თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2019, 14:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2205,
კომენტარები: 14
"სამი ან ოთხი ბურთის გატანა შეგვეძლო"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები "ვულვზთან" მორიგ მატჩში დამარცხდნენ. "წითლებმა" სამი ქულა ვერ მოიპოვეს და ოთხეულს მიღმა დარჩნენ. "იუნაიტედს" ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხა.

"ეს ერთ-ერთი ისეთი დღე იყო, როცა საკმარისზე მეტი გავაკეთეთ, რათა სამი ან მეტი გოლი გაგვეტანა."

"ძალიან ბევრი კარგი შანსი შევქმენით და მათმა მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა."

"იანგის გასვლის შემდეგ 20-25 წუთში გაიტანეს გოლი. მათ სწორედ ის გააკეთეს, რა უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ სულელური შეცდომები დავუშვით და გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ."

"სკოტს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ისევ ძალიან კარგად ითამაშა. თუ არ ვცდები სამი თუ ოთხ ფანტასტიკური სეივი შემოგვთავაზა. ასე რომ საკმარისი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოებლად, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა. ყოველთვის არ იღებ იმას, რასაც იმსახურებ."

"რა თქმა უნდა, სამი ქულა დავკარგეთ და ვიცით, რომ 15 ქულა გვჭირდება, რათა მეოთხე ადგილზე გავიდეთ."

"ჯერ კიდევ ექვსი მატჩია წინ და საკმარისი დრო გვაქვს ამ 15 ქულის მოსაპოვებლად. ასე რომ ახლა უბრალოდ მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ბრწყინვალე იყო."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 აპრილი 2019 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მოკლედ პესეჟესთან თამაშის მერე ვერა და ვერ დალაგდა გუნდი, აღარც შედეგია აღარც ხარისხი.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
3 აპრილი 2019 18:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
რატო გვახასიათებს ქართველებს ეს მაქსიმალისტობა და ვიღაცისტობა ან განსხვავებული აზრის არ მიღება.ყველა ჩვენებურად გვესმის და ჩვენებურად გვინდა უკეთესი გახდეს გუნდი.რეცეპტი მარტივია:არავისი გაკულტება და თაყვანისცემა არაა სწორი გადაწყვეტილება.მერე უფრო უარესია როცა ამ კერპის შეცდომების გაპრავებას იწყებ და თან ამ გაპრავებისთვის პასუხისმგებლობას არ იღებ საკუთარ თავზე.ეგეც გავიარეთ და დავიკიდეთ მაგრამ სხვისი აუგად მოხსენება იმის გამო რომ სხვაგვარად ხედავს რამეს აი ამის გავლა არ შეიძლება.ეს ზოგადად ამ საიტზე არ უნდა დავუშვათ თუ არ გვინდა ბარსას და რეალის სექტანტებს დავემსგავსოთ.
არის საკითხები რაზეც შევთანხმდებით ადრე თუ გვიან მაგალითად ისეთზე როგორიც პოგბაა.მაგალითად ზედიზედ გატანილ გოლების დროს რომ მეთქვა პოგბა გასაყიდია იმიტომ რომ ახლა თამსობს მაგრამ უფრო მეტს გააფუჭებსო ხომ ყველა დამცხებდა არადა მისი მოსვლიდან მეორე სეზონშივე ამას ვიძახდი და აწიც ამ აზრზე დავრჩები.უმეტესობა ნელნელა ამ დასკვნამდე მივა ან არ მივა.მთავარია ყველას გვამოძრავებს ჩვენი გუნდი უკეთესი და წარმატებული მომავლის სურვილი,ზოგს გვჯერა ზოგი პესიმისტურად ვუყურებთ.რა ვქნათ პრაქტიკამ გვაჩვენა რომ ამ ნაგვით სავსე გუნდში ყველაზე გამოცდილ ტრენერებს უჭირთ დალაგება სიტუაციის და ახლაც რო ოლეს შესაძლებლობებში ეჭვი შეგვეპაროს არც ეგაა არაკანონზომიერი.
აქ კამათი მიდიოდა ახლა მოვიდა კაცი და რა უნდა ქნასო.უნდა ქნას ჩემო ძმებო უნდა ქნას იმიტომ რომ უკვე მანჩესტერის ტრენერია,არ იზამს და გააგდებენ და ეგ ნახირი ისევ აქ დარჩება.პირველი ვინც გუნდიდან არის გასაშვები ეს ვუდვორდია თავისი კალკულატორით.განვითარების სტრატეგიის არქონაა პრობლემა და არა ის ფულს ვისში რას გადაიხდი.
0
№13
ავტორი: Malboro463
3 აპრილი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ლეგენა რომა გუნდის იმიტო რაც არ უნდა გაკეთოს არ უნდა გავაკრიტიკოთ თუ რა?
ძან ხართ შეყვარებული ამ კაცზზე
ჯერ რომელ შიდა სამზარეულოს ცოდნაზე ლაპარაკობთ ელჩად მუშაობდა აქამდე თუ აისტენტად? დიდი დროა გასული ყველა და ყველაფერი შეცვლილია ფილოსოფიაც
ან ნელა ნელა ისწავლის ყველაფერსო
გუნდი რომ დაიშლება და ევრო ტურნირების მიღმა დარჩება მერე ამის ნასწავლი ვის რათ უნდა მოუწევთ მერე ბლეკეტის დატუანზებეს დაბრუნება სხვა ვინმე არ გადმოვა ამ გუნდში. რამეციდეა დაგეგმა ხომ უნდა გქონდეს ამ წუმპედან გამოსვლის მარტო სიცილ კსკისოთ საქმე არ კეთდება ყვერ ებიანი მწვრთვნელია საჭირო და საერთოდ მოსაშორებელია ძველი ხალხი გუნდიდან
0
№14
ავტორი: LASHQARA
3 აპრილი 2019 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ამაზე ცუდი თამაში რაც სოლსკიაერი მოვიდა არ მახსოვს, ტრანსფერები ჭირდება გუნდს, მაგრამ იქამდე როგორღაც, ცოტა იღბალით, უფრო მეტი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებით, უნდა მოვახერხოთ ოთხეულში შესვლა, ჩელსის ან სიტის უნდა მოუგოთ და თამაში არ უნდა წავაგოთ + ტოტენჰემი არაა ფორმაში და არც ისეთი იოლი კალენდარი აქვს როგორც არსენალს, მაგის იმედიც მაქვს, მაგრამ მაგ იმედათ არ შეიძლება ყოფნა, გუნდმა უნდა ითამაშოს ფეხბურთი, პოგბამ, ლუკაკუმ, და რეშმა თავის მაქსიმუმი უნდა დადონ მოედანზე, სხვანაირად არაფერი გამოვა, მე მჯერა ოთხეულის, წინ დიდი თამაშებია, გამარჯვება ახლოსაა, თუ ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ფეხბურთელი რაც ვულვზთან ვერ დავინახე. love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top