თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 15:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 11
ფელაინი აეროპორტშია
მარუან ფელაინმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა.
ფელაინი აეროპორტშია
მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედს" ექვსი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. ახლა კი ჩინეთში გადაბარგებას აპირებს. მარუან ფელაინი ბრიუსელის აეროპორტში დააფიქსირეს. აეროპორტის ფოტო თავადაც განათავსა სოციალურ ქსელში.

მასში ჩინელები 10 მილიონ ფუნტს (13 მილიონ დოლარს) გადაიხდიან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

როგორც პრესაში იწერება, 31 წლის ნახევარმცველი ჩინურ კლუბთან, "შენდონგ ლუნენგთან" სამწლინახევრიდან კონტრაქტს გააფორმებს.

როდესაც "იუნაიტედს" მოურინიო წრთვნიდა, ფელაინის მომავალს "ოლდ ტრაფორდზე" საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან მას ნახევარმცველის შენარჩუნება სურდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ბელგიელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. "წითლებმა" ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ საოცარი მატჩები ჩაატარეს, რაშიც ფელაინმა ცოტაოდენი წვლილი შეიტანა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფელაინმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, წარწერით: "წავედით!"

ფელაინი აეროპორტშია


ფელაინმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 177 მატჩი ჩაატარა და "წითლების" მაისურით 22 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ის "ევერტონიდან" 2013 წელს 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
1 თებერვალი 2019 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბევრი კარგი და საჭირო გოლი მახსოვს მისგან, მადლობა ყველა ბედნიერი წუთისთვის ფელუჩია love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top