თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 23:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 11
"დი მარია ხვალინდელი მატჩის მთავარი გასაღებია"
დრაქსლერი ხვალინდელი მატჩისა და დი მარიას შესახებ.
ტუხელის ინტერვიუს შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა ჯულიან დრაქსლერმა "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ ველით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზუსტად ისე ითამაშებს, როგორც გასულ თამაშებში, ასე რომ გვგონია, რომ შეგვიტევენ. ვფიქრობ, ეს აშკარაა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორე მატჩი პარიზში იმართება, ასე რომ ხვალ "ან ყველაფერი, ან არაფერის" პრინციპით ვერ ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, ლამაზი და ტექნიკურად კარგად საყურებელი სანახაობა იქნება, მაგრამ ყველაფერსა და არაფერს შორის არჩევანის გაკეთება არ გვიწევს."

"მე ანხელს რამდენიმე კითხვა დავუსვი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ და, რა თქმა უნდა, არ გეტყვით რა პასუხები მივიღე, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის ნამდვილად მზად არის."

"ის უდიდესი ფეხბურთელია. კლუბსაც ძალიან დიდ პატივს სცემს, ასე რომ "იუნაიტედის" შესახებ მას საშინელი და ცუდი არაფერი უთქვამს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და კარგ ფორმაშიც იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. ხვალ ანხელი ძალიან გვჭირდება. თანაც მისი საჭიროება კიდევ უფრო დიდი ხდება, ნეიმარისა და კავანის არყოფნის გამო. ჩვენ მისნაირი ფეხბურთელი ნამდვილად გვჭირდება და იმედია, ხვალ დიდებულ მატჩს ჩაატარებს. ჩვენთვის ის ხვალინდელი მატჩის მთავარი გასაღებია."


წყარო: ManUtd.com
სხვა
11 კომენტარი
№11
ავტორი: mishiko1
12 თებერვალი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
სახიფათო მბაპე და ვერატი უფროა ვიდრე დიმარია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top