თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2019, 15:13
ავტორი: Marcus19,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 14
სოლსკიაერმა მიმდინარე სეზონის მიზნები დაასახელა
სოლსკიაერი მიმდინარე სეზონს აფასებს, და მომდევნო სეზონის მიზნებს ასახელებს.
სოლსკიაერმა მიმდინარე სეზონის მიზნები დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში მესამე ადგილის დაკავებაა.

"მნიშვნელოვანია მხოლოდ წინ და მაღლა ყურება, უკანასკნელი შედეგებით, "ტოტენჰემის" დაწევა რეალური გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "არსენალი" "ტოტენჰემს" კვალდაკვალ მიჰყვებიან. ვფიქრობ, რბოლა საინტერესო იქნება, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. "ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამოვრჩებით და წინ კიდევ 10 მატჩია. დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილზე გადასვლის შანსი გვექნება.

ყველა შეხვედრა - საკუთარი თავის წარმოჩენის ახალი შესაძლებლობაა, არამარტო ფეხბურთელების, არამედ სამწვრთნელო შტაბისთვისაც. გვსურს უკეთესები და უფრო ძლიერები გავხდეთ.


ჩემი დანიშვნა მომდევნო სეზონისთვის? ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა მსურს, მაგრამ, ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება." - აღნიშნა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
3 მარტი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
აქ ეხლა ყველა გაჩუმდეს და უბრალოდ აღიარეთ ეს კაცი, ტეხავს ვაბშე ყველანაირი კრიტიკული აზრის გამოხატვა, სამეული კი არა ოთხეულს ვერ წარმოვიდგენდი ამ კაცის მოსვლამდე და თან რა სანახაობრივი თამაშით, კაცმა იმედი დაგვიბრუნა და მუღამი,რომ რაღაც რეალური შექმნას გუნდმა, ღმერთის საჩუქარია ეს კაცი, ყველა თამაშს დიდი მოლოდინით ველოდები, რადგან ვიცი რაც არ უნდა მოხდეს გუნდი იბრძოლებს და ლამაზ სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს. love am
0
№12
ავტორი: kobinio
3 მარტი 2019 21:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: kobinio
ციტატა: giorgi_mg
ტოტე ცუც დღეშია, 3 გუნდი გაშმაგებული მოსდევს კუდში.
ოლე კიარა მთელი შტაბი უნდა დარჩეს, ეს შედეგები არის მაგ გუნდურობის შედეგი რაც შტაბშია, სხვანაირად შედეგს ვერ დადებდა ოლე.
200 მილ ფუნტი მისცენ და ვინც უნდა და როგორიც უნდა ისეთი მოიყვანოს. ერთ ტოპ კლასის ნახევარმცველს თუ მოიყვანს გამიხარდება.

ოლეს დარჩენა ავტომატურად მისი შტაბის დარჩენაცაა. ნახევარმცველი და მცველი ჰაერივით გვჭირდება და დალო ისე იქაჩება შეილება ვინგერად მოგვევლინოს მომავალ წელს lol

იმედი მაქვს მეც, თუმცა თავიდან ისეთი ინფო იყო რო ფელანი დროებით ეხმარებაო, რეალურად ეგ ადამიანი ძალიან ეხმარება.
დალო ფეხზე ადგომით ტაშშს იმსახურებს, მაგის დამსახურებაა სოტონთან გუნდის გარდაქმნა და ენერგიის შემოტანა, ვინ იცის იქნებ მართლაც ვინგერად თუ არადა, მინიმუმ კარგი მარჯვენა მცველი დადგება.

მაგ ბიჭს დიდი მომავალი რომ აქვს აშკარაა
0
№13
ავტორი: PACO
3 მარტი 2019 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ლიგაზე ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზეო რომ დაიწერა წინა სტატიაზე, ჯერ ერთი 2 კვირის მოსულ კაცს რომელსაც 2 გუნდის ლიდერი ლაზარეთში ყავდა და თან ეთამაშება პსჟს რომელსაც ყველაპოზიციაზე ვარსკვლავი ყავს ცოტა არ იყოს ძაან უხერხულია ამ კაცის გაკრიტიკება. სოლსკის აუცილებლად უნდა მიცენ დრო მინიმუმ 2-3 წელი მაინც და მიუყვანონ წესიერი ფეხბურთელები. შიდა ჩემპიონატით არ უნდა ინსაზგვრებოდეს გუნდი, აგერ სიტი ჩელსის არსენალს და იმათ ხან 6-0 უგებს ხან 5-1 , მაგრამ შალკესთან ანხეთ როგორ გაუჭირდა? გამოცდილება არააქვს ჯერ სლსკის ლიგაზე და ამგიტომ ვერ დადო შედეგი. ჩემი აზრით განმეორებით მატჩში უნდა დააყენოს ახალგაზრდები და შესძინოს გამოცდილება ლიგაზე, რადგან მე9 საოცრება მგონია მანჩესტერმა გამოაგდოს პსჟ , თან ძირითადი გუნდიც დაისვენებს რადგან ოთხეულისთვის ყველაზე ძლიერ კონკურენტს ხვდებიან გასვლას და სჯობს ძალები არსენალისთვის დაზოგონ.
0
№14
ავტორი: levionok
5 მარტი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს კაცი რომ არ დატოვონ მე არ ვიცი რააა ვერანაირ ლიგიკას ვერ ვხედავ ამის გაშვების და თუნდაც პიჩეტინოს მოყვანის როწლშიც 38 მილიონი უნდა გადაიხადონ და ის მოინდომებს კეინის და ალის გადმოყვანას და საერთოდ არ მხიბლავს ეს პერსპექტივა! შანსი რომელიც მიეცა ოლეს მან ეს შანსი გამოიყენა გუნდი სავარაუდოდ უპრობლემოდ მოხვდება 4 -ულში და ფაც ტუ დადო ხო საერთოდ!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top