თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 22:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2270,
კომენტარები: 12
პოლ მერსონის პროგნოზი
პრემიერ ლიგის 30-ე ტური.
პოლ მერსონის პროგნოზი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ "არსენალს" დაუპირისპირდება. "ეშმაკუნები" კიდევ ერთხელ გაისეირნებენ ლონდონში. ხვალინდელი გამარჯვების შემთხვევაში "იუნაიტედი" ოთხეულში დარჩება. პოლ მერსონის აზრით, "იუნაიტედი" ლონდონიდან მხოლოდ ერთი ქულის წამოღებას მოახერხებს:

"ეს დიდი თამაშია. ორივე გუნდს ძალიან უნდა ოთხეულში მოხვედრა, მაგრამ თან ევროპულ ჩემპიონატებზეც კარგად უნდა წარდგნენ. ვფიქრობ, რომ გოლს ორივე გუნდი გაიტანს. "არსენალი" დიდი თავდაჯერებით წარდგება მეტოქის წინაშე. მათ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ არ გაუმართლათ, წესით უნდა მოეგოთ კიდეც თამაში.

და "იუნაიტედი" - როგორი შედეგი გვაქვს პსჟ-ს წინააღმდეგ! ეს უბრალოდ არარეალური და დაუჯერებელია. ვფიქრობ, რომ ისინი საოცრად წარდგნენ ოთხშაბათს და ყველას დაუმტკიცეს, რომ თუ არასდროს დანებდები ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ მწრთვნელს ძალია გაუმართლა, რადგან ბაიი პირველი ოცი წუთი მარჯვენა მცველად არ უნდა ეთამაშებინა. შემდგომ კი ცვლილება განახორციელა და ყველაფერი უკეთ წავიდა. ეს ფენომენალური შედეგი იყო, განსაკუთრებით იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რაც მათ ჰყვდათ.

არ ვფიქრობ, რომ ეს მატჩი "ჩელსისთვის" ოთხეულის ბედს გადაწყვეტს, მაგრამ ყველაფერი მათ ხელშია. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და გოლები გავა."

პოლ მერსონის პროგნოზი: "არსენალი" 2-2 "მანჩესტერ იუნაიტედი".



წყარო: SkySports
სხვა
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
10 მარტი 2019 12:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ციტატა: kobinio
ეს პროგნოზიც თუ ვერ გაარტყა ადმინს უნდა ვ5ხოვოთ რომ ცრუ ხალხი5 ნუ გავაცხივრებს სიცრუეში :))

სიცრუეში გვაცხოვრებს ჩაგეთვალა:)))
0
№12
ავტორი: stepno
12 მარტი 2019 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: stepno
ციტატა: giorgisamnidze99
ბოლოს ხო უნდა თქვას რეალური ამ ჩოილარმა :D :D ეგეც გეშლება ყვერსონ 0-2 მოვიგებთ

კაროჩე წელს ამოვარდნილი არის ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის საგზურიდან მომავალი წლის ოთხეულში ვერ შევლენ ჩელს ორი თამაში აქ თადარიგში და ორივეს მოიგებენ ჩვენ თუ მოვიგეთ ხვალ დარწმუნებული ვარ ოლე 4ქულიან რაზნიცას არ გაანიავებს არსენალთან თუ მოვიგეთ ასე არის ოთხეული წელს მანჩესტერ სიტი ლივერპული მანჩესტერ იუნატედი ჩელსი ესენი მოიპოვებენ ლიგის საგზურებს აი თქვენი პოჩეტინო არ გაიშვას არსად მაგის მაგარი მწვრთნელობა არ გაიშვა არსად ეგ ყვერსონა

პოჩე არაა ცუდი მწვრთნელი. მე პირადად არასოდეს მდომებია მანჩესტერში მაგრამ რეალურად ძალიან კარგი სპეციალისტია. ტოტენჰემი მთელი ძალებით ლიგაზეა გადართული და იმ დონის გუნდი არაა რომ ორ ფრონტზე იბრძოლოს და რაც შეეხება ლიგას არ იქნება არავისთვის ადვილი ტოტენჰემის გამოგდება ჩემი აზრით

აი მეგობარო დაუშვათ შეხვდა ატლეტიკოს ან ბარსელონას ან ჩვენ ტრამვიანები ყველა რო დაგვიბრუნდეს აქ შანსი რომელიმესთან დარწმუნებული ვარ ატლეტიკო ადვილად გამოაგდებს ძალიან უბრალოდ ატლეტიკოსთვის ცოდვა არიან .. ბარსელონა კი ვიცით ინგლისური გუნდების მტერია და ყოველთვის უგებს და ჩვენთანაც აქვს შანსი ეგ პოჩემაც იცის კარგადაც... გადამწვარია გუნდი და ფანტაზია აღარ აქვთ ჩემი აზრით ვეღარ ქაჩავენ გამოცდილებაც აღარ ყოფნით და ყველაფერი ეს ასახულია მათ გუნდზეც რაც შეეხება ბორუსია თუ გამოაგდეს ეგ არ ნიშნავს იმას რო ძლიერები არიან და ეს შეძლეს უბრალოდ დორტმუნდი გადართულია რო ბავარიას არ გაატანოს ტიტული კი ვიცით გერმანიაში ყოველთვის ბავარია ხდება ჩემპიონი არავის არ უტოვებს შანსაც კიიი ეგ ყველაფრის ფონზე აჯობა ტოტონჰემმა დორტმუნდს ამიტო მე ვერ წარმომიდგენია ტოტენჰემი ნახევარფინალში ჩემი აზრი მეგობარო ესეთია

მესმის შენი და შენ აზრს პატივს ვცემ მაგრაამ ვერ დაგეთანხმები და რავქნაა :)) დორტმუნდი შუაზე რო გაიხეს ბავარიას ტიტულს ვერ წაართმევს გერმანიაშე ვერც წელს და იმის თქმა რომ გადართულები იყვნენ და მაგიტომ წააგეს ტოტენჰემთან ცოტა არ იყოს არაა სწორიი :)) უბრალოდ აჯობა ტოტემ. რაც შეეხება ზოგადად ტოტენჰემს ვისთან ააქვს შანსი და ვისთან არა მე ამას წინასწარ არ ვიტყოდიი ადვილი არცერთი გუნდისთვის არ იქნება ტოტენჰემის გამოგდება ჩემი აზრით. ატლეტიკო ძალიან მძიმე გუნდია და დიდი იმედი მაქ იუვე გამოაგდებს რომ უფრო მეტი სანახაობა ვიხილოთ და არა ალეტიკო მადრიდი :)) მოკლედ ვნახოთ რაიქნება ისე მე პირადად ტოტენჰემი,რომ შეგვხვდეს ნამდვილად არ მინდა ლივერპული მირჩევნიაა ნაღდად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top