თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2019, 13:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 12
მბაპე: "ჩემპიონთა ლიგის მატჩი არ მანაღვლებს"
კილიან მბაპე "იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ.
მბაპე:
კილიან მბაპე აცხადებს, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩზე არ ნერვიულობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პსჟ "ლიონის" წინააღმდეგ დამარცხდა. პარიზელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს დი მარიას წყალობით.

"იუნაიტედის" მწრთვნელი და მისი ასისტენტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი და მაიკ ფელანი, საფრანგეთში იმყოფებოდნენ და პსჟ-ს მატჩს აკვირდებოდნენ.

როგორც პრესაში იწერება, ნეიმარი ვერცერთი მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს "იუნაიტედის" წინააღმდეგ. რაც შეეხება ედინსონ კავანის, მასაც აწუხებს მცირედი ტრავმა და მისი თამაში "ოლდ ტრაფორდზე" საეჭვოა. მბაპემ "ლიონთან" გამართული მატჩის შესახებ ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა:

"ჩვენ ბევრი შანსი არ გაგვიშვია ხელიდან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მე საერთოდ არ ვღელავ ამ მატჩზე. ჩვენ თითოეულ თამაშზე ცალ-ცალკე უნდა ვიფიქოთ და ახლა ჩემპიონთა ლიგას უნდა დაველოდოთ. მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს "ლიონის" წინააღმდეგ. კარგი ხარისხის თამაში იყო."

"რთული იქნება ნეიმარის გარეშე თამაში, მაგრამ ასეთი რამეები ფეხბურთში ხდება. ეს უნდა მივიღოთ და განვაგრძოთ. წინა სეზონშიც ტრავმირებული იყო და კარგი იქნებოდა თუ იგივე შეცდომებს არ დავუშვებდით, მაგრამ რას ვიზამთ."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ იღელვოთ არა, სადარდებელი მერეც ბევრი გექნებათ wink
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2019 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც უფრო აგდებულად შეხედავენ თამაშს მით უკეთესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top