თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2019, 20:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 12
რომელუ რუსეთთან ვერ ითამაშებს
როდის დაბრუნდება ბელგიელი.
რომელუ რუსეთთან ვერ ითამაშებს
სანაკრებო შესვენებებზე "იუნაიტედის" შვიდი ფეხბურთელი გავიდა სანაკრებო მოვალეობის შესასრულებლად. ნაკრებში გამოიძახეს ლუკ შოუ და ენტონი მარსიალიც, თუმცა მათ ტრავმების გამო სახლში დაბრუნება მოუწიათ.

დღევანდელი ინფორმაციით, ლაზარეთს შეემატა და ნაკრებს გამოეთიშა ნემანია მატიჩიც. "იუნაიტედს" რთული მდგომარეობა აქვს.

როგორც "SkySports" იუწყება, ტრავმირებულთა სიაში მოხვდა ბელგიელი რომელუ ლუკაკუც. ბელგიის ნაკრების მწრთვნელის რობერტო მარტინეზის განცხადებით, ტერფის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშს გამოტოვებს. თუმცა რომელუ უკან არ დაბრუნებულა და შესაძლოა, რომ ბელგიის მეორე მატჩი ჩაატაროს.

ბელგია შემდეგ მატჩს 24 მარტს გამართავს კვიპროსის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ლუკაკუ ამ დროისთვის უკვე ფორმაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ რომელუს სამედიცინო დახმარებას ბელგიის ნაკრები უწევს და მან ტერფის ტრავმის გამო "იუნაიტედის" ბოლო მატჩი ვერ ჩაატარა.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
21 მარტი 2019 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე რატოო ვბანძდებით ვერ ვხდებიი რა უნამუსოები არიან ბიჭოოო სულ პირველ ადგილზე ვართ ხოლმე ფინანსებით დაა რა გახდაა ეს ტრანსფერებიი დახარჯვა არ უნდა ფულის ამ ჩემისებს ამათ. არ დახარჯავენ და ვიქნებით სულ ესე 4 ეულისთვის მებრძოლი გუნდიი აქ ოლე კიარა თვით ახალგაზრდა ალექს ფერგილსონი რო დაინიშნოს ამ ფეხბურთელებით ისიც ვერ გახდება ჩემპიონი ისეთი კონკურენციაა უკვე.
0
№12
ავტორი: onlyred
21 მარტი 2019 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
სპორტული დირექტორი აუცილებლად გვჭირდება.
დღეს ისეთი სიტუაციაა, ან მწვრთნელი წავა 2-3 წელში, ან აურევს ხოლმე.
ამიტომაც ვინმე ისეთი უნდა იყოს სათავაშეი ვისაც ეცოდინება რა სტილს ვთამაშობთ, თუ ტრენერი წასვლას დააპირებს რა სტილის მწრვთნელი გვჭირდება, რა სტილის მოთამაშეს ვყიდულობთ.
ახლა კოუტინიოზე წერენ გვინდაო, რა ჩემს ფეხებად უნდათ? როცა სხვა პოზიციებზე ჰაერივით საჭიროა ხალხი.
როცა გყავს სპორტული დირექტორი, ის განსაზღვრავს გუნდის კურსს და მწვრთნელი ვეღარ დაიწყებს ფერგის ჩრდილში ვარო, მოუს ბიჭები არ მომწონსო და ათასი სისულელე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top