თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2019, 17:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1892,
კომენტარები: 12
BBC: იანგთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს
ვეტერანი ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
BBC: იანგთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ეშლი იანგი 1-წლიან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

33 წლის ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. როგორც წყარო იუწყება, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ვეტერანი მცველი კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.

ინგლისელი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს, "ასტონ ვილადან" შეუერთდა. მანჩესტერელებს მისი გადმობირება 17 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. იანგის მანჩესტერული კარიერა 228 მატჩს ითვლის, სადაც 17 გოლის გატანა და 48 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მიმდინარე სეზონში იანგმა ყველა ტურნირზე 25 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ანტონიო ვალენსიას არყოფნის გამო, რამდენიმე მატჩში გუნდის კაპიტნადაც მოგვევლინა.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2019 08:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: bziki
სასაცილო ისაა რო იანგი ვალენსიას,დალოს,დარმიანს ერთად ჯობია:D დალოს ყურებას ისევ იანგს ვუყურო ეს ერთი წელიც,მერე ვნახოთ დალო,ფოსუმენსა თუ ტუანზებე მარა რა უნდა ნახო 33 წლის საშვალო დონე იანგი რო გახეხინებს ტრაგიკომედიაა აბა რა არი

ვერ დაგეთანხმები რო ფორმაში მყოფი ვალენსია დაცვაში ფრომაში მყოფ იანგს რო ვერ ჯობია, ყველაფრით ჯობია როგორც მცველი ვალენსია იანგს გინდა სეტევებში ჩართვით გინდა თავდაცვით როცა ფორმაშია ოღონდ და არა ეხლა როცა საუკუნეა არუთამაშია

ციტატა: ikeoni
ციტატა: stepno
მე არ მესმის რატომ უნდა გეზიზღებოდეს იანგი დაცვის ფლანგზე ვინ გვყავს ამაზე კარგი გაგდებას რო ითხოვენ ამისას?? სანამ შემცვლელს არ მოიყვანენ სწორედ უხანგრძლივებენ 1 წლით ამის გაშვება ეხლა არ შეიძლება არცერთ ვარიანტში. რაც შეეხება სხვა მცველებს როხო,სმოლინგი,ჯონსი აი ეს ტრიო ულაპარაკოთ უნდა გაუშვაა ამათი ცენტრში დაყენება და წაგება ერთიაა. მოკლედ იანგს არაფერს არ ვერჩი ერთი წელი ითამაშოს კიდე ბევრჯერ დახმარებია გუნდს და დაეხმარება კიდეც

წარმოდგენა არ მაქვს ძმაო:))

ხოდა როარგვყავს იანგზე კარგი დავცის ფლანგზე ეგ იმას ნიშნავს რო უნდა იყიდონ ვინმე))))) იანგზე კარგი ფლანგის მცველი როცა გუნდს არ ყავს ეგ საგანგაშო რამეს ნიშნავს))
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 11:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საჭირო იყო გახანგრძლივება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top