თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2019, 15:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4275,
კომენტარები: 44
1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები
"იუნაიტედის" მეტოქე ცნობილია.
1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"წითელი ეშმაკები" პირველ შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" გამართავენ, საპასუხო მატჩი კი ერთ კვირაში შედგება.

კენჭისყრის თავდაპირველი შედეგების მიხედვით, "ბარსელონას" პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე უნდა ეთამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ საპასუხო შეხვედრაში "მანჩესტერ სიტისა" და "იუნაიტედს" ერთსა და იმავე დღეს ერთ ქალაქში მოუწევდათ მატჩის ჩატარება, უეფა-მ განრიგი შეცვალა და "იუნაიტედი" სახლში დაიწყებს ორმატჩიან დუელს.

1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 16-17 აპრილს.

კენჭისყრის სრული შედეგები:

"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"ლივერპული" - "პორტუ"
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა"

UEFA-ს ახალი წესების თანახმად, 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრასთან ერთად ჩატარდა ნახევარფინალებისა და ფინალის კენჭისყრაც, რომლის შედეგად წყვილები ასე გადანაწილდა:

1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები
ახალი ამბები
44 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
15 მარტი 2019 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
არადა ბარსა რა მაგრად მინდოდა :D :D
0
№12
ავტორი: JuanMata
15 მარტი 2019 15:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წელს კენჭისყრებში არ გვიმართლებს საერთოდ, რაღა ბარსა ამოვიდა.
ეს ის ბარსა აღარაა და არარეალური არ მეჩვენება ამ გუნდის დამარცხება, მაგრამ მაინც რაღა ბარსა.
0
№13
ავტორი: Lalana
15 მარტი 2019 15:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
წელს კენჭისყრებში არ გვიმართლებს საერთოდ, რაღა ბარსა ამოვიდა.
ეს ის ბარსა აღარაა და არარეალური არ მეჩვენება ამ გუნდის დამარცხება, მაგრამ მაინც რაღა ბარსა.

ტოტენჰემი,აიაქსი,პორტო.რა კარგი მეტოქეევი იქნებოდნენ.თუნდაც ლივერპული ყოფილიყო,მაგრამ ბარსელონა ამათგან ყველაზე რთული მეტოქე იქნებოდა და ზუსტად ასეც მოხდა.ჯერ პსჟ,მერე ბარსა.ცუდია,მაგრამ იმედია ბოლომდე იბრძოლებენ და გავლენ შემდეგ ეტაპზეც.
0
№14
ავტორი: LASHQARA
15 მარტი 2019 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რაც არ უნდა იყოს საინტერესო იქნება, ბარსაც არაა აუღებელი ციხესიმაგრე, ყველა ბოქლომს თავის გასაღები აქ, მთავარია სრული შემადგენლობა გვყავდეს მოედანზე და სოლსკიაერმა კარგი ტაქტიკა აირჩიოს, ეგ არის და ეგ love am
0
№15
ავტორი: solskjaer
15 მარტი 2019 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
არ ვართ უშანსოდაც კაცო ეგრეც ვერ ვიტყვით პროსტა აი ლივერპულს რო ესე გაუმართლა მაგის ფონზე ტეხავს... იმედები არის ჯერ ერთი შარშან რომამ რაც უქნა ბარსას ეგ გვახსოვს და ვალვერდე ზოგადად არაა ზე ტრენერი და მაგის იმედიც მაქ რა ფრთხილ ფეხბურთს ათამაშებს მაინც და ფრთხილ პესეჟეს რაც ვუქენით გამოჩნდა. ოპტიმალური შემადგენლობით მგონია რო შანსები გვაქვს თანაც არც ძალიან ცოტა კამპ ნოუზე 1 გოლის გატანაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
0
№16
ავტორი: Mancunium
15 მარტი 2019 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
The first leg of the tie will take place at Old Trafford on Tuesday 9 or Wednesday 10 April. The second leg will come the following midweek, on Tuesday 16 or Wednesday 17 April.

We were initially drawn to play away first but we will now be at home for the first leg due to Manchester City also being drawn away first.
0
№17
ავტორი: JuanMata
15 მარტი 2019 15:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
წელს კენჭისყრებში არ გვიმართლებს საერთოდ, რაღა ბარსა ამოვიდა.
ეს ის ბარსა აღარაა და არარეალური არ მეჩვენება ამ გუნდის დამარცხება, მაგრამ მაინც რაღა ბარსა.

ტოტენჰემი,აიაქსი,პორტო.რა კარგი მეტოქეევი იქნებოდნენ.თუნდაც ლივერპული ყოფილიყო,მაგრამ ბარსელონა ამათგან ყველაზე რთული მეტოქე იქნებოდა და ზუსტად ასეც მოხდა.ჯერ პსჟ,მერე ბარსა.ცუდია,მაგრამ იმედია ბოლომდე იბრძოლებენ და გავლენ შემდეგ ეტაპზეც.


ეჰ ტოტენჰემზე ფურცლის კიდეზე "Manchester" რომ წავიკითხე გამიხარდა, მაგრამ სიტი აღმოჩნდა wink
მოიცა, ახლა ორივე მანჩესტერულ გუნდს, რომ გასვლა აქვს, განმეორებითი თამაში რომ დაემთხვეს ერთმანეთს, რა მოხდება, იუნაიტედმა ისევ გასვლა უნდა ითამაშოს?
0
№18
ავტორი: solskjaer
15 მარტი 2019 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
აუ ეხლა ვნახე პირველს ჩვენ გვათამაშებენ სახლში დედა****ი სიტის გამო
0
№19
ავტორი: shotkin
15 მარტი 2019 15:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
და სიტის რო ეთამაშა პირიქით და არ დამთხვეოდა არა? იმენა პირველი თამაში ჯერ გასვლაზე გაასწორებდა რო ოლდზე გადაწყდებოდა ყველაფერი მოგი*** უეფა ყველაფერი
0
№20
ავტორი: Mancunium
15 მარტი 2019 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
კი ჩვენ გვათამაშებენ პირველს სახლში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top