თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2019, 10:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 11
"არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვითამაშებ, მთავარია, გუნდს გამოვადგე"
ანდერ ერერა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ცხრილში ზემოთ აიწია. ანდერ ერერას განცხადებით კი, ფეხბურთელებმა კონკრეტული თამაშებისკენ მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მიმართონ და მომავალზე ნაკლები იფიქრონ:

"მე ჩემს თავს ვაძალებ, რომ ცხრილი არასდროს შევამოწმო. ვფიქრობ, ყოველთვის კონკრეტულ მატჩებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. დიდი შეცდომა იქნება "ფულემს" იქით ფიქრი. ეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის თამაშია, რადგან, როგორც მახსოვს ამ ტურში "ჩელსის" "სიტისთან" უწევს მატჩის ჩატარება. ასე რომ თამაშ-თამაშ უნდა ვიფიქროთ, რადგან მერე შეიძლება მომავალზე ფიქრით ეს კონკრეტული მატჩი წააგო და მერე ძალიან ინანო. ასე რომ ჯერ "ფულემს" უნდა გავცდეთ და მერე შეგვიძლია პსჟ-ზე ფიქრი."

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ერერამ ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა ნემანია მატიჩსა და პოლ პოგბასთან ერთად.

"ჩვენ სამში სამწრთვნელო შტაბი დიდ ენერგიასა და შრომას დებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ შეთამაშებული, რათა დანარჩენმა ფეხბურთელებმა თავისუფლება იგრძნონ. პოგბასაც კი შეუძლია თავისუფლად თამაში თუ მე და ნემანია ერთად კარგად ვითამაშებთ. თუმცა გუნდი მხოლოდ ჩვენ სამნი არ ვართ."

"ვფიქრობ, ანდრეასს შეუძლია დახმარება, სკოტს შეუძლია დახმარება, ფრედს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები... რა თქმა უნდა, ვერ მოგატყუებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ მათთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა დიდი შემადგენლობა გვაყვს და თანაც ძალიან დატვირთული გრაფიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ყველა დასჭირდება."

"რაც შეეხება იმას ვარ თუ არა ფორმის პიკში, ამაზე მარტივ პასუხს ვერ გაგცემთ. ორი წლის წინ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ავიღე, თუმცა ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვგრძნობ, რომ ბევრი სირბილი შემიძლია, შემიძლოა ბურთი გადავარჩინო და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როცა ბურთს ვფლობ. თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - თუ მწრთვნელი ერთ დღეს ჩემი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებას გადაწყვეტს, მე სათადარიგოთა სკამზე უპრობლემოდ დავჯდები და ბედნიერი ვიქნები, რომ გუნდს თუნდაც 10-12 წუთი გამოვადგები, თუნდაც 2 წუთი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ "იუნაიტედს" გამოვადგები."

"ესე ხდება გუნდში და ეს არის წარმატების გზა. ერთ-ერთ დღეს მე სკამზე ჯდომა მომიწია, ანდრეასს თამაში, ერთხელ პოლს მოუწევს სათადარიგოთა რიგში ყოფნა. ეს გუნდია და, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერიც. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მუდმივად ძირითადში უნდა ვითამაშო. წარმატებულ სეზონს ქმნის არა 11-12-13 ფეხბურთელი, არამედ მთლიანი შემადგენლობა, მთლიანი გუნდი."

"ვფიქრობ, ჩემი მუშაობით ოლეც კმაყოფილია. ის ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მმატებს. მან იცის რომ გუნდს ყველანაირად შემიძლია დავეხმარო, მაშინაც, როცა ბურთს ვფლობ და მაშინაც, როცა არ ვფლობ. იცის, რომ შემიძლია ბურთის მოპოვება."

"ვფიქრობ, ისიც იცის, რომ ჩემი მუშაობის შედეგად სხვა ფეხბურთელებისთვის თავისუფლების მინიჭება შემიძლია და ამას გავაკეთებ. მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და არა მხოლოდ მე, ასევე სხვა ფეხბურთელებიც, ყველა ბედნიერია,"
- დაასრულა ანდერ ერერამ.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
5 თებერვალი 2019 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნამდვილი ეშმაკი! ასეთი შემართება რომ ყველას ჰქონდეს, ქვას-ქვაზე არ დავტოვებდით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top