"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" - პრევიუ
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: FA Cup,მე-5 რაუნდი
მსაჯი: ანდრე მარინერი
თარიღი: ორშაბათი,18 თებერვალი 2013.
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: პოლ სქოულზი,დარენ ფლეტჩერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Amos, Rafael, Smalling, Evans, Vidic, Ferdinand, Jones, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Anderson, Carrick, Kagawa, Young, Nani, Valencia, Hernandez, Rooney, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.
მანჩსტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ევერტონი დაამარცხა 2:0. ეშმაკებს უკვე 63 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ სიტის უკვე 12 ქულით უსწრებს.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 13 თებერვალს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვლოვანი მატჩი ჩაატარა "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ,სადაც "წითელმა ეშმაკებმა" წარმატებით ითამაშეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1 დაასრულეს ეს შეხვედრა.
"რედინგი"
ტრავმირებულები: რობერტსი,მაკარტნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:ბრაიან მაკი.
ბოლო ტურში რედინგი სტოკ სიტისთან დამარცხდა 2-1. ისინი ამჟამად მე-18 ადგილის იკავებენ პრემიერ ლიგაში 23 ქულით."რედინგს" ბოლო 5 შეხვედრაში სამი გამარჯვება აქვს,ერთი ფრე და ერთიც მარცხი "სტოკ სიტისთან."მიმდინარე პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილზე მყოფ "რედინგს" ვერ დაეხმარება მაკარტნი და რობერტსი ტრავმების გამო.
კლუბები ინგლისის თასზე

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის თასის გათამაშებაზე მეასეთ მონაწილეობს. მათ ჩაატარეს 312 მატჩი ამ ტურნირზე. ბურთების ფარდობა:739-420. მათ 146 მატჩში მშრალად შეინახეს კარი.
გამარჯვება ყველაზე დიდი ანგარიშით: იოვილ თაუნი 8-0 - 12.02.1949
მარცხი ყველაზე დიდი ანგარიშით: შეფილ უენსდეი 0-6 - 20.02.1904
ინგლისის თასი ეშმაკებს ყველაზე ემეტჯერ აქვთ მოგებული, 11_ჯერ. უკანასკნელად ეს გათამაშება
2004 წელს მოიგეს, სადაც მილენიუმზე მათ მილუოლი დაამარცხეს 3-0.
მიმდინარე გათამაშებაში ისინი მესამე რაუნდში შეხვდნენ ვეს ჰემს და მატჩი ლონდონში 2-2 დასრულდა, ხოლო ოლდ ტრაფორდზე გადათმაშებაზე ეშმაკებმა 1-0 მოიგეს. მეოთხე რაუნდში წითლების მოწინააღმდეგე ფულჰემი იყო, რომელიც ოლდ ტრაფორდზე 4-0 დამარცხდა.
ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, როცა იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე ფულჰემს ამარცხებს, როგორც მათ ეს გააკეთეს წინა რაუნდში, მაშინ ეშმაკები აუცილებლად იგებენ ამ ტურნირს. ეს ფაქტი ორჯერ მოხდა 1999 და 2004 წლებში.
წითელმა ეშმაკებმა ბოლო 19 ჩატარებული მატჩიდან ინგლისის თასზე 15 მოიგეს, 2 ფრე, 2 წაგება.
ბოლო 5 მატჩში ინგლისის თასზე ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედმა მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა.

126 მონაწილეობენ ინგლისის თასის გათმაშებაში. ჩაატარეს 280 მატჩი. ბურთების ფარდობა 605-550. 95 მატჩში შეძლეს კარის მშრალად შენახვა.
გამარჯვება ყველაზე დიდი ანგარიშით: ჩესჰემ გენერალს 11-0 – 17.11.1900.
მარცხი ყველაზე დიდი ანგარიშით : პრესტონი 18-0 – 27.01.1894.
რედინგს არასდროს არ აქვს მოგებული ინგლისის თასი.
მიმდინარე გათამაშებაში მესამე რაუნდში დაამარცხეს კროული 1-3, მეოთხე რაუნდში გაანადგურეს შეფილდ იუნაიტედი 4-0.
12 მატჩიდან, როცა რედინგს მოუწია თავისივე ლიგის წარმომადგენელთან შეხვედრა, მხოლოდ ერთჯერ შეძლეს მომდევნო ეტაპზე გასვლა.
ურთიერთშეხვედრები
მანჩესტერ იუნაიტედი და რედინგი ერთმანეთს შეხვდნენ 17-ჯერ ყველა ტურნირის მასშტაბით. ამ შეხვედრებში 9-ჯერ გაიმარჯვა იუნაიტედმა, ერთჯერ რედინგმა, ხოლო 7 მატჩი ფრედ დასრულდა.იუნაიტედი უკვე 12 თამაშია არ აგებს რედინგთან (ყველა ტურნირზე) - 8 მოგება და 4 ფრე.ბოლო წაგება რედინგთან ინგლისის თასზე დაფიქსირდა 1927 წლის იანვარში.ბოლო გამართულ მატჩში პრემიერ ლიგაში ამ გუნდებმა 35 წუთში 7 გოლის გატანა შეძლეს
Current form
Reader's Predictions
PROBABLE LINEUPS
Editor's Prediction
პრევიუ მოვამზადეთ R.v.Persie და UTD-Rule © Redarmy.Ge