თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 20:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1907,
კომენტარები: 18
"იუნაიტედში" პოჩეტინოზე ფიქრობენ
ედ ვუდვორდი ლონდონელებთან შეთანხმების მიღწევას ეცდება.
უდავოა, რომ ჟოზე მოურინიოს დატოვებული "მანჩესტერ იუნაიტედი", გუნდის ამჟამინდელმა თავკაცმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა იმ კრიზისიდან ამოიყვანა, რასაც ზოგადად გუნდი და ფეხბურთელები გრძნობდნენ პორტუგალიელის კლუბში ყოფნის დროს.

"მკვლელი ბავშვის სახით" შეცვლაზე წარმატებით შემოვიდა, "იუნაიტედმა" მოგებული მატჩების სერია მნიშვნელოვნად გაზარდა და შედეგად, მათ ოთხეულშიც დაისაკუთრეს ადგილი, იმ ოთხეულში, რომელიც თავის დროზე "განსაკუთრებულს" წარმოუდგენელიც ეგონა, რა თქმა უნდა გუნდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

სოლსკიაერისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა – მიდიოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" პარიზელებთან განცდილმა მარცხმა, პრესის ფურცლები ახალი სპეკულაციებით აალაპარაკა.

Evening Standard - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობისთვის, "ტოტენჰემის" არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელის მთავარი კანდიიდატია.

ედ ვუდვორდი მზად არის "დეზებს" სპეციალისტის კონტრაქტის შეწყვეტის სანაცვლოდ 38,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
18 თებერვალი 2019 00:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მეეჭვება, მაისამდე რამე გადაწყვეტილება მიიღონ და სწორიც იქნება.
პირველი ორი-სამი მატჩი იყო მუხტი, მერე ნელ-ნელა მოიკლო თამაშის ხარისხმა, მაგრამ რაღაც ეტაპზე გაჩერდა და უკვე ასე თუ ისე გამოჩნდა, რომ არც ისეთი ფარჩაკი გუნდია, რაც ჟოზეს დროს იყო და არც ციდან წყვეტს ვარსკვლავებს.

პსჟ-ს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ფაქტია რომ მთლიანად შებორკა ტუხელმა ოლეს ტაქტიკა, ეს ტრაგედი არაა, ყველას მოსვლია ასე, მთავარია რა დასკვნებს გამოიტანს, რას შეცვლის.
პოჩეტინო ნამდვილად კარგი მწვრთნელია და რომ არა ოლეს ასეთი წარმატებული სტარტი, იდეალური ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის.
ახლა საკმაოდ რთული იქნება არჩევანის გაკეთება, ოლეს დამატებითი უპირატესობა აქვს ის, რომ უკვე ცადა და ჯერ-ჯერობით მშენიერი შედეგი აქვს და თან მნაჩესტერელია.

ეს წაგება არ იყო მთლად ცუდი, ახლა გამოჩნდება რა შეუძლია ოლეს როგორც მწვრთნელს და ტაქტიკოსს, როცა იგებ უფრო მარტივია ყველაფერი, იგებ ე.ი. მუშაობს და არ ცვლი არაფერს. როცა აღარ მუშაობს უნდა შეცვალო და იპოვო ის სუსტი წერტილები, რაც შენს თამაშში იყო - ეს უფრო რთულია. ვერც ვან გალმა და ვერ ჟოზემ ვერ/არ მოახერხეს ცვლილების შეტანა თამაშში, ჯეროდათ რომ ამას უნდა ემუშავა და ბოლომდე აწვებოდნენ.

ასე რომ სეზონის ბოლომდე არის იმდენი დრო, რომ წარმოდგენა შეიქმნას ჩვენს მწვრთნელზე.
პოჩეტინოს რაც შეეხება კი ვიცით და ვხედავთ რაცაა, მშვენიერი მატჩი ლიგაზე წამყვანი ფეხბურთელების გარეშე.
ჩვენთანაც კარგად ითამაშა, მაგრამ დეხეას დამარცხება არაა ადვილი საქმე wink
0
№12
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2019 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ოლეს ხელი არდაედოს და არავითარი პოჩეტინო არმინდა აწის, ოლეს 5 წლიანი კონტრაკტი გაუფორმონ. ტოტენჰემიდან კიდე თუვინმეა მოსაყვანი ესენია კეინი და ერიქსენი მეტი არავინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: krekera
18 თებერვალი 2019 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: kobinio
ტიპმა ათი მატჩი მოიგო და ერთი თამაში ჩაუვარდა და უკვე მის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ...
მძღნერიდან რომ ამოათრია გუნდი მაშინ პაჩეტინო არ გახსოვდათ,თუ გგონიათ რომ არ შეს5ავაზეს მანიუს მწვრთნელობა?!!!!! შესთავაზეს და კლეზე დაიკიდა შენი რჩეული იუნაიტედი და ეხლა გამოაკარით პლაკატები და ეხვეწეთ ვიღაცა უიღბლოს როცა კაცმა აგერ რეალური პროგრესი განახატ და კიდე უკმაყოფილოები ხართ. მარა სადაც ფერგუნსონი არ მოგწონდათ ზოგ ზოგიერთებს სოლსკიაერზე არაფერს ვამბობ. მანჩესტერს ფეხბურტელებთან ერთად გულშემატკივარიც შეეცვალა


ჩემი აზრი გამოთქვი ჩემო ძმაო, ასეთი უმადურობა მართლა მარაზმია! იმედია ჭორებია და მართლა არ აპირებენ ამ ლუზერით შეცვლას, კაი რა ამ ტოტენჰემით რომ ერთ ნორმალურ ტიტულს ვერ მოიგებ იმ კაცის ნაღდად არ მწამს>>>>>
0
№14
ავტორი: Vaskaa
18 თებერვალი 2019 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რა ქნა ამისთანა ამ პოჩეტინო რო უნდათ?
არანაკლები შემადგენლობა ყავს ამჟამად ვიდრე ჩვენ და მაინც ვერაფერს აკეთებს.
თუ გვინდა მუდმივად ოთხეულში ვიყოთ კი ბატონო. მოვიდეს.
0
№15
ავტორი: JuanMata
18 თებერვალი 2019 12:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Vaskaa
რა ქნა ამისთანა ამ პოჩეტინო რო უნდათ?
არანაკლები შემადგენლობა ყავს ამჟამად ვიდრე ჩვენ და მაინც ვერაფერს აკეთებს.
თუ გვინდა მუდმივად ოთხეულში ვიყოთ კი ბატონო. მოვიდეს.


პოჩეტინომ რა ქნა და ტოტენჰემი გუნდად აქცია, თუნდაც მუდმივად ოთხეულში ყოფნა დიდი მიღწევაა.

მანჩესტერზე თუ ვამბობთ ტრანსფერების გარეშე გაგვიჭირდება რამის მოგებაო, ტოტენჰემზეც ვრცელდება იგივე ჭეშმარიტება, 3 წელიწადში ერთხელ ერთ ტრანსფერს აკეთებს გუნდი და მაინც ახერხებენ ცხრილის ზემო ნაწილში დარჩენას.

კარგი ფეხბურთელები ყავს ტოტეს, მაგრამ ეს ფეხბურთელები პოჩეტინომ არ აქცია კარგ მოთამაშეებად? კეინი, ალი, ერიქსენი, ვინ იყვნენ მანამდე? ან ჩამოწერილ ფეხბურთელებს ყიდულობს გუნდი და ან აკადემიიდან ავსებენ სასტავს და მაინც კარგად გამოიყურებიან, ჩვენ 100-ობით მილიონებს ვყრით ფეხბუთელებში და ვერავინ ნორმალურად ვერ ათამაშდა. ტოტე კიდევ ლიგის მეოთხედფინალში, მინგსებით და ვინქსებით გადის.

ის ფაქტი, რომ ოლე ახლა უფრო შეიძლება ახლა უფრო შესაფერისი კანდიდატი იყოს მანჩესტერისთვის, არ ნიშნავს, რომ პოჩეტინო ცუდი მწვრთნელია.

ადვილია გაწვრთნა სიტი, რეალი, ბარსა, სადაც მილიონებს დაგახარჯავენ და ნებისმიერ ფეხბურთელს დაგიდებენ ვინც გინდა, რომელი ტოპ მწვრთნელი აქცევდა ტოტეს ინგლისის 4-ეულის გუნდად ტრანსფერების გარეშე?
0
№16
ავტორი: f.c.mu
18 თებერვალი 2019 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 375
რა გაუტ.....კეს საქმე ადროვე ცოტა შე დედა....ლო ერთ სეზონში რა გინდა ვუდვორდ ოთხეულშიც შეგიყვანოს და ლიგაც დადოს????

მინიმუმ 2 წლიანი უნდა მისცენ მინიმუმ, ფაქტია აათამაშა გუნდი, 2/3 კაი ტრანფერი, და ერთი მთლიანი ახალი სეზონი უნდა ადროვო მინიმუმმმმ
0
№17
ავტორი: nika1983
18 თებერვალი 2019 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
პსჟ რომ გამოვაგდ ებთ , ნეტა მერე რას დაწერე ნ , ეგ ნე ხვნაჭ ამი ტურა ჟურნალისტები
0
№18
ავტორი: kobinio
19 თებერვალი 2019 00:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: krekera
ციტატა: kobinio
ტიპმა ათი მატჩი მოიგო და ერთი თამაში ჩაუვარდა და უკვე მის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ...
მძღნერიდან რომ ამოათრია გუნდი მაშინ პაჩეტინო არ გახსოვდათ,თუ გგონიათ რომ არ შეს5ავაზეს მანიუს მწვრთნელობა?!!!!! შესთავაზეს და კლეზე დაიკიდა შენი რჩეული იუნაიტედი და ეხლა გამოაკარით პლაკატები და ეხვეწეთ ვიღაცა უიღბლოს როცა კაცმა აგერ რეალური პროგრესი განახატ და კიდე უკმაყოფილოები ხართ. მარა სადაც ფერგუნსონი არ მოგწონდათ ზოგ ზოგიერთებს სოლსკიაერზე არაფერს ვამბობ. მანჩესტერს ფეხბურტელებთან ერთად გულშემატკივარიც შეეცვალა


ჩემი აზრი გამოთქვი ჩემო ძმაო, ასეთი უმადურობა მართლა მარაზმია! იმედია ჭორებია და მართლა არ აპირებენ ამ ლუზერით შეცვლას, კაი რა ამ ტოტენჰემით რომ ერთ ნორმალურ ტიტულს ვერ მოიგებ იმ კაცის ნაღდად არ მწამს>>>>>

წლებია ტოპ გუნდი ყავს და რამე შედეგი ნახა ვინმემ? რა გააკეთა ოლეზე მეტი ამ წლების მანძილზე? არაფერი ტოპ სამეულშიც ვერ შედის არათუ რამე ტიტული.ტოპ მწვრთნელი რომ ექვსეულს ვერ გვპირდებოდა დღეს 4 ზე ვართ და კიდე პაჩეტინოვო,მარაზმია გეთანხმები.

ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ტიპმა ათი მატჩი მოიგო და ერთი თამაში ჩაუვარდა და უკვე მის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ...
მძღნერიდან რომ ამოათრია გუნდი მაშინ პაჩეტინო არ გახსოვდათ,თუ გგონიათ რომ არ შეს5ავაზეს მანიუს მწვრთნელობა?!!!!! შესთავაზეს და კლეზე დაიკიდა შენი რჩეული იუნაიტედი და ეხლა გამოაკარით პლაკატები და ეხვეწეთ ვიღაცა უიღბლოს როცა კაცმა აგერ რეალური პროგრესი განახატ და კიდე უკმაყოფილოები ხართ. მარა სადაც ფერგუნსონი არ მოგწონდათ ზოგ ზოგიერთებს სოლსკიაერზე არაფერს ვამბობ. მანჩესტერს ფეხბურტელებთან ერთად გულშემატკივარიც შეეცვალა

ჩვენი მთავარი პრობლემა ბოლო 6 წლის განმავლობაში:მზა რეცეპტით მკურნალობა.
არავინ სვამდა დიაგნოზს ოღონდ ნამდვილს და ეგონათ სახელების მოყვანა უშველიდა რამეს.
მერე ახალი მოვლენა მოხდა სახელად ოლე.
კაციშვილი ვერ იოცნებებდა ასეთ მის სტარტზე მაგრამ არა,ახლა ისევ სახელები უნდათ შეფებს.დიაგნოზი კი ისევ არ დაგვისვია.
ოლემ გუბდში მუხტი მოიტანა მანჩესტერული.რა მისი ბრალია რომ 5 წელი სხვადასხვა ლუზერებადქცეულ მწვრთნელებს ვეპატიჟებოდით და ისინიც თავიანთი კლიმაქსური ისტერიებით გუნდშივე რევდნენ სიტუაციებს.გარეთ ყველას ეღრინებოდნენ.ამ ყველაფერს კი 5 წელი ვითმენდით და ახლაა პსჟ ოლეს ბრალი?არა...

ალბათ ეხლაც ჩელსისთან გაუმართლა,რამდენი უმართლებს ნეტა? :=) ასე უმართლოს და დატოვონ ამ ძაღლისშვულებმა მეტი რა დედიმისისა უნდათ კაცმა ლივერპულის გარდა ყველას მოუგო... პესეჟესთან ყველლაფერი წინაა და არამგონია 2 რით ნილმა შეაშინოს ვინმე უბრალოდ ცუდია რომ პოგბა გამოვაკლდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top