თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 03:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2190,
კომენტარები: 12
"ვიცოდით, რომ ამას შევძლებდით"
ლუკაკუ მატჩის შემდეგ.
რომელუ ლუკაკუმ მორიგი დუბლი გაიფორმა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. ბელგიელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო:

"ძალიან კარგი შეგრძნება იყო. თამაშამდე თავდაჯერებულები ვიყავით. მე და მარკუსმა "საუთჰემპტონთან" წყვილში საკუთარი თავები და ერთმანეთი გამოვცადეთ და ვიცოდით, რომ ჩვენს საქმეს აქაც გავაკეთებდით. დღეს ჩვენ ერთად ვითამაშეთ, ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამგვარი მატჩის ჩატარება. ჩვენ ორივემ გავიტანეთ, ასე რომ ორივე ბედნიერები ვართ!"

"მე და მარკუსი შევთანხმდით, რომ როგორც კი რომელიმე ჩვენგანი პრესინგს დავიწყებდით ერთმანეთს უკან უნდა მივყოლოდით და ასეც მოვიქეცით. პირველი გოლი ერთი ერთზე გავიდა, ისევე როგორც მეორე გოლი. ჩვენ, უბრალოდ, ერთმანეთს მივყვებოდით და სასურველი შედეგიც მივიღეთ."

"ჩვენ სვლას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვარჯიშებზე დაიწყო. ბევრი რამ მოვსინჯეთ, ბევრი ვივარჯიშეთ. სწორედ ვარჯიშებზე ჩაგვესახა ის ხასიათი. ვარჯიშებზე საოცარი "ქამბექები" ვაჩვენეთ, ასე რომ როდესაც მატჩებშიც "ქამბექებს" ვაკეთებთ, ეს ჩვენთვის უცხო გრძნობა არ არის, სავსებით ბუნებრივი მომენტია. ჩვენ ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე ვთამაშობთ, არ ვნებდებით მანამ სანამ მსაჯი სასტვენს არ ჩასტვენს."
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Saocar formashi shevida sagol romelu magari kaci xar

Saocar formashi shevida sagol romelu magari kaci xar
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2019 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა ფორმაშია ტირანი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top