თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 03:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 14
რა გრძნობა იყო პენალტის დარტყმა?
მარკუს რეშფორდი მატჩის შემდეგ.
რა გრძნობა იყო პენალტის დარტყმა?
იუნაიტედმა" დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. გადამწყვეტი გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა.

"ჩემთვის ვფიქრობდი, შეინარჩუნე სიმშვიდე, შეინარჩუნე საკუთარი თავი. არსებობს რაღაცები, რაზეც ყველდღიურად ვარჯიშობ. ძალიან მინდოდა, რომ დამერტყა და ალბათ ყველას უნდოდა დაერტყა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით."

"პენალტის დანიშვნიდან მის დარტყმამდე მომენტი ყველაზე რთული და ამაღევლებელია. მაგრამ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. ეს ის მომენტებია, რომლებისთვისაც ვცოცხლობ. გინდა, რომ ამ მომენტებს გაცდე და ამ ყველაფრის შემდეგ ფართოდ გაიღიმო."

"ყველაფრი, თითქოს, ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ როგორც რომელუმ თქვა, ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ მომენტებში ბრძოლას და სასურველი შედეგის მიღებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენ ახლა შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვითარებას შევწყვეტთ. ჩვენ მუდმივად გაუმჯობესებაზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ."
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: lasha001
7 მარტი 2019 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
iset emociebshi viyavi penals rom urtyamda gavedi otaxidan ver vuyure saghol bichebo es mancheseria.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
7 მარტი 2019 08:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: lasha001
iset emociebshi viyavi penals rom urtyamda gavedi otaxidan ver vuyure saghol bichebo es mancheseria.

დაჩოქილი ვლოცულობდი.თვალწინ ჩამიარა თუ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს და ეს რომ შეიძლებპდა არ მომხდარიყო ამანაც და გავაფრინე
0
№13
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Oqro xar reshi
0
№14
ავტორი: kobinio
14 მარტი 2019 14:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
რეშმა გამოავლინა ის თვისება რომელიც კარიერული ზრდისთვის აუცილებელია. საღოლ, შესანიშნავი თავდაჯერებით შეასრულა. ბუფონი გედგეს წინ ასეთ რთულ მომენტში ნამდვილად არაა მარტივი. ბრავო !!! არ ვიცი ეს ის ადრენალინია რომელსაც წლების განმავლობაში ელოდები და ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც. ლუკაკუს დუბლზე ხო მერე ვისაუბროთ. ძალიან გთხოვთ ნუღარ ვარჩევთ იკარდის ამ მონსტრს :)), უბრალოდ ამ რთულ მომენტში გუნდი საკუთარ კისერზე აიღო და ზედიზედ მესამე მატჩში ლომის წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებებში.

ვიძახი მე რომ შავი ტალახაძეათქო და არ მიჯერებთ : lol:

:)) ძაან დიდი ხანია ლუკაკუს ვფანობ აი ევერტონიდან :)) აქ რო გადმოვიდა ხო საერთოდ. შესანიშნავი ცხრიანი გვყავს. ნუ იმ ხალხისიც მესმის რა თქმა უნდა ვისაც იკარდის მოსვლა უნდა ლუკაკუს სანაცვლოდ ეს გამოკითხვაშიც გამოჩნდა წინა დღეს დავდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ მატჩის მერე უმრავლესობა აზრს შეიცვლიდა.

ლუკაკუ თავის სიტზვას კიდე იტყვის,იმ ფორმაციის გუნდში რასაც მაურინიო ქმნიდა მისი ადგილი გამოკვეთილად არ იყო და არ იცოდა მასტმა დაცვა იყო თუ შეტევა და დეგრადირდა არაა გასაკვირი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top