თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2013, 19:02
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2647,
კომენტარები: 30
რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა "Daily Mail" -ისთან ინტერვიუში საზოგადოებას თავისი ოცნების გუნდი გააცნო.
რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა "Daily Mail" -ისთან ინტერვიუში საზოგადოებას თავისი ოცნების გუნდი გააცნო.

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

მეკარე - ედვინ ვან დერ საარი

"ჩემი მანჩესტერული კარიერის მანძილზე ძალიან ბევრ გამოცდილ და მაღალი დონის მეკარესთან ერთად მითამაშია.დევიდ სიმენი იყო ფანტასტიური მეკარე ასევე ძალიან კარგი და გამოცდილი მეკარე იყო ნაიჯელ მარტინი,მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე გამორჩეული მეკარე სწორედ ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ საარი იყო.ის ყველანაირ დაბრკოლებას ლახავდა.უბრალოდ ედვინი არასოდეს ხვდებოდა პანიკის ქვეშ და ასევე მას ჰქონდა უნარი იმისა,რომ ყველანაირ ზეწოლას გაეძლო.ის მშვიდად იდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარებში რამოდენიმე წლის მანძილზე და ცდილობდა თავისი თამაში გუნდის წარმატებაზე ასახულიყო."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

მარჯვენა მცველი - გარი ნევილი

"დენი მილსი "ლიდს იუნაიტედის" მარჯვენა მცველი ფანტასტიური მოთამაშე იყო,მაგრამ მას ბევრ დადებითთან ერთად რამდენიმე უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა.ძირითადად მას უჭირდა პარტნიორებთან კონტაქტში შესვა და ასევე ის არ ითვალისწინებდა ხშირად თანაგუნდელების რჩევებს.ასევე ზოგჯერ მას ავიწყდებოდა,რომ ის არ არის თავდამსხმელი და ხშირად ერთვებოდა შეტევებში ამ დროს კი მცველის პოზიცია უყურადღებოდ რჩებოდა,ამიტომაც მე ამ პოზიციაზე ლეგენდარული ფეხბურთელი გარი ნევილი ავირჩიე.ვფიქრობ დღევანდელმა ახალგაზრდობამ სწორედ გარი ნევილისგან უნდა აიღოს მაგალითი.ის არამარტო დაცვაში იყო კარგი არამედ ხშირად ერთვებოდა შეტევებშიც.ვფიქრობ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

მარცხენა მცველი - ეშლი კოული

"როდესაც მე ჩემი ოცნების გუნდისთვის ვირჩევდი მარცხენა მცველს არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა პატრის ევრასა და ეშლი კოულს,სწორედ ამიტომაც მე მონეტა ავაგდე არჩევანის გასაადვილებლად.ევრა შესანიშნავი მცველი არის,რომელსაც შეუძლია ასევე მეტოქის კარებს დიდი ხიფათი შეუქმნას,მაგრამ ამდაგვარ ფეხბურთს თამაშობს ლონდონის "ჩელსის" მცველი ეშლი კოული.როდესაც ის მოწინააღმდეგესთან პირისპირ რჩება მეტოქეს შანსებს არ უტოვებს.მე მახსოვს მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონტაზე არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.ამჯერად მე ეშლი იანგი ავირჩია გასაგებია,რომ ევრა ნაწყენი დარჩება,მაგრამ არ მინდოდა ჩემი ოცნების გუნდი შემდგარიყო მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

ცენტრალური მცველი - სოლ კემბელი

"სოლ კემბელი იყო ის ფეხბურთელი,რომლის გამოც მე დიდი ხნის მანძილზე ვერ მოვახერხე ინგლისის ეროვნულ ნაკრებსი ადგილის დამკვიდრება,ცხადია ის რომ არ ყოფილიყო მე უფრო მალე მოვახერხებდი ინგლისის ნაკრების მაისურით თამაშსს.მე ვფიქრობ რომ კემბელი ინგლისის ნაკრებში ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო.ის იყო ფეხბურთელი,რომელსაც ყოველთვის ესმოდა ჩემი მოედანზე,ასევე ყოველთვის ითვალისწინებდა პარტნიორების რჩევებს."


რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

ცენტრალური მცველი - ნემანია ვიდიჩი

"ჩემი აზრით დომინიკ მეტეო "ლიდსიდან" იყო შესანიშნავი მცველი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ჯონ ტერი,მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი ოცნების გუნდში მე ნემანია ვიდიჩი ვარჩიე ცენტრალური მცველი პოზიციაზე.ის უბრალოდ არის საუკეთესო პარტნიორი მოედანზე ვისთანაც მე მითამაშია.ფაქტიურად ჩვენ ვგრძნობთ წინასწარ ჩვენს მოქმედებებს სწორედ ამიტომაც ავირჩიე მე ვიდიჩი."


რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

მარჯვენა ნახევარმცველი - კრიშტიანო რონალდო

"ჩემი აზრით "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობდა.მაგალთად დევიდ ბექჰემი,რომელსაც სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.მისი მარჯვენა ფეხი ისეთი ძლიერი იყო,რომ გასროლილი ბურთის ხმის მოსმენაც კი მსიამოვნებდა.ლი ბოიერი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველი იყო,მაგრამ ის მუდამ პრობლემად რჩებოდა მწვრთნელებისათვის.ბოლოს მე ჩემი არჩევანი კრიშტიანო რონალდოზე შევაჯერე.ხალხს ახსოვს ბევრი დიდი მოთამაშებიი რონალდო კი სრულიად განსხვავებულია,რომელმაც თავისით შექმნა თავი დიდ ფეხბურთელად.მას აქვს ბუნებრივი განსაკუთრებული ნიჭი ფეხბურთის თამაშის.ის იყო ერთ-ერთი თავისი საქმის პროფესიონალი ვისთანაც კი მითამაშია.ის ყოველთვის ბოლომდე მუშაობდა საკუთარ თავზე და ყოველთვის ცდილობდა განვითარებას."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

მარცხენა ნახევარმცველი - რაიან გიგზი

"გულწფერად გეტყვით ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა მყავდა და ეს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელი ფეხბურთელი რაიან გიგზია.ის ფენომენალური ფეხბურთელი არის,რომელსაც არაფრის ეშინია ასაკისაც კი.ის არის და იყო სწრაფი გარემარბი,რომელსაც შეეძლო ყოველთვის შეეტანა გარდატეხა თამაშში.ვფიქრობ ის ნამდვილი მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

ცენტრალური ნახევარმცველი - პოლ სქოულზი

"ვფიქრობ ამ პოზიციაზე ფეხბურთელის არჩევა ყველაზე რთულია.სოწრედ ამ პოზიციაზე ჩემი ოცნების გუნდში ვერ მოხვდნენ ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჟერარდი,მაგრამ პოლი არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი.ფეხბურთის გულშემატკივარს შეუძლია უბრალოდ დაჯდეს და დატკბეს სქოულზის თამაშის ყურებით."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

ცენტრალური ნახევარმცველი - რიო კინი

"უბრალოდ მე არ შემიძლია,რომ ის არ ავიყვანო ჩემი ოცნების გუნდში.მე კარგად მახსოვს ჩემი პირველი ვარჯიში "მანჩესტერ იუნანიტედში",როდესაც ბურთის მიღების შემდეგ ბურთი გადავაწოდე გარი ნევილს მარჯვენა ფლანგზე ამის შემდეგ კი რიო კინმა მითხრა:"ამ შემთხვევაში შენ არ თამაშობ მართებულად.უნდა გაითვალისწონო,რომ ეს არ არის "ლიდსი" ან "ვესტ ჰემი"

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

თავდამსხმელი - უეინ რუნი

"ოლე გუნარ სულშერი შესანიშნავი და გამოცდილი თავდამხელი იყო.ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო ვისაც შეეძლო წარმატებით ეთამაშე ეშლი კოულის წინააღმდეგ.ის იყო სწრაფი და ყოველთვის ცდილობდა გადაწყვეტილება მანამდე მიეღო,სანამ მცველი მიხვდებოდა მის მოქმედებას,მაგრამ ამის მიუხედავად მე უეინ რუნი ავირჩიე.ის უბრალოდ გაგიჟდებოდა,რომ მე არ ამეყვანა ჩემი ოცნების გუნდში.ის მოედანზე სრულიად დამოუკიდებელი არის და ცდილობს ყოველთვის ეძიოს ის გზა,რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს."

რიო ფერდინანდის ოცნების გუნდი

თავდამსხმელი - რუუდ ვან ნისტერლოი

"რობი ფლაუერი და მაიკლ ოუენი შესანიშნავი ფორვარდები იყვნენ.მათ ყოველთვის შეეძლოდ თავის გამოჩენა.მათი შესრულებით არაერთი ჰეთ-რიქები გვახსოვს,მაგრამ ამჯერად გუნდში რუუდ ვან ნისტერლოის ავიყვან.უბრალოდ მან ვერავინ შეედრებოდა ნებისმიერი შეტევის გოლად გადაქცევაში,თუ მარტო მის შედეგს შევხედავ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მარტო ეს გვეყოფა მისი სიძლიერის დამტკიცებაში."


წყარო: Redevils.Ru
სტატიები
30 კომენტარი
№11
ავტორი: Zizou
19 თებერვალი 2013 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
გესმის საგანი რიო
0
№12
ავტორი: razma21
19 თებერვალი 2013 20:29
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
რუუუუდ love love
0
№13
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2013 20:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარცხნივ ეშლი კოული მოაშორე, ცენტრალურ მცველებად რიო–ვიდას დუეტი საუკეთესო იყო ერთ დროს love მარცხნივ ევრას დავაყენებდი კოულის ნაცვლად
0
№14
ავტორი: Amerigo
19 თებერვალი 2013 21:05
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
GioO_o,
მარტალი ხარ მაგრამ კოული კაი მცველია... სულ მანჩესტერელებს ხომ არ დააყენებდა? wink
0
№15
ავტორი: gilmour
19 თებერვალი 2013 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იდეალური შემადგენლობაა:)
0
№16
ავტორი: love united
19 თებერვალი 2013 21:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგი გუნდია რიო...
0
№17
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2013 21:42
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგი გუნდია მომეწონა
0
№18
ავტორი: Man_Utd
19 თებერვალი 2013 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ვაააა :)
0
№19
ავტორი: Luka Gelashvili
19 თებერვალი 2013 21:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
იდეალურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№20
ავტორი: Amanda Seyfried
19 თებერვალი 2013 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მართლა კარგია,სგ რიოჯან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top