"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "რედინგთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა მედიას გუშინდელ მატჩზე,სადაც შოტლანდიელი სპეციალისტის გუნდმა იმარჯვა FA Cup-ის მეხუთე რაუნდში.
ლუიშ ნანი სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ პორტუგალიელ გარემარბს დიდი წვრილი მიუძღვის გუშინდელ გამარჯვებაში.ნანი მოედანზე '42 წუთზე შემოვიდა და დარჩენილ დროში მან მოახერხა ერთი გოლის გატანა და ასევე ერთი საგოლე პასის გაკეთებაც.
"გუშინდელ მატჩის გამარჯვებაში დიდი წვრილი მიუძღვის ლუიშ ნანის,რომელმაც შესანიშნავი ფეხბურთი გვაჩვენა მოედანზე შემოსვლის შემდეგ.პირველ ნახევარში,როდესაც ნანი თამაშში ჩაერთო მან ორი ძალიან სახიფათო გარღვევა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში ხოლო მეორე ტაიმში უკვე მან გოლით გამოიჩინა თავი.ნანი ფანტასტიური ნიჭის მატარებელი ადამიანია,მთავარია მან არ შეწყვიტოს განვითარება."
თამაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ გუშინდელი მატჩი ნამდვილად განსაკუთრებული იყო.
"გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" მოსულმა გულშემატკივრებმა ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი იხილა.ჩვენ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ორი გოლის გატანა მოვახერხეთ.აღსანიშნავია,რომ დაწინაურების შემდეგ ჩვენ არ შევწყვიტეთ შეტევები.ცუდია,რომ ბევრ მომენტს ვერ ვიყებთ,მაგრამ არის უიღბლობის ფაქტორიც,რადგან გუშინ საღამოს "რედინგი" რამოდენიმეჯერ ძელმა გადაარჩინა ბურთის გაშვებას.საერთო ჯამში მე კმაყოფილი ვარ გუშინდელი მატჩით."
ფილ ჯონსი გუშინდელ მატჩში FA Cup-ის მეხუთე რაუნდში "რედინგთან" მატჩში დაშავდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ფილ ჯონსი,სავარაუდოთ მან მუხლის ტრავმა მიიღო.
"ჩვენ დაველოდებით თუ რას გვეტყვიან ექიმები.მას მუხლის ტრავმა აწუხებს და არამგონია,რომ შაბათს ქუინს პარკ რეინჯერსთან გასამართ შეხვედრისთვის ის უკვე გამოჯამრთელებული იყოს.მაგრამ ჩვენ ვნახავთ რა მოხდება ამის შემდეგ"