თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 18:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 13
სქოულზი: "ვფიქრობ, მოურინიო შედეგებს თვალყურს ადევნებს"
პოლ სქოულზის სახალისო განცხადება სადებიუტო მატჩში გამარჯვების შემდეგ.
სქოულზი:
"ოლდჰემ ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა სადებიუტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა და "იოვილი" უშანსოდ 4-1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლმა სახალისო განცხადებაც გააკეთა და განაცხადა, რომ მის შედეგებს მოურინიო თვალყურს ადევნებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის დროს, პორტუგალიელი სპეციალისტი ხშირად ეხვეოდა ყოფილი მანჩესტერელის კრიტიკის ქარცეცხლში.

"ვფიქრობ, რომ მოურინიო შედეგებს თვალყურს ადევნებს. მე საკმრისად კრიტიკული ვიყავი მის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ექსპერტების უმრავლესობისთვის ჩვენი მატჩები ინტერესთა საგანი ხშირად იქნება, თუმცა წაგების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გამოჩნდებიან.

მათ შეუძლიათ თქვან რაც მოესურვებათ. არასდროს მესმოდა თუ რატომ აქცევდნენ ფეხბურთელები და მწვრთნელები კრიტიკოსების კრიტიკას ასეთ ყურადღებას. ისინი უბრალოდ აზიარებენ საკუთარ შეხედულებებს ამათუ იმ თამაშის მიმართ და ამაში ფულს იღებენ.

თუ ვინმეს სურს ჩემს მიმართ კრიტიკული განცხადებების კეთება, გააკეთონ ეს, მე მათ ყურადღებას არ მივაქცევ. პასუხისმგებელი მხოლოდ კლუბის მეპატრონეების წინაშე ვარ".
- აცხადებს სქოულზი დასასრულს.



წყარო: sports
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
14 თებერვალი 2019 11:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: 100%Red
აუ ხალხო გუშინ თუ უყურეთ რა კაი იყო აიაქსი, კი წააგეს მარა მაგნარ წაგებას მივესალმები რა, ხო იმგენსაც არ აქვთ დიდი გამოცდილება ლიგაზე მარა რა კარგები იყვნენ ნუ ტოტენჰემზე არ მაქ საუბარი, რა გუნდი დააყენა პოჩემ სგ

მართლა მაგარი იყო აიაქსი ძნელია არ მოგეწონოს, ტოტენჰემი კიდე სულ მევასებოდა მანჩესტერის მერე ინგლისში და კიდევ 1 ხელ დამტკიცდა რო მაგარი მწვრთნელი ყავთ და მაგარი გუნდია რასაც ქვია, დანაკლისიც დანაკლისია და 3 გოლს იტან მაინც და არუშვენ ბრავო, თან ბოლოსკენ როიციან 80 წუთის მერე შეყრა თუდააკვირდით ბოლო რამდენიმე თამაშია ზედიზედ სულ ეგრე იტანენ, ძაან ძლიერი გუნდია და ინგლისური ლკუბებიდან მაგათ ვუბალეშიკებ ლიგაზე და კეინთან ერთად და ალისთან ერთად ნებისმიერის გაგდება შეუძლიათ
0
№12
ავტორი: f.c.mu
14 თებერვალი 2019 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ციტატა: Malboro463
აბა დედას ვუტორებთო ასე ვიზამთო ისე ვიზამთო
რომ დავწერე პსჯს 10 ჯერ მეტი კლასი აქ მეთქი ლიგა 1 ის გუნდებთანა ძლიერი მარტოვო.
სოლსკაიერზე კიდე აწამდეც დავწერე და კოდევ დავწერ ტაქტიკის აზრზე არა კარდიფს და გუშინაც დამტკიცდა ტუხელმა გამოისვა ტრაკ ში ქახალდივით. რა იანგი რის რეშფორდი და ლინგარდი
ყველაზე პოზოცოაზე ვარსკვლავია საჭირო რეალი,ბარსა,სიტი ს ირები კიარ არიან ყველას როკ ყიდულობენ


ზუსტად მაგიტო არ მევასება არც ერთი ვინც ჩამოთვალე, ეგეთი ს.რ.ო.ბ.ა პოლიტიკა რო აქვთ. ჩვენც რო იგივე ვაკეთოთ არანაირი სხვაობა არ იქნება ჩვენს შორის, დაიკარგება გუნიდს პატივისცემა და წავა პსჟ ნაირი გულშემატკივრების თემა, იმ გუნს რო ბალეშიკობენ სადაც ნეიმარია, გადასხვა სხვაგან გადაყვებიან ბალეშიკებიც ტფუი.......

ფერგის არაერთი უყიდია არაცნობილი მაგრამ მთელი ეპოქა შექმნეს, უნდა იყიდო ახალგაზდა და პერპექტიული, უკვე შემდგარი ვარსკვლავიც უნდა გყავდეს და არის კიდეც, მაგრამ მარტო ეგ არ კმარა, არც მარტო მწვრთნელის ბრალი არაა

აზრზე რო არ იყოს ეხლა მეოთხეზე არ ვიქნებოდით.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2019 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ აბა პოლი რას იზამს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top