თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2019, 17:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 13
გახდება ოლე გუნარი თვის საუკეთესო მწრთვნელი?
გაიმეორებს თუ არა ოლე გუნარი სერ ალექს ფერგიუსონის გზას.
გახდება ოლე გუნარი თვის საუკეთესო მწრთვნელი?
სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ოლე გუნარი, შესაძლოა, პირველი მწრთვნელი გახდეს, რომელიც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწრთვნელის ჯილდოს მოიგებს.

სოლსკიაერმა ხუთი გამარჯვება მოიპოვა "ტოტენჰემისა" და "არსენალის" ჩათვლით, ხოლო ერთი თამაში ფრედ ითამაშა "ბარნლის" წინააღმდეგ.

პეპ გვარდიოლას იდეალური თვე "ნიუკასლის" სიურპიზმა გაუფუჭა. რაც შეეხება "ბარნლის" მწრთვნელს, შონ დაიჩს, ის ყველაზე ძლიერი კონკურენტია ოლე გუნარისთვის, რადგან ამ თვეში საოცარი მატჩები ჩაატარა.

"იუნაიტედმა" იანვრის თვე "ნიუკასლის" დამარცხებით დაიწყო. "წითლებმა" მოწინააღმდეგე მხარე 2-0 ანგარიშით დაამრაცხეს. ამის შემდეგ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" "უემბლიზე" დაამარცხა მინიმალური სხვაობით. შემდგომ კი "ბრაიტონს" უმასპინძლა და 2-1 ანგარიშით გაიმარჯვა.

შემდეგი მატჩი ოლეს შეგირდებმა "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარეს, რაც მართალია, ინგლისის თასის თამაში იყო, მაგრამ მიღებული შედეგიდან გამომდინარე, აუცილებლად აღსანიშნავია. უნდა ვისაუბროთ ასევე "ბარნლისთან" გამართულ მატჩზე. მართალია, "იუნაიტედმა" სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხა, თუმცა სამ წუთში ორი გოლის გატანა შეძლო, საოცარი ქამბექი აჩვენა და ოლე გუნარმა დაუმარცხებელის ტიტულიც შეინარჩუნა.

მართალია, "იუნაიტედი" ჯერ კიდევ მეექვსე ადგილზეა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ 11 ქულიანი სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ოლეს გამოჩენის შემდეგ, "იუნაიტედმა" რვა თამაში მოიგო ერთი კი ფრედ ითამაშა.

რაც შეეხება სერ ალექს ფერგიუსონს, მან თვის საუკეთესო მწრთველის ტიტული 27-ჯერ მოიგო. დაახლოებით, არსენ ვენგერზე ორჯერ უფრო მეტჯერ.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
2 თებერვალი 2019 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმსახურებს
0
№12
ავტორი: 100%Red
2 თებერვალი 2019 15:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
https://www.premierleague.com/news/984087?fbclid=IwAR0LSrZS0C3wDu7qh53siXeSEqnrl
XakZiOeqz_6gbE5a6JTPBxFiawlPC0
აქ არი ხმის მიცემა)
0
№13
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2019 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: JuanMata
ციტატა: LASHQARA
სერიოზული შანსი აქ. აი ბარნლისთან მოგების შემთხვევაში. რეკორდსაც ხსნიდა და ფაქტიურად თვის საუკეთესოსთვის ბრძოლაში უკონკურენტო ხდებოდა. love am


რეკორდი მაინც მოხსნა, ქულებით.
აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 18 ქულა იყო, ოლემ 19 დააგროვა, პირველ შვიდ მატჩში.

ულაპარაკოდ იმსახურებს თვის საუკეთესოს წოდებას, გარდა შედეგებისა, ოლეს მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გაიატან მანჩესტერმა, ყველაზე ნაკლები გაუშვა, ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარში და ყველაზე მეტი მომენტი შექმნა.

მაშინ ეკუთვნის თვის საუკეთესოს ტიტული, ორი აზრი არაა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top