თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 20:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2102,
კომენტარები: 12
"ბარსელონა" მატას გადაბირებას უფასოდ გეგმავს
კატალონიელების კიდევ ერთი მანჩესტერელი სამიზნე.
ესპანური გრანდი, ოლე გუნარ სოლსკიაერის ფხბურთელების მიმართ ინტერესს კვლავ განაგრძობს.

გარკვეული ხნის უკან, ხოსეპ მარია ბართომეუს გუნდში, ლუის სუარესის შემცვლელად, "იუნაიტედის" ინგლისელი შემტევის, მარკუს რეშფორდის კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ბედნიერია და კლუბისგან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც მოითხოვა.

ამჯერად ვალვერდეს გუნდის სამიზნე, ასევე "წითელი ეშმაკების" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა გახლავთ. მატას ზაფხულში, გლეიზერების კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მოლაპარაკებები ამ დრომდე ჩიხშია შესული.

სავარაუდოდ, მატას შეთავაზებული ერთწლიანი კონტრაქტი არ მოსწონს და "ნისლიანი ალბიონის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს ესპანური მხარე, რომელიც ხუანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს და ფეხბურთელის ტრანსფერის უფასოდ გაჩარხვას შეცდება - იუწყება The Sun-ი.
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2019 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია სიმართლე იყოს
0
№12
ავტორი: JuanMata
2 აპრილი 2019 13:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
მატას უფასოდ ვკარგავთ, ერერასაც, ვალენსიასაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს ესეთი უნიჭო მენეჯმენტი გუნდში

ან ვკარგავთ ან არა რატომღაც მგონია რო ბრახ და ახალ ახალ კონტრაქტებს მოაწერენ ხელს არ მგონია რო ორივე წავიდეს მარა თუ რომელიმე წავიდა ერერას ნამდვილად არ გაუსვებენ ასე მგონია და 1-2 წელი კიდე დაიტოვებენ


ერერაზე წერენ, რომ უკვე შეათანხმა კონტრაქტი პსჟ-თან, 200 ათასს გადაუხდიან.

და ვალენსიას მამამ, რომელიც მისი აგენტიცაა დაადასტურა, რომ ვალენსია მიდის მანჩესტერიდან აუცილებლად, ჯერ არ იცის სად. ან არსენალში, ან იტალიაში, ან ჩინეთში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top