (0:0გ, 2:3ს)

1998/99 მ "ინტერნაციონალე" 3:1 (2:0ს, 1:1გ)

1997/98 წ "მონაკო" 1:1, (0:0გ, 1:1ს)

1996/97 მ "პორტუ" 4:0 (4:0ს, 0:0გ)

1968/69 მ "რაპიდი" 3:0 (3:0ს, 0:0გ)

1967/68 მ "გურნიკი" 2:1 (2:0ს, 0:1გ)

1965/66 მ "ბენფიკა" 8:3 (3:2ს, 5:1გ)

1957/58 მ "ცრვენა ზვეზდა" 5:4 (2:1ს, 3:3გ)

1956/57 მ "ატლეტიკი" 6:5 (3:5გ, 3:0ს)

ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში "იუნაიტედმა" მეოთხედფინალში სულ ცამეტჯერ ითამაშა. მათგან 12 - სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ბოლოს, 2014 წელს, მანჩესტერელები "ბაიერნთან" დამარცხდნენ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობისას.

1/8 ფინალში "იუნაიტედმა" სენსაციური ქამბექი შემოგვთავაზა, რის ხარჯზეც იქცა ერთადერთ გუნდად, რომელმაც სახლში 0:2 წაგების შემდეგ პირველად მოახერხა პლეი-ოფის მომდევნო რაუნდში გასვლა. საპასუხო შეხვედრაში "იუნაიტედმა" "პარი სენ-ჟერმენი" 3:1 დაამარცხა და გასვლაზე გატანილი გოლის წესით მეოთხედფინალში გავიდა.

"წითელი ეშმაკები" მიმდინარე გათამაშებაზე უკვე დაუპირისპირდნენ ესპანურ კლუბებს. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "ვალესინას" ფრე 0-0 ეთამაშეს, ხოლო "მესტალიაზე" მე-6 ტურის შეხვედრა 1:2 წააგეს.

"ვალენსიასთან" მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩების ჩათვლით, "იუნაიტედმა" ესპანური გუნდების წინააღმდეგ გამართულ ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ ორი მოიგო (ფ6, წ7). ბოლო 6 მატჩში კი არცერთხელ არ გაუმარჯვიათ (ფ3, წ3), "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო რვა შეხვედრაში კი მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ (ფ4, წ3).

2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა "იუნაიტედმა" "სევილიასთან" სახლში 1:2 წაგებით დაასრულა 1/8 ფინალურ ეტაპზე. ასე შეწყდა საშინაო არენაზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია ევროტურნირების მასშტაბით. მანამდე "იუნაიტედმა" "რეალთან" გამართული შეხვედრა დათმო 2012/13 წლების სეზონში, როცა 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" 2:1 დამარცხდა.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ8.

მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "იუვენტუსთან" 0:1 წააგო. ამგვარად, "წითლების" საშინაო არენაზე ჩატარებულ ბოლო 5 ევროპულ მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთხელ მოიგო და სამჯერ წააგო. მარუან ფელაინის მიერ "იანგ ბოიზის" კარში შეხვედრის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა "იუნაიტედმა" ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში.

თუმცა, ევროტურნირების მასშტაბით გამართულ ბოლო 28 შეხვედრაში "იუნაიტედი" მხოლოდ ექვსჯერ დამარცხდა (მ17, ფ5). პსჟ-სა და "ვალენსიასთან" "იუნაიტედმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგო, რაც 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.

პსჟ-სთან მატჩამდე ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩემპიონთა ლიგის ბადეში მწვრთნელის რანგში მანამდე არასდროს ყოფილა. "მიოლდესთან" ერთად ნორვეგიელმა რვა მატჩი ჩაატარა კვალიფიკაციაზე: მ3, ფ4, წ1. 2012/13 წლების სეზონში მან თავისი გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სამი წლის შემდეგ კი 1/16 ფინალშიც.

მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა

"ბარსელონა"


"ბარსელონას" სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში: მ14, წ6. ოთხი მარცხი ბოლო 5 გათამაშებაზე მოდის:


2017/18 წ "რომა" 4:4, (4:1ს, 0:3გ)

2016/17 წ "იუვენტუსი" 0:3 (0:3გ, 0:0ს)

2015/16 წ "ატლეტიკო" 2:3 (2:1ს, 0:2გ)

2014/15 მ პსჟ 5:1 (3:1გ, 2:0ს)

2013/14 წ "ატლეტიკო" 1:2 (1:1ს, 0:1გ)

2012/13 მ პსჟ 3:3, (2:2გ, 1:1ს)

2011/12 მ "მილანი" 3:1 (0:0გ, 3:1ს)

2010/11 მ "შახტარი" 6:1 (5:1ს, 1:0გ)

2009/10 მ "არსენალი" 6:3 (2:2გ, 4:1ს)

2008/09 მ "ბავარია" 5:1 (4:0ს, 1:1გ)

2007/08 მ "შალკე" 2:0 (1:0გ, 1:0ს)

2005/06 მ "ბენფიკა" 2:0 (0:0გ, 2:0ს)

2002/03 წ "იუვენტუსი" 2:3 (1:1გ, 1:2ს დ.დ)

2001/02 მ "პანათინაიკოსი" 3:2 (0:1გ, 3:1ს)

1999/00 მ "ჩელსი" 6:4 (1:3გ, 5:1ს დ.დ)

1994/95 წ პსჟ 2:3 (1:1ს, 1:2გ)

1985/86 მ "იუვენტუსი" 2:1 (1:0ს, 1:1გ)

1974/75 მ "ოტვიდაბერგ" 5:0 (2:0ს, 3:0გ)

1960/61 მ "გლადეც-კრალოვე" 5:1 (4:0ს, 1:1გ)

1959/60 მ "ვულვერჰემპტონი" 9:2 (4:0ს, 5:2გ)

შარშან, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რომა" 4:1 დაამარცხა და ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზე იყო, მაგრამ იტალიაში 0:3 წააგო და ზედიზედ მესამედ გავარდა მეოთხედფინალიდან. სამივე ასეთ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ სტუმრად გოლის გატანას.

მიმდინარე სეზონში "ბარსა" უკვე დაუპირისპირდა ინგლისელ მეტოქეს და ორ მატჩში 4 ქულა აიღო. ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონებმა "ტოტენჰემი" ლონდონში 4:2 დაამარცხეს, მეექვსე ტურში კი "კამპ ნოუზე" 1:1 ითამაშეს.

ინგლისურ კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში "ბარსელონა" ერთადერთხელ დამარცხდა. გასული სეზონის გათამაშებაზე "ჩელსი" 1/8 ფინალში საერთო ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

ინგლისურ კლუბებთან ჩატარებული 24 ორმატჩიანი დუელიდან "ბარსამ" 14 მოიგო. ბოლო რვა დაპირისპირებიდან კი მხოლოდ 1 წააგო - 2012 წლის ნახევარფინალი "ჩელსის" წინააღმდეგ.

ზემოთნახსენები მარცხი რომში "ბარსელონასთვის" ერთადერთი წაგებაა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 შეხვედრაში (11მ, 7ფ).

"ბარსელონას" ბოლო 6 გასვლით შეხვედრა არ მოუგია ჩემპიონთა ლიგაზე (ფ2, წ4) და მათში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. ევროტურნირებზე ბოლო გასვლითი გამარჯვება 2015/16 წლების 1/8 ფინალში იქნა მიღწეული "არსენალის" მოედანზე - 2:0.

კავშირი გუნდებს შორის და სხვა


ტურნირზე მეორე ტიტული "იუნაიტედმა" "კამპ ნოუზე" მოიგო. ლეგენდარულ ფინალში "იუნაიტედს" გამარჯვება დამატებულ წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა მოუტანა. გადამწყვეტი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა სოსლკიაერმა გაიტანა.

1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული საშინაო მატჩში სოლსკიაერმა "ბარსელონას" წინააღმდეგ 55 წუთი გაატარა მოედანზე, საპასუხო შეხვედრაში კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ორივე დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

2004-2008 წლებში პიკე "იუნაიტედის" რიგებში თამაშობდა. "ბარსელონაში" დაბრუნებამდე მან 12 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში.

ალექსის სანჩესი 2011-2014 წლებში "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა და 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე გატანილი 39 გოლია. 2012 წელს მან კატალონიელებთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო, მომდევნო წელს კი ჩემპიონატი. 2011 წელს ჩილელი ფორვარდი "ბარსას" უეფა-ს სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)
ანტონიო ვალენსია ("ვილიარეალი" 2005, "რეკრეატივო" 2006)

ინგლისში უთამაშიათ:

ტომას ვერმალენი ("არსენალი" 2009-2014)
კოუტინიო ("ლივერპული" 2013-2018)
ლუის სუარესი ("ლივერპული" 2011-2014)
კევინ-პრინს ბოატენგი ("ტოტენჰემი" 2007-2009, "პორტსმუთი" 2009-2010)

კოუტინიმ "ლივერპულის" შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" წინააღმდეგ და ერთი გოლი გაიტანა (მ3, ფ4, წ2). ეს გოლი ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გაიტანა.

სუარესმა პრემიერ ლიგაში სულ 110 შეხვედრა გამართა და 69 გოლის გატანა მოახერხა. "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ 6 მატჩში ურუგვაელის ანგარიშზე 2 გოლია.

სანაკრებო პარტნიორები:

დე ხეა, ერერა, მატა, სერხი რობერტო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი (ესპანეთი)

პოგბა, მარსიალი, დემბელე, უმტიტი (საფრანგეთი)

ფრედი, პერეირა, მალკომი, რაფინია, არტური, კოუტინიო (ბრაზილია)

რომერო და მესი (არგენტინა)

სანჩესი და ვიდალი (ჩილე)

ლიონელ მესიმ ინგლისურ გუნდებს 30 მატჩში 22 გოლი გაუტანა, მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის გუნდებს.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

02.04.2019. "ვულვერჰემპტონი" 2:1 "მანჩესტერ იუნაიტედი" (ჟოტა 25, სმოლინგი 77 (ავტოგოლი) - მაკტომინეი 13)

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ, დალო (პერეირა 84), პოგბა, ფრედი (ჯონსი 65), ლინგარდი, მატომინეი, იანგი, ლუკაკუ (მარსიალი 73)

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 61 ქულა.

06.04.2019. "ბარსელონა" 2:0 "ატლეტიკო" (სუარესი 85, მესი 86)

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სერხი რობერტო (სემედუ 84), პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (მალკომი 63), მესი, სუარესი, კოუტინიო (ალენია 80).

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 73 ქულა.

მატჩის წინ: იუნაიტედი - ბარსელონა


სხვა
36 კომენტარი
№11
ავტორი: misteryou
10 აპრილი 2019 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მთავარია ბარსას მოკლე პასები და საოცარი ბურთის ფლობა არ მოგვახვიონ თავზე, ხისტი აგრესიული თამაში უნდა ეთამაშონ, ძირითადად ამ მოკლე პასებით და ბურთის დაჭერით გვიგებენ...ასე რომ დღეს ველი ბევრად აგრესიულ ფეხბურთს, მირჩევია ბარათები დარიგდეს ვიდრე აგორავონ ბურთი და ისე წავაგოთ...უნდა ამოვტენოთ და სუარესს რაც შეიძლება ბევრი და გამაყრუებელი სტვენა 95 წუთის განმავლობაში...მიდი მანჩე გაგვახარე გაააოცე კრიტიკოსები და ის ხალხი 20% რომ გონიათ ჩვენი გასვლის....წინ united...
0
№12
10 აპრილი 2019 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 327
სასწრაფო წესით, მესის დრუჟბით უნდა დავახერხოთ ფეხები.
0
№13
ავტორი: LASHQARA
10 აპრილი 2019 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
დღეს ქვესკნელს დატოვებენ ეშმაკები და მოედებიან ყველაფერს ოლტრაფორდზე, სიჩუმე მოედანზე, პოგბას პასი ლუკაკუზე, გლადიატორის გასროლა და ხმაური რომელიც შეძრავს ყველა სულიერს გარშემო... love მე პირადად მაგის მოლოდინი მაქ am
0
№14
ავტორი: gogita1991
10 აპრილი 2019 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: LASHQARA
დღეს ქვესკნელს დატოვებენ ეშმაკები და მოედებიან ყველაფერს ოლტრაფორდზე, სიჩუმე მოედანზე, პოგბას პასი ლუკაკუზე, გლადიატორის გასროლა და ხმაური რომელიც შეძრავს ყველა სულიერს გარშემო... love მე პირადად მაგის მოლოდინი მაქ am

გენაცვალე მაგ სიტყვებისთვის ჩემო ძმაო
0
№15
ავტორი: lasha001
10 აპრილი 2019 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
2-0 vigebt devidi saswaulebs chaidens dges mjera misi mesis shou yavs personalurad gamwesebuli da fexs ar gaaqanebinebs
0
№16
ავტორი: 100%Red
10 აპრილი 2019 19:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აბაა ბიჭებოოოო 4სთ რჩებააა
არ ვიცი რა ვთქვა მთელი დღეა მვერ ვისვენებ)))
იმედია დღეს იღბალი ჩვენს მხარეზე იქნება))
ფერგი არს ჩვენთან, ვიწყებთ am
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
10 აპრილი 2019 21:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
1საათიც
0
№18
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2019 22:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
"ფლეშსკორზე" ეწერა ერერა საეჭვოაო და მატიჩიო, ასევე ტვ-ში იყო ამ წამს ხოდა ხო იქნებიან? ერერაზეა დღეს დამოკიდებული ყველაფერი, მაგან უნდა ზდიოს მესის სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ :(( ხოდა მაგის არყოფნას ჯობია პობგა არ იყოს :(( მთავარია მესი და სუარესი და დალშე უკეთესი გუნდია მანჩესტერი ყველაფრით, დაცვა იმათი მაგარი დირკაა და არცც ბუსკეცი-რაკიტიჩი-ვიდალია ისეთი გაუვალი როგორიც ჩანს.
0
№19
ავტორი: ROI
10 აპრილი 2019 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Midit bichebo dges witlebis zeimiaaaa
0
№20
ავტორი: Chaxrux
10 აპრილი 2019 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Vuyureb da chaans ro sheuliaat roo tavzee daat ynaan burti barsas mara es iangii ra mrudee y l e a gaiyvanos da marsiali shemoiyvanos raaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top