თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2019, 19:05
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2141,
კომენტარები: 28
მიმოხილვა: იუნაიტედი 0-0 ლივერპული
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
28 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
24 თებერვალი 2019 19:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: 100%Red
არ ვცი ძმაი ამ ხალხს რა უნდა გაეკეთებინა ოლეს აბა დაწერეთ ძმურად გავიგო მეც.
ბიჯო 3 იძულებითი შეცვლა+არა მატიჩი+პაჩტი 10 კაცით ვიყავით და +კიდე ეშლი იანგი(როდის მოვესწრები მაგ პოზიციაზე ვინმე ნორმალურს)
აცადეთ რა იქნება, არაა მაგ კაცი ლანძღვის ღირსი, ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის და აბა გვადიოლა ან ზიდანი რა ჩემ ზენზურას გააკეთებენ იანგით ლუკაკუთი და სანჩესით(ისე სანჩესს არაუშავდა ხო იცი, ნუ ბურთი არ დაუკარგია უაზროდ როგორც იცოდა ხოლმე)???\
ჩემი მხარდაჭერა ოლეს good2
ხოდა ისე ლივერპულს ვეთამაშეთ ჰადერსფილდს ხოარა?!

დიდ გუნდებთან ვერ იგებსო,პოჩეტინო ან ზიდანი დაგვხატავდაო. პოჩეტინო ხო რას ამბობ ლიგაზე სუ დიდ გუნდებს უგებს ხოლმე რა. :)) ბარსელონას ვერ მოუგო,პეესვეს ვე რმოუგო და ინტერთან იფაფხურა რაღაც. როცა ლიგაზე გავიდა ეგ პოჩეტინო,ერთი როდის ვის რა მოუგო იქნებ მითხრათ??? ზიდანი? ზიდანზე უკვე ბევრი იწერება,რომ ჩელსიში დაინიშნება და თუ ეგ მოხდა აგერც თქვენ და აგერ მე რა ჩემ ფეხებს იზავს ამ ჩელსით. მართლა კარგით რა. რას ერჩით ამ სოლშერს ვერ გავიგე.
0
№12
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2019 19:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ოლეთი უკმაყოფილო კაცი ვერც იქნები,მაგრამ რაც აღსაღნიშნია უნდა აღინიშნოს.ორი ფეხბურთელი რომ ასე მალევე გეტრავმება გამოდის რომ მზად არ ყოფილა მატჩისთვის.მესმის შუა ნაწილში,ან მეორე ნახევარში მოგივიდეს რაომე,მაგრამ დაწყებული არ იყო მატჩი რომ ორი კაცი დავკარგეთ ყველანაირი ფიზიკური კონტაქტის გარეშე და კიდევ ერთხელ გავიმერებ,ლინგარდის შემოყვანა ძაან დიდი შეცდმა იყო,ნამდვილად არ ველოდი ამას,ამან კიდევ განაპირობა ის რომ ათი კაცით ვითამაშეთ მთელი თამაში და რაშფორდი ტრავმიანი შემორჩა.
0
№13
ავტორი: batumski123
24 თებერვალი 2019 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
გასაგებია ყველაფერი რომ მანჩესტერელია ოლე და არ გინდათ რომ წავიდეს მაგრამ გაქტია პსჟსთან სვარკა ტოტენჰემთანაც რომ არა დეხეა ის თამაში წაგებული გქვონდა და რაც შეეხება პოჩეტინოს ბარლისთან წაგება არ აპატიოთ ეხლა ნახევარი გუნდი დამტვრეული ყავდა და ლიგაზე დორტმუნდს გადაურბინა და თამაშობს სუპერ სანახაობრივ ფეხბურთს და აი ზოდანზე კი უკვე კომენტარსაც კო არ გავაკეთებ ძალიან დიდ პატივს ვცემ ოლეს თუმცა უმჯობესი იქნება გუნდის განვითარებისთვის პოჩეტინიო ან ზიდანი მოვიდეს

ისიც ფაქტია რომ 4 ეულოდანაც ამოვარდით და ძალიან გაგვიჭირდება შესვლა რავიცი რავიცი

გუნდს ელემენტარული ბურთის დაჭერა უჭირს და სულ კონტრშეტევების იმედათ არიან ეგ ჟოზესაც კარგად გამოსდიოდა ლუკაკუზე ჩაგდებები ფაქტია რომ პოზიციური შეტევები საერთოდ არ არის ამიტომ მინდა რომ მოვიდეს პოჩე ან ზიდანი
0
№14
ავტორი: tedore
24 თებერვალი 2019 20:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ბარნლისთან წაგება არ ვაპატიოთ პოჩეტინოს როცა ნახევარი გუნდი ტრავმირებული ყავს და ოლე ვლანძღოთ ლივერპულთან ფრის გამო? ჩვენ არ გვყავს ნახევარი გუნდი დამტვრეული?! არალოგიკურია
0
№15
ავტორი: ALEXFERGUSON
24 თებერვალი 2019 20:01
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: batumski123
გასაგებია ყველაფერი რომ მანჩესტერელია ოლე და არ გინდათ რომ წავიდეს მაგრამ გაქტია პსჟსთან სვარკა ტოტენჰემთანაც რომ არა დეხეა ის თამაში წაგებული გქვონდა და რაც შეეხება პოჩეტინოს ბარლისთან წაგება არ აპატიოთ ეხლა ნახევარი გუნდი დამტვრეული ყავდა და ლიგაზე დორტმუნდს გადაურბინა და თამაშობს სუპერ სანახაობრივ ფეხბურთს და აი ზოდანზე კი უკვე კომენტარსაც კო არ გავაკეთებ ძალიან დიდ პატივს ვცემ ოლეს თუმცა უმჯობესი იქნება გუნდის განვითარებისთვის პოჩეტინიო ან ზიდანი მოვიდეს

ისიც ფაქტია რომ 4 ეულოდანაც ამოვარდით და ძალიან გაგვიჭირდება შესვლა რავიცი რავიცი

ოთხეულიდან ამოვარდითო,გეგონება გაგვისწრეს ძაან. 1 ქულაა სხვაო და შემდეგ ტურს ჩელის და ტოტენჰემი თამაშობენ. ეს არსენალი კიდე იმდენ ქულას დაკარგავს რო არვიცი. შე კაი კაცო პოჩეტინოს ნახევარი გუნდი არ ყავდაო და ბარნლისთან წაგება არ აპატიოთო. კაცს 3 ძირითადის ფეხბურთელი არ ყავდა და კიდე 3 20 წუთში დამეტვრა და არ წააგო ლივერპულტან და ეგ როგორაა ახლა. პოჩეტინოს კაი მწვრთნელია და სოლშერი ცუდი? პოჩეტინოს მოგებული პრემიერლიგა მანახე ერთი რა. მაგარი მწვრთნელი ამ ტოტენჰემით წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეს დიდ გუნდებს. აგერ რანიერიმ ლესტერით მოიგო პრემიერლიგა და აბა პოჩეტინო? ფაფუ ;)
0
№16
ავტორი: batumski123
24 თებერვალი 2019 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
პოჩეტინოს ტრანსფერებეს არ უკეთებენ ერთი და იგივე გუნდით თამაშობს რამდენი წელია უკვე თან სტაბილურად ითხეულშია წელს აგერ ჩემპიონთა ლიგაზე გაინაღდა 1/4 ფინალი საგზური პოჩეტინიო რომ უძლიერესი დონის სპეციალისტია ამაზე დავა არ ღირს, ამას უკვე ყველა აღიარებს და თან მანიუსაც მაგრად მოუხდება პლიუს კარგი ტრანსფერები

ან კიდევ დიდი შანსია სეზონის ბოლოს ზიზუ მოვიდეს და ზიზუ რა დნოსი სპეციალისტიც არი ამაზე დავა არ ღირს მგონი
0
№17
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2019 20:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნუ მოკლეთ ზოგიერთი კომენტარი განცვიფრებულს მტოვებს. საჩემპიონო სეზონის მქონე "ლივერპულს" ეთამაშები, არ გყავს წამყვანი ფეხბურთელები, რომელიც ძირითადის უცვლელი წევრები არიან + ამას შეხვედრაშივე გეტრავმება 3 ფეხბურთელი აკეთებ იძულებით ცვლილებას და ფაქტიურად მეორე ტაიმში ვერანაირ ტაქტიკურ გადაადგილებას ვერ გააკეთებ ცვლილების ხარჯზე, უკაცრავად და თქვენ ოლე გუნარ სოლსკიაერი ჯადოქარი ხო არ გგონიათ? თქვენი აზრით მოურინიოს იუნაიტედს რა ემუქრებოდა ამ შემთხვევაში? გადაუვლიდნენ ჩვეულებრივ, დღეს დავინახე ისეთი ლივერპული რომელსაც ჰქონდა შიში იმისა, რომ კოჭლობით მორბენალ რეშფორდს და ფლანგის მოთამაშედ ქცეულ ლუკაკუს გოლი არ გაეტანა. აი ეს არის ის მომენტი როდესაც გუნდს უფრთხი. აი ეს განწყობა შემოიტანა ოლე გუნარმა გუნდში და ეს კაცი იუნაიტედში დიდი ხნით უნდა დატოვონ. რა ლივერპულზეა საუბარი ჩვეულებრივ უნდა მოგვეგო თამაში ფაქტიურად მეორე შემადგენლობით. ამ ძლიერ გუნდებს რო მიადგებით, ვერ გავიგე თქვენ ჩელსი, ტოტენჰემი, არსენალი, გორის დილა ხო არ გგონიათ? თან ახალი მოსული სპეციალისტისთვის რომელიც არცერთ პრესკონფერენციაზე იმას არ ამბობს რომ ფეხბურთლების ან უკლსობის გამო რამე დაშავდა, ბოლო ბოლო დაინახეთ ამ კაცის კომფორტი და მანჩესტერული ხასიათი, ნუ გადაეკიდებით ამ პოჩეტინოს, ან იუვენტუსის მოყვარულ ზიდანს. შედეგებს დებს და უბრალოდ მაკვირვებს ეს ნეგატივ. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, ეს ხო მარტივი ლოგიკაა და მეტი არაფერი. მომავალ სეზონში ვისაუბროთ იმაზე თუ რას გააკეთებს, აი წელს კი უკვე ბევრი რამ გააკეთა სოლსკაერმა გუნდისთვის.
0
№18
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2019 20:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სულშერის შეცვლა სისულელეზე სისულელეა.ეს არც არის მისი გუნდი.ჯერ მას ერთი ფეხბურთელიც არ მოუყვანია და თამაშობს სხვისი მოყვანილი ფეხბურთელებით,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც მშვენიერ შედეგს დებს.პოჩეტინოს მოყვანას მირჩევნია ამ კაცს დაცალდეს.აქვს რაღაც შეცდომებიც,მაგრამ არა ისეთი რომ ამის გამო არ დატოვო.ვფიქრობ აუცილებლად უნდა გაუფორმონ კონტრაქტი და ნორმალური ტრანსფერბიც დაუდონ.
0
№19
ავტორი: batumski123
24 თებერვალი 2019 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
მე არ ვამბობ ამ კონკრეტულ მატჩზე ვიძახი საერთო ჯამში ბურთის დაჭერა უჭირს გუნდს კონტრშეტევების იმედათ არიან მუდმივად გააზრებული პოზიციური შეტევები საერთოდ არ არის ჩემი აზრი დავაფიქსირე რომ უმჯობესი იქნება ჰაი კლასის ტრენერი მოვიდეს ვგულისვხმობ ზიდანს ან პოჩეტინიოს მოკლედ სეზონის ბოლოს გადაწყდება ყველაფერი რაც არ უნდა მოხდეს მადლობა ოლეს იმ მოგებების სერიებისთვის
0
№20
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2019 20:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ის რომ გუნდი არ თამაშობდეს სულ ასე მეორე ნომრად და ასე არ უთმობდეს მეტოქეს ბურთს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top