თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2019, 17:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2144,
კომენტარები: 19
"იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება
ფეხბურთელები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდს" დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტ ფეხბურთელს გაუშვებს. როგორც "Sky Sports" იტყობინება, საზაფხულო ტრანსფერებზე "ოლდ ტრაფორდს" ექვსი "ეშმაკი" დატოვებს.

ეს ყველაზე დიდი "წმენდა" იქნება "იუნაიტედში" ვან გაალის საზაფხულო სატრანსფერო პოლიტიკის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა 2015 წლის ზაფხულში ექვსი ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის ანხელ დი მარია, რობინ ვან პერსი და ხავიერ ერნანდესიც.

"Sky Sports"-ის წყაროებზე დაყრდნობით, ანდერ ერერას მომავალი პსჟ-ს უკავშირდება, ხოლო ხუან მატა ესპანეთში ბრუნდება და მის ბედს "ბარსელონას" უკავშირებენ.

რაც შეეხება ალექსის სანჩესს, მან "იუნაიტედში" მოლოდინები ვერ გაამართლა. შეგახსენებთ, რომ ჩილელი "წითლებმა" 2018 წლის იანვარში მხითარიანში გაცვალეს.

ოლე გუნარ სოლსკიაერი საბოლოო განცხადებას სანჩესზე უახლოეს მომავალში გააკეთებს. გარდა ამისა "იუნაიტედს" ზაფხულში დატოვებს ანტონიო ვალენსიაც.

საეჭვოა მარკუს როხოს მომავალიც. არგენტინელმა ბოლო მატჩი "იუნაიტედის" მასიურით ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარა.

რაც შეეხება მათეო დარმიანს, მას სერია A-ში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მის პოზიციაზე კი ეშლი იანგი და დიოგო დალო რჩებიან.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2019 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: 100%Red

მე ჭორი მეგონა, რავი მაგსიდედავატირე ასედა ისეო სულით და გულით მანჩესტერელივარო, ვგიჟდებიოამ კლუბზეო, რანაირად ლაპარაკობდა და ასე უცებ რამოხდა

ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა და დავიტოვოთ ცოტა იმედი
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
4 აპრილი 2019 19:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველა ჩამოთვლილთაგან გასაშვებია და კიდევ ბევრია მისაყოლებელი.ნაღდად ვერ ვხვდები ერერას გაშვების აზრს და მოტივაციას.ერერა მატას უშვებ და პოგბას ეყრდნობი ცოტა არ იყოს მაგარი უაზრობაა.აწი რა პოგბაზე აღარ დაიწერება ვინმეს უნდაო?და რამდენი ამას და მის გასიაბული აგებტს აუდგებათ გუნდმა უნდა ცენზურაას ნეტა?ან ჩამოთვლილთაგან უნეტესი უფასოდ წავა ან ვაფშე ჩენ ფეხებს აიღებს გუნდი და შესაბამისად ყიდვაზე ფეარ პლეის პრინციპებიდან განომდინარე ვერც ვიყიდით ვერავის.ამ დროს რეალურად შეგიძლია პოგბას გაყიდვა სიხარულით გაიქცევა და სადაც მივა იქედანაც გაიქცევა ტიპია ეგეთი აბა რაიოლას კაცი გაიჩერებს აგენტად?ბოლოს მივიღებთ უარესად არეულ გუნდს.ახლა ხო ვართ შემადგენლობით მაგრამ მერე მთლად დაგლიჯავს.მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა
0
№13
ავტორი: qamari
4 აპრილი 2019 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ამ სიას აუცილებლად უნდა დაემატოს ლინგარდი ,თუ პოლგას და დეხეას გადაწყვეტილი აქვთ წასვლა მათი დაკავებაც უაზრობააა
0
№14
ავტორი: VALERI.s
4 აპრილი 2019 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ამ სიას ჯონსს დავუმატებდი აუცილებლად. ერერას გაშვება არ იქნება სწორი საქციელი და არც მგონია წავიდეს სიმართლე რომ გითხრათ. რამდენის დახარჯვის უფლება გვაქვს დაახლოებით? წინა სატრანსფეროზე არავინ გვიყიდია ნორმალური, და გუნდიც გამოიმუშავებს თანხებს. თუ ამ ფეხბურთელებსაც გავყიდით წესით 400 მილიონის ფარგლებში უნდა დაგვახარჯინონ.
0
№15
ავტორი: mishiko1
4 აპრილი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ერერას გაშვება შეცდომა იქნება ყოველთვის გულიანად თამაშობს ზოგიერთებისგან განსხვავებით, არამგონია ვუდვორდმა გუნდში ვარსკვლავები მოიყვანოს, თან იწერება ლიგაზე გაუსვლელობის შემთხვევაში პოგბაც დაგვტოვებს, პირველ რიგში სანჩესი კიარა ვუდვორდია გასაშვები და შემდეგ სანჩესი.
0
№16
ავტორი: Mtiulo
4 აპრილი 2019 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
პოგბაც უნდა წავიდეს.თუ უნდა თამაშობ დათუ არა იმენა ვაგებთ.რით ვერ დაისვენა სანაკრებო პაუზის შემდეგ.იმენა ვულვზთან რო წავაგეთ არაფერი უკეთებია.
ვინც სხვა გუნდზე ოცნებობს უნდა წავიდეს.
აი ერერას კი ერთ 3 წლიან კონტრაქტს ვაჯახებდი .
იმენა შეგნებული ტიპია.
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2019 23:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამდენს რო უავებ, მინიმუმ ამდენივე უნდა მოიყვანო, საინტერესოა როგორი ტრანსფერები გაკეთდებს
0
№18
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 01:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Mtiulo
პოგბაც უნდა წავიდეს.თუ უნდა თამაშობ დათუ არა იმენა ვაგებთ.რით ვერ დაისვენა სანაკრებო პაუზის შემდეგ.იმენა ვულვზთან რო წავაგეთ არაფერი უკეთებია.
ვინც სხვა გუნდზე ოცნებობს უნდა წავიდეს.
აი ერერას კი ერთ 3 წლიან კონტრაქტს ვაჯახებდი .
იმენა შეგნებული ტიპია.

რა პოგბაც უნდა წავედეს? :დდ რეებს ამბობთ ტო დე ხეა წავდიესო პოგბაც წავდიესო ხალხი რო წერთ მე და თქვენ დაგვიმატონ მერე? აეე რაკაია წავიდეს პოგბა წავიდეს დე ხეა მიეცით რაშფორდიც ვინმეს + 6 ფეხბურთლიც ხო მიდის და მერე 1 საზაფხულო ფანჯარაზე 11 მაღალი დონის იგროკს მოიყვანენ კი ზუსტად, რეებს წერთ ტო რა პოგბა წავიდეს :დდდდ ძაან კრიტიკულები ხართ ძაან და ზედმეტად კრიტიკული კუთხიტ უდგებით ჩემი აზრით
0
№19
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2019 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Imedia erera darcheba da choria es
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top